2 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურის სამი მატჩი გაიმართა

2 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურის სამი მატჩი გაიმართა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიასთან" ანგარიშით 1:2 წააგო. ელგუჯა ლობჟანიძემ 34-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა, ხოლო ზურაბ მენთეშაშვილმა 5 წუთში შეძლო ანგარიშის გათანაბრება. საბოლოო ანგარიში კი გიორგი კორიფაძემ 67-ე წუთზე დააფიქსირა.

ზესტაფონელთაგან განსხვავებით საშინაო მატჩი მოიგო ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. ანგარიში მატჩში ომარ გოგონაიამ 6-ე წუთზე გახსნა. 34-ე წუთზე კი ელგუჯა გრიგალაშვილმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გამარჯვების გოლის ავტორი 64-ე წუთზე ნიკა საბანაძე გახდა - 2:1.

ტურის ცენტრალური მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" საჩხერის "ჩიხურა" ანგარიშით 5:2 დაამარცხა. პირველი გოლი შეხვედრაში 5-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა ჩიკვაიძემ გაიტანა. სულ რაღაც ორ წუთში ანგარიში ჩისკომ გაათანაბრა. 35-ე წუთზე კი ესპანელმა ლეგიონერმა დუბლის გაფორმება შეძლო.

შესვენებამდე სამი წუთით ადრე "ჩიხურამ" მაინც მოახერხა სხვაობის აღმოფხვრა. გოლი საკუთარ ანგარიშზე დავით კირკიტაძემ ჩაიწერა.

55-ე წუთზე "დინამოს" მხსნელად ისევ ესპანელი ფეხბურთელი ჩისკო მოევლინა, რომელმაც მესამე გოლის გატანა შეძლო და კვლავ დააწინაურა საკუთარი გუნდი. 72-ე წუთზე "დინამოს" მხრიდან თავი ისევ ლეგიონერმა გამოიჩინა. ამჯერად გოლი ალვარომ გაიტანა. 91--ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამამდე ჯაბა დვალმა გაზარდა. საბოლოოდ "დინამომ" ანგარიშით 5:2 მოიგო.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგა: "დილამ" "მეტალურგი" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა