27 წლის ამერიკელმა ოსტინ ტრაუტმა პირველ საშუალო წონაში WBA-ს ტიტული 32 წლის ცნობილ პუერტორიკოელ მიგელ კოტოსთან დაიცვა

გასული უქმეების მთავარი საკრივო ორთაბრძოლა ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა, სადაც პირველ საშუალო წონაში WBA-ს ტიტულს იცავდა 27 წლის ამერიკელი ოსტინ ტრაუტი. მისი მეტოქე იყო 32 წლის ცნობილი პუერტორიკოელი მიგელ კოტო.

მსაჯებმა, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება ტრაუტს მიანიჭეს - 117:111, 117:111 და 119:109.

როგორც ხედავთ, სხვაობა საკმაოდ დიდია. კოტომ მართლაც წააგო ეს შეხვედრა, მაგრამ არბიტრებისგან ასეთ შეფასებას არ იმსახურებდა. პუერტორიკოელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ღირსეულად გადაიტანა ეს მარცხი, როგორც ნამდვილ მებრძოლს შეშვენის.

ბრძოლა კოტოს აქტიური მოქმედებებით დაიწყო. ის მუდმივი პრესინგით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ამისთვის დისტანციის შემცირება სჭირდებოდა. გრძელი ხელების წყალობით, ჩემპიონი ახერხებდა მოწინააღმდეგის შეჩერებას. ისიც აღსანიშნავია, რომ ოსტინის დარტყმების უმეტესი ნაწილი მიგელის ბლოკზე მოდიოდა, მაგრამ იყო ზუსტი დარტყმებიც, რაზეც ბრძოლის შემდეგ პუერტორიკოელის ნაიარევი სახეც მოწმობდა.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ კოტო მუდმივად დისტანციაზე იმყოფებოდა, რაც მას დარტყმების შესრულებაში უშლიდა ხელს. პრაქტიკულად, ყოველ რაუნდში გადიოდა ერთი-ორი მარცხენა დარტყმა, რის შემდეგაც მიგელი ცდილობდა მეტოქის ბაგირებთან მიმწყვდევას, მაგრამ ასეთ მომენტებში ოსტინი კარგ გამძლეობას აჩვენებდა.

სადღაც მესამე-მეოთხე რაუნდში ტრაუტმა დიდი ყურადღება დაუთმო კორპუსში შეტევებს. მართალია, ხანდახან ის მუცლის ქვემოთაც ურტყამდა, მაგრამ ასეთმა სამუშაომ შედეგი გამოიღო - საჩემპიონო რაუნდებში კოტო ფეხებს, პრაქტიკულად, არ ამუშავებდა.

კორპუსში დარტყმების გარდა, ჩემპიონისთვის წარმატება მოჰქონდა აპერკოტებს, ანუ იმ დარტყმებს, რომელიც ყველაზე სახიფათოა მოკრივისთვის, რომელიც მეტოქესთან მიახლოებას ცდილობს.

კოტოსთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მეექვსე რაუნდი. თავიდან მიგელმა რამდენჯერე თირკმლის არეში მოარტყა ჩემპიონს, შემდეგ აქცენტი თავზე გადაიტანა და ტრაუტი რაუნდის ბოლოს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა: დისტანციაზე ამერიკელის დამაჯერებელი მუშაობა და პუერტორიკოელის მხრიდან მეტოქის "დაჭერის" მცდელობა.

მერვე რაუნდში მიგელს დაღლილობის პირველი ნიშნები დაეტყო. მან უფრო ხანგრძლივი პაუზების აღება დაიწყო, უფრო მეტ დროს უთმობდა დაცვას. აღვნიშნავთ, რომ ამ მხრივ, კოტო ძალიან კარგად გამოიყურებოდა - შესანიშნავად იცავდა თავს კორპუსით, მაგრამ საბოლოოდ ასეთი მუშაობა წყალში ჩაიყარა იმის გამო, რომ მინიმალური წარმატება ჰქონდა შეტევაში.

მოკლედ, ტრაუტმა ხელი შეუშალა კოტოს გეგმებს - ზაფხულში შეხვედროდა ალვარესს. ახლა ამ უკანასკნელს გამოწვევა სწორედ ტრაუტმა ესროლა. რაც შეეხება კოტოს კარიერას, აქ სრული გაურკვევლობაა. გასაკვირი არ იქნება, თუ პუერტორიკოელი საერთოდ დაასრულებს გამოსვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა