საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურების წარდგენის ვადა 14 დეკემბერს, 18 საათზე იწურება
ჭიდაობის ფედერაციაში გაურკვევლობა თანდათან დასასრულს უახლოვდება - პრეზიდენტი კახა გეწაძეც გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღიც გაირკვა - 15 დეკემბერი.

მოგეხსენებათ, ფედერაციის პრეზიდენტი და ზესტაფონის გამგებელი კახა გეწაძე წინა კვირას დააკავეს დაახლოებით ერთი წლის წინათ მომხდარი სკანდალური ჩხუბის გამო, როცა ის პარლამენტარი იყო; მას სხვადასხვა მუხლით უფლებათა გადამეტებასაც ედავებოდნენ. შაბათს კი 20 000-ლარიანი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს.

ამას წინ ფედერაციაში შაბათს გამართული აღმასკომის სხდომა უძღოდა, რომელმაც საარჩევნო ორიენტირად 15 დეკემბერი დაისახა.

ფედერაციას გეგმიური საარჩევნო ყრილობა გაისად ზაფხულში უწევდა, თუმცა ახალმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის მსგავსად ვითარება აქაც შეცვალა და მოვლენათა ფორსირება გამოიწვია - გეწაძე ახალ პარლამენტში ვერ მოხვდა და ფედერაციიდან წასვლაც განიზრახა.

"ლელოც" წერდა, რომ მოჭიდავეები ვადამდელ არჩევნებს ატარებდნენ და არც გეწაძე აპირებდა კანდიდატურის წამოყენებას, ოღონდ ყრილობის თარიღის გასარკვევად აღმასკომის სხდომა იყო საჭირო. ეს საკითხი რატომღაც გაჭიანურდა. ამასობაში კი გეწაძე დააკავეს და პროცესებიც დაჩქარდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურების წარდგენის ვადა 14 დეკემბერს, 18 საათზე იწურება, განაცხადების მიღება კი 3 დეკემბრიდან დაიწყო.

ცხადია, აქამდე ფედერაციაში განაცხადი არავის შეუტანია, თუმცა შაბათსვე ერთი კანდიდატი ღიად გაცხადდა - მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ოლიმპიადის ორგზის მედალოსანმა ლუკა კურტანიძემ მედიასთან საუბარში კულუარებიდან სააშკარაოზე გამოიტანა საკუთარი სურვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

როგორც ფედერაციაში გვითხრეს, უფრო ადრე პირად საუბრებში მსგავსი სურვილი "თავისუფალთა" ნაკრების მწვრთნელ ლექსო მოდებაძეს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძის უფროს ვაჟს, თავადაც ყოფილ მოჭიდავე გეგა გეგეშიძეს და მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონს, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან რამაზ ნოზაძესაც გამოუთქვამთ, თუმცა მათ მედიასთან ამაზე არ ულაპარაკიათ.

კურტანიძის მომავალ გაპრეზიდენტებაზე საჭიდაო სამყაროში კარგა ხანია, ლაპარაკობენ. ამ ხმების გამართლების შემთხვევაში, დიდი შანსია, სამწვრთნელო შტაბშიც რადიკალური ცვლილებები მოხდეს.

ყოველ შემთხვევაში, მოსალოდნელ გადაადგილებებზე კულუარულად თავად ნაკრების მწვრთნელებიც საუბრობენ და როგორც ერთმა მათგანმა იხუმრა, რევოლუციას ელოდებიან.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კურტანიძეს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა "თავისუფალთა" ნაკრების ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან, პირადად მთავარ მწვრთნელ ზაზა თურმანიძესთან, პირად მწვრთნელ გია გალდავასთან, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

პოლიტიკაში წასვლის შემდეგ მათთან დამოკიდებულება კიდევ უფრო გაურთულდა. დღეს ის საჭიდაო ოჯახს "ქართული ოცნების" აქტიურ წევრად უბრუნდება, მაგრამ იმედია, არჩევის შემთხვევაში გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ნიშნით არ მიიღებს.

გვესმის, რომ პოლიტიკის გამო მას ბევრი დაუმსახურებელი ტკივილი მიაყენეს, მაგრამ შურისძიება არ იქნება კარგი მეგზური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამართალდამცველებმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დააკავეს

jana
რას ამბობტ განა კურტანიდზე საუკეტესო არაა?იგი საკმიტ დაგიმტკიცებტ...
mzia
კურტანიძე უბადლო სპორტსმენი და მამულიშვილია, ჩემი აზრით ამ თანამდებობაზე უალტერნატივოა...

აი რისთვის შეძვრა პინგვინებთან.
kaxa
კურტანიდზეზე უეკტესი ვინ უნდა მოვიდეს ერტი მიტხარი ან ვის აქვს მაგისნაირი სჰედეგები? შესაცვლელი რო არის მტავარ მწვრთნელთა კკორპუსი ეგ უდავოა და შეცვლის კიდეც სხვის გაზრდილ ბიჭებს რო ეპატრონებიან არადა ნაკრების მთავარ მწვრთნესლ პირადი მოსწავლე არ უნდა ყავდეს
lala
ლუკა კაი იქნება
mixo
და სად არიან სხვა სპორცმენები??? მაგალითად გიორგი გოგშელიძე?? !!!! ვიზე ნაკლებია? თუ მეტია არა კიდევ. რა ნოზაძე რა კურტანიძე. რომელი რისი გამკეთებელია.
mixo58
ლუკა იქნება საუკეთესო პრეზიდენტი!
gaigvidze
აი სად დაერხა ქართულ ჭიდაობას!!! რა კურტანიძე ხალხო გაგიჟდით?! ნახევარ ფედერაციასტან და ნაკრების წევრებთან პირადი უთანხმოება აქვს!!! ნაკრებში მოსახვედრად ყველა წონაში იჭიდავა ამ უთავმოყვარეომ და ბოლოს სანამ მძიმე წონაში მოძმანაშვილმა არ ათრია არ შეეშვა!!! თანაც არ მგონია ეს იყოს ფედერაციების დეპოლიტიზაციის გეგმა!!! ბექაური, ქევხიშვილი და კურტანიძე. ოგონდ ეს უკანასკნელი ყველაზე უარესია!!! ფედერაციაში არეულობა მერე ნახეთ!!!
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა