ისრაელში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს გიორგი შერმადინის "მაკაბიმ" და ჯეიკობ პულენის "ჰაპოელმა"
ისრაელში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს გიორგი შერმადინის "მაკაბიმ" და ჯეიკობ პულენის "ჰაპოელმა".

თელავიველებმა თანაქალაქელ "ჰაპოელს" უმასპინძლეს და ანგარიშით 91:72 დაამარცხეს, ხოლო პულენის გუნდმა სტუმრად გაიმარჯვა. იერუსალიმის "ჰაპოელი" რიშონში "მაკაბის" დაუპირისპირდა და ანგარიშით 86:81 დაამარცხა.

ტრავმის შემდეგ ქართველ ცენტრს მცირე სათამაშო დროს უთმობენ. ამჯერად შერმადინმა მხოლოდ 4 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა "ჰაპოელის" კალათს ორჯერ შეუტია და ორჯერვე ზუსტად.

მაკაბელებს ლიორ ელიაჰუმ 20-ით და რიკი ჰიკმანმა 15 ქულით ულიდერეს. ამ გამარჯვებით თელავიველებმა ლიდერობა განიმტკიცეს. შერმადინის გუნდს 8 მოგება და მარცხი აქვს.

4 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს მე-7 საფეხურზე მყოფ ჯეიკობ პულენის "ჰაპოელს", რომელმაც ამ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

პულენმა რიშონში მოედანზე 29 წუთი დაჰყო და იერუსალიმელებს 17 ქულა, 9 პასი, 1 ჩაჭრა და 1 მოხსნა შესძინა. მას ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. პულენის სარგებლიანობის კოეფიციენტი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო.

პულენის გუნდი მორიგი ტურის მატჩს 9 დეკემბერს, შინ ჰაიფას "მაკაბისთან" გამართავს.

gbf.ge

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...