NFL-ის კლუბ "კანზას-სიტი ჩიფსის" მოთამაშის, ჯოვანი ბელჩერის დანაშაულის მოტივები უცნობია

განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა ამერიკული ფეხბურთის ლიგაში.

NFL-ის კლუბ "კანზას-სიტი ჩიფსის" მოთამაშემ ჯოვან ბელჩერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ თავის მეგობარ გოგონას ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ფეხბურთელმა ტყვია თავში მაშინ დაიხალა, როცა მის გვერდით იდგნენ გუნდის გენერალური მენეჯერი სკოტ პიოლი და მთავარი მწვრთნელი რომეო კრენელი.

თვითმკვლელობა კი იმ არენაზე მოხდა, სადაც თავის საშინაო მატჩებს ატარებს "კანზასი". არენაზე ფეხბურთელი მას შემდეგ მივიდა, რაც შინ სასიკვდილოდ დაჭრა 22 წლის მეგობარი გოგონა.

ტრაგედიის მოწმე გახდა ბელჩერის დედა - მან დაინახა, როგორ გაისროლა ჯოვანმა თავისი შეყვარებულის მიმართულებით, რომელიც მათი სამი თვის გოგონას დედაა.

კასანდრა პერკინსის საავადმყოფოში გადაყვანა მოასწრეს, მაგრამ იქ გოგონა ვერ გადაარჩინეს. ამასობაში პოლიციამ სტადიონზე მისვლა დააგვიანა - ბელჩერი უკვე მკვდარი იყო.

შედეგი არ გამოიღო არც ფეხბურთელთან მოლაპარაკებებმა - მან ჯერ მადლობა გადაუხადა მწვრთნელსა და მენეჯერს იმისთვის, რაც მათ მოთამაშისთვის გააკეთეს, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ამ ტრაგედიის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა "კაროლინასთან" მატჩის ჩატარება, მაგრამ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ თამაში მაინც შედგა.

რაც შეეხება ბელჩერის დანაშაულის მოტივებს, ამაზე პასუხი არ გააჩნია მის აგენტს ჯო ლინტას: "ჯოვანი ბედნიერი მამა იყო, ყველას უჩვენებდა თავისი შვილის ფოტოს. შეიძლება მიზეზი ვერასდროს გავიგოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა