ქართველი ლეგიონერის მიმართ კიევის "დინამოს" ინტერესზე კვლავ ალაპარაკდნენ, თითქოს ის კლუბის ზამთრის სატრანსფერო მონახაზში მოიაზრება
უკრაინაში პოპულარულმა საფეხბურთო გადაცემა "პროფუტბოლმა" აპრილში გაავრცელა ცნობა, რომ კიევის "დინამო" "არსენალის" ერთ-ერთი მოთამაშით დაინტერესდა.

ამტკიცებდნენ, რომ კიევის "დინამოს" პრეზიდენტი იგორ სურკისი და სპორტული დირექტორი ალექსეი მიხაილიჩენკო კიევის "არსენალისა" და ლუცკის "ვოლინის" მეოთხედფინალურ სათასო მატჩს (რომელიც "ვოლინის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა) "მეთოფეთა" ერთ-ერთ მოთამაშეზე დასაკვირვებლად დაესწრნენ, მაგრამ ზუსტად მაინც ვერ დაადგინეს, სანდრო კობახიძით დაინტერესდნენ, თუ 23 წლის ნიგერიელი მცველით მაიკლ ოდიბეთი.

ეს ის პერიოდია, როდესაც უკრაინაში სხვადასხვა მიზეზით ჩაგდებული 4 სეზონის შემდეგ კიევის "არსენალის" დამრიგებელმა ლეონიდ კუჩუკმა კობახიძე რომ "გახსნა" და სპეციალისტების ყურადღება მიიქცია.

ქართველი ლეგიონერის მიმართ კიევის "დინამოს" ინტერესზე ახლახან კვლავ ალაპარაკდნენ, თითქოს კობახიძე კლუბის ზამთრის სატრანსფერო მონახაზში მოიაზრება.

კობახიძე კიევის "არსენალის" ერთ-ერთი ლიდერია, კიევის "დინამოს" კი შემადგენლობის რადიკალურად განახლება სურს. ის ფაქტიც, რომ სანდრო კიეველთა კონკურენტ დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ეკუთვნის, პრობლემა ვერ გახდება: რეალურად ამ ორ კლუბს, ისევე, როგორც კიევის "არსენალსა" და კრივოი როგის "კრივბასს", ცნობილი ბიზნესმენი იგორ კოლომოიცკი ფლობს.

უკრაინაში ეს ცნობილი ამბავია, ისევე, როგორც რინატ ახმეტოვის მონოპოლისტობა - დონეცკის "შახტარის" მეპატრონე დამატებით მარიუპოლის "ილიჩევეცს", დონეცკის "მეტალურგსა" და ლუგანსკის "ზარიას" პატრონობს.

უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ივან გეცკო, რომელიც ამჟამად მწვრთნელი გახლავთ, ამბობს, რომ კობახიძის გადაყვანა კიეველებს მართლაც წაადგებათ.

"კიევის "დინამოს" გაძლიერება აუცილებლად სჭირდება. საუკეთესო უკრაინელი ფეხბურთელები რომ შეარჩიონ, მეეჭვება, 11 ისეთი კლასის მოთამაშე შეკრიბონ, რომელთაც დიდი ამოცანების გადაწყვეტა შეუძლიათ.

რაც შეეხება კობახიძეს, ის მართლაც ნიჭიერი მოთამაშეა და კარგი თვისებები გააჩნია. მას, რომან ბეზუსსა და ევგენი სელინს (ორივე - "ვორსკლა") გუნდის გაძლიერება სავსებით შეუძლიათ", - თქვა გეცკომ "პროფუტბოლ.უა"-სთან ინტერვიუში.

რა და როგორ მოხდება, მალე შევიტყობთ. კარგი ისაა, რომ "დნიპროში" უნდობლობისა და კრივოი როგის "კრივბასში" გაწვალებული კარიერის შემდეგ სანდროს ნებისყოფა და ხასიათის სიმტკიცე აღმოაჩნდა და მაინც მოიპოვა უკრაინაში აღიარება.

შეგახსენებთ, რომ არის ლაპარაკი მარიუპოლის "ილიჩევეცში" იჯარით გაშვებული თორნიკე ოქრიაშვილის დონეცკის "შახტარში" დაბრუნებაზე.

წამყვან უკრაინულ კლუბებში ქართველების დაბრუნება უდავოდ დადებითი ამბავი იქნება და იმედია, ასეც მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშია ჩემპიონობისთვის იბრძვის, ლევან ყენია კვლავ სასარგებლოა

სანდრო კობახიძე: უკრაინაში ჩვენგან ამას არავინ ელოდა

სანდრო კობახიძის სუპერგოლი და ლეგიონის არნახული პროგრესი [VIDEO]

გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ