მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის თავის რიგებში მიღებით აშშ-ის ორივე მთავარი პარტიაა (დემოკრატიული და რესპუბლიკური) დაინტერესებული
ამერიკული გამოცემა Las Vegas Weekly იტყობინება, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ანდრე აგასი პოლიტიკოსობას აპირებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ორივე მთავარი პარტია (დემოკრატიული და რესპუბლიკური) დაინტერესებულია მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის თავის რიგებში მიღებით.

ამ ცოტა ხნის წინ ანდრე დარეგისტრირდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ნევადას შტატში.

"კარგია, რომ ნევადა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარი ბარომეტრია. მომწონს ის, რომ ჩვენთან პოლიტიკურ რბოლაში მაღალი კონკურენცია არსებობს. აღფრთოვანებული ვარ იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ იმარჯვებს დემოკრატია", - განაცხადა აგასიმ.

"დიდი სლემის" ტურნირების არაერთგზის ჩემპიონი თავისი ოჯახის შესახებაც ლაპარაკობს. კერძოდ, ანდრე აცხადებს, რომ მისი შვილები, სავარაუდოდ, არ გახდებიან ჩოგბურთელები.

შეგახსენებთ, რომ აგასის შვილების დედა გახლავთ ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი შტეფი გრაფი.

"ჩემი ქალიშვილი ცხრა წლისაა. ის ჩოგბურთს კვირაში ორჯერ თამაშობს, მაგრამ მხოლოდ სიამოვნებისთვის. ეს საქმე კარგად გამოსდის, თუმცა არ სურს, მთელი ცხოვრება ამ თამაშს დაუკავშიროს.

რაც შეეხება ჩემს 11 წლის ვაჟს, ის ბეისბოლით არის გატაცებული. მთლიანად არის ჩართული სპორტის ამ სახეობაში", - ამბობს აგასი ამერიკული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა