ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

რეგულარული ჩემპიონატის მორიგი დღე "პიტსბურგ პინგვინზის" ზედიზედ მესამე საშინაო წაგებით აღინიშნა. "პინგვინების" დამარცხება მოძლიერებულმა "ტორონტომ" შეძლო, რომელმაც სეზონი სამი მოგებით დაიწყო, რაც 1999-2000 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა. "მეიპლ ლივზის" შეტევების ლიდერია ახალბედა ფორვარდი კლარკ მაკარტური, რომელმაც უკვე ოთხი შაიბა გაიტანა. ამჯერად მის ანგარიშზე დუბლი იყო. "პიტსბურგმა" პირველი პერიოდი 2:1 მოიგო, მაგრამ შემდეგში 1:3 დამარცხდა და მართალია, ბოლო 20-წუთეულში 9 ზუსტი დარტყმა შეასრულა (მეტოქემ მხოლოდ - ორი), მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო. "ტორონტო" ლიგის საერთო ცხრილს სათავეში უდგას.

ძალიან რთული მატჩი ითამაშეს მარტინ ბროდომ და რაიან მილერმა. "ნიუ ჯერსისა" და "ბაფალოს" მეკარეებმა 60 წუთი შაიბა არ გაუშვეს. ოვერტაიმში ილია კოვალჩუკმა არა მხოლოდ პირველი შაიბა გაიტანა სეზონში, არამედ პირველი გამარჯვება მოუტანა "ეშმაკებს". "სეიბრზმა" შუა ზონაში დაუშვა შეცდომა, სტუმრებმა მილერის კართან მიიტანეს შაიბა, სადაც ახალგაზრდა მცველმა ტაორმინამ შესანიშნავი პასით გაატანინა რუს ფორვარდს. ლინდი რაფის გუნდმა შინ სამიდან სამი მატჩი წააგო - "ბაფალოს" ასეთი შედეგი 1993 წლის შემდეგ არ ჰქონია.

შარშანდელ სეზონში "ვაშინგტონი" საუკეთესო იყო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების მხრივ და სწორედ ამ კომპონენტმა მოუტანა გამარჯვება დედაქალაქელებს "აილენდერსთან" მატჩში. მასპინძლებმა 56-ე წუთზე გაიფორმეს გამარჯვება, როცა ნიკლას ბექსტრიომმა ყვანჯი დაუხვედრა ალექსანდრ ოვეჩნიკის პასს - 2:1. "კუნძულელებისთვის" სასიხარულო მხოლოდ ის იყო, რომ პირველი შაიბა გაიტანა დებიუტანტმა ნინო ნიდერაიტერმა, რომელიც 2010 წლის დრაფტზე აიყვანეს.

"ტამპა ბეის" ახალი მწვრთნელი გი ბუშე შარშან "მონრეალის" სტრუქტურაში მუშაობდა - კერძოდ, "კანადიენსის" ფარმ-კლუბს ავარჯიშებდა. სწორედ მონრეალს სტუმრობდა ბუშე გუშინდელ ტურში. "ტამპამ" თავის მწვრთნელს სეზონში მეორე გამარჯვება აჩუქა. მესამე პერიოდის დასრულებამდე წუთითა და 20 წამით ადრე "ლაითნინგი" 2:3-ს აგებდა, თუმცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს, თანაც მწვრთნელმა მეკარე წინა ხაზის მოთამაშით შეცვალა და "ტამპამ" შეძლო ორკაციანი უპირატესობის გამოყენება. ლეკავალიესგან ყველა დარტყმას ელოდა, მან კი ულამაზესი პასი მისცა შორეულ ძელთან ჩასაფრებულ სტივენ სტემკოსს - 3:3. ოვერტაიმში კი "მონრეალის" ყოფილმა მოთამაშემ დომინიკ მურმა მოიგო ჩაგდება, იბრძოლა მეტოქის კართან ახლოს და რაიან მელოუნს გამარჯვების შაიბის გატანაში დაეხმარა. "ტამპა ბეი" ზედიზედ მეორე მატჩს იგებს, რითაც ამართლებს გულშემატკივართა იმედებს.

არ გაუმართლა სტენლის თასის მფლობელ "ჩიკაგოს", რომელმაც საკუთარ მოედანზე წააგო "ნეშვილთან". მესამე პერიოდის დასრულებამდე 28 წამი რჩებოდა, როცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და გამარჯვების შაიბა ჯოელ უორდს გაატანინეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის კარში სათადარიგო მეკარეები - კორი კროუფორდი და ანდერს ლინდბეკი იდგნენ.

როგორც იქნა, გაიღვიძა "ანაჰაიმმა". ამ გუნდმა პირველი სამი მატჩი წააგო, თანაც შაიბების კატასტროფული მაჩვენებლი ჰქონდა - 2-13. ახლა კი "იხვებმა" ძლიერ "ვანკუვერთან" მოიპოვეს სეზონში პირველი ქულები - 4:3. შეტევის პირველმა სამეულმა თავი ანება მუდმივ ჩხუბებსა და გაძევებებს და "ხუთიანზე" გააკეთა თავისი საქმე - რაიან გეტცლაფს გოლი და სამი საგოლე პასი ჰქონდა, კორი პერის - გოლი და პასი და ბობ რაიანის - ერთი გოლი.

ბაფალო-ნიუ ჯერსი 0:1 (ო)

0:0, 0:0, 0:0, 0:1

გოლი: 0:1 კოვალჩუკი-1 (ტაორმინა-1, ლანგენბრუნერი-3).

ვაშინგტონი-აილენდერსი 2:1

0:1, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 ნიდერაიტერი-1 (უეიტი-3, გრაბნერი-1), 1:1 ოვეჩკინი-4 (ბექსტრიომი-1), 2:1 ბექსტრიომი-1 (ოვეჩკინი-3, კარლსონი-4).

მონრეალი-ტამპა ბეი 3:4 (ო)

2:0, 0:1, 1:2, 0:1

გოლები: 1:0 ლაპიერი-1, 2:0 პლეკანეცი-1 (კამალერი-1, შპაჩეკი-1), 2:1 ბ. კლარკი-1 (პურსელი-2, რ. მელოუნი-2), 2:2 სენტ ლუისი-1 (სტემკოსი-2, რ. ჯონსი-2), 3:2 ა. კოსტიცინი-1 (პლეკანეცი-2, გორჯესი-2), 3:3 სტემკოსი-3 (ლეკავალიე-1, რ. მელოუნი-3), 3:4 რ. მელოუნი-1 (მური-1).

პიტსბურგი-ტორონტო 3:4

2:1, 1:3, 0:0

გოლები: 0:1 ორი-1 (შენი-1, მ. ბრაუნი-1), 1:1 კუნიტცი-1 (მალკინი-1, გოლიგოსკი-2), 2:1 ტელბოტი-1 (კუკი-2, ტაილერ კენედი-1), 2:2 მაკარტური-3 (ტ. კაბერლე-2, ფანოფი-2), 2:3 ბოშემენი-1 (შენი-2, ზიგომანისი-1), 2:4 მაკარტური-4 (გრაბოვსკი-3, კულემინი-2), 3:4 კროსბი-1 (ლავჯოი-1, კუკი-3).

ჩიკაგო-ნეშვილი 2:3

2:1, 0:0, 0:2

გოლები: 1:0 პ. კეინი-2 (ტეუვზი-2, შარპი-2), 1:1 სალივანი-2 (კ. ო'რაილი-1, რ. სატერი-2), 2:1 ტეუვზი-1 (კოპეცკი-4, მარიან ჰოსა-3), 2:2 უილსონი-1 (კლეინი-1, გოკი-1), 2:3 ჯ. უორდი-1 (დუმონი-2, ლეგუანდი-1).

ანაჰაიმი-ვანკუვერი 4:3

1:2, 1:0, 2:1

გოლები: 1:0 გეტცლაფი-1 (რაიანი-1, ფაულერი-2), 1:1 დ. სედინი-3 (ჰ. სედინი-4, ედლერი-1), 1:2 ტორესი-1 (ჰამჰუისი-1, მალორტა-1), 2:2 სელიანე-1 (გეტცლაფი-1, ვიშნოვსკი-1), 2:3 ერჰოფი-2 (ედლერი-2, დ. სედინი-2), 3:3 პერი-1 (გეტცლაფი-2, მიკელსონი-1), 4:3 რაიანი-1 (გეტცლაფი-3).

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"