"ბაიერნის" ნახევარმცველი მიუნხენიდან თბილისში გუშინ ჩამოვიდა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა. მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი დადებითად, წესით, დღეს უნდა გადაწყდეს
ლუკას ჰუფნაგელი მიუნხენიდან თბილისში გუშინ ჩამოვიდა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა. მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი დადებითად, წესით, დღეს უნდა გადაწყდეს და თუ გაუთვალისწინებელი აღარაფერი მოხდა, "ბაიერნის" ნახევარმცველი ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, რომლის ერთ-ერთ ჯგუფსაც 18-23 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, მას სანაკრებო დებიუტი აგვისტოში, პალანგის საერთაშორისო ტურნირზე ჰქონდა, სადაც საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი დაიმსახურა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი მისი საფეხბურთო მონაცემებითაც მოიხიბლა და პიროვნული თვისებებითაც.

ახლა კი, ლუკას ჰუფნაგელთან დაპირებულ ინტერვიუს გთავაზობთ.

- რა ასაკში დაიწყე ფეხბურთის თამაში და რამდენი წელია, რაც "ბაიერნის" წევრი ხარ?

- ფეხბურთს 5 წლის ასაკიდან ვთამაშობ, "ბაიერნის" საფეხბურთო აკადემიაში კი 8 წლის ვიყავი, როცა მიმიღეს. მას შემდეგ მუდმივად ამ კლუბის წევრი ვარ და ვცდილობ, წლიდან წლამდე პროგრესს მივაღწიო.

- ორიოდე სიტყვა შენს ოჯახზეც გვითხარი.

- როგორც იცით, მყავს ქართველი დედა. მამაჩემი კრისტიანი კი პოპულარული გერმანული გაზეთის "ზუდდოიჩე ცაიტუნგის" ერთ-ერთი რედაქტორია და ამავდროულად ბავშვთა საფეხვბურთო მწვრთნელია. მყავს ასევე უფროსი ძმა, 18 წლის სანდრო, რომელიც ასევე ფეხბურთელია და ერთ-ერთ მიუნხენურ კლუბში თამაშობს. საქართველოსთან კი მხოლოდ ფეხბურთი არ გვაკავშირებს. აქ ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი.

- როდის და როგორ გადაწყდა თქვენი საქართველოს ნაკრებში თამაშის საკითხი?

- ორი წლის წინ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა სტატია საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე. სტატიაში მეც მიყავი მოხსენიებული. ამით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესდა და ჩემს მშობლებს დაუკავშირდა. ბევრი აღარ გვიფიქრია და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა.

- ეს გადაწყვეტილება ყველას გვახარებს, მაგრამ წარმოუდგენელია, "ბაიერნის" ფეხბურთელს გერმანიის ნაკრებში თამაშზე არ ეფიქრა.

- ასეც იყო, მაგრამ არჩევანი მაინც საქართველოს სასარგებლოდ გავაკეთე. მე ხომ ნახევრად ქართველი ვარ, - რატომ უნდა მეთქვა ასეთ საპატიო შემოთავაზებაზე უარი?!

- გერმანიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების კანდიდატი არ ყოფილხარ?

- საქმე ისაა, რომ მძიმე ტრავმის გამო ცხრა თვე გამიცდა და მოედანს არც თუ დიდი ხნის წინ დავუბრუნდი. ასე რომ, ნაკრებების მწვრთნელთა ყურადღების ცენტრში ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვხვდებოდი.

- რა იცი ქართულ ფეხბურთზე?

- სიმართლე გითხრათ, ბოლო დრომდე ბევრი არაფერი ვიცოდი. თუმცა, როგორც კი გაირკვა, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ვითამაშებდი, მაშინვე მოვიპოვე ინფორმაცია ქართული ფეხბურთის წარსულსა და დღევანდელობაზე. ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების უკლებლივ ყველა მატჩი მაქვს ნანახი.

- როგორ მიგიღეს ქართველმა თანაგუნდელებმა?

- ძალიან კარგად მიმიღეს ფეხბურთელებმაც, მწვრთნელებმაც და ნაკრების მთელმა პერსონალმაც. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემთვის უცხო გარემოსთან გაშინაურება არ გამჭირვებოდა. შესანიშნავი ბიჭები არიან და ყველას უცებ დავუმეგობრდი. თითოეულ მათგანს იდეალურად ვუგებ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ბევრი მქონდა გაგონილი გერმანულ და ქართულ მენტალიტეტებს შორის სხვაობაზე. სხვაობა მართლად თვალშისაცემია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი ჯერ არაფერი მინახავს. პირიქით, აღფრთოვანებული ვარ ქართველების გულთბილობით და ამ საოცარ თვისებას მათი ვერც ერთი ნაკლი ვერ გადაფარავს. ასეთები არიან საქართველოს ნაკრების წევრებიც. არადა, დარწმუნებული ვარ, გერმანიის ნაკრებში ძალიან ცივად მიმიღებდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ კონკურენტის გამოჩენა იქ არავის ახარებს.

- საკუთარ სათამაშო სტილზე რას გვეტყოდი?

- როგორც იცით, ვარ ცენტრალური ნახევარმცველი, ვასრულებ როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფუნქციებს. ვფიქრობ, ეს ორივე ნორმალურად გამომდის, დანარჩენი კი ორშაბათიდან ქართველმა გულშემატკივრებმა უნდა შეაფასონ. შეტევების წამოწყება მაინც ყველაზე მეტად მსიამოვნებს, თუმცა ყოველთვის იმ საქმეს გავაკეთებ, რომელიც გუნდს კონკრეტულ შემთხვევაში დასჭირდება.

- როგორ შეხვდნენ "ბაიერნში" შენს გადაწყვეტილებას?

- წინააღმდეგობა არავის გაუწევია, პირიქით, ჩემი ნაბიჯი მოიწონეს და წარმატებები მისურვეს.

- ვინ არის შენი მწვრთნელი "ბაიერნში"?

- ფრანც ბეკენბაუერის ვაჟი შტეფან ბეკენბაუერი.

- "ბაიერნს" მხოლოდ კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბების საშუალებად განიხილავ თუ გინდა, შენი პროფესიული კარიერაც მას დაუკავშირო?

- ბავშვობიდანვე "ბაიერნის" გულშემატკივარი ვარ და ბედნიერი ვიქნები, დიდ ფეხბურთს სწორედ მის შემადგენლობაში ვითამაშებ.

- რომელი ფეხბურთელების სათამაშო მანერა მოგწონს?

- ჩემი იდეალი ყოველთვის ზიდანი იყო. ასევე მომწონდა ბარსელონასდროინდელი რონალდინიო. ახლა კი ყველაზე მეტად კრისტიანო რონალდოს ვაფასებ, მაგრამ ეს მხოლოდ მის ფეხბურთს ეხება, თორემ ცხოვრებაში ასეთი ტიპები გულზე არასოდეს მეხატებოდნენ. გერმანელებიდან ჩემს პოზიციაზე შვაინშტაიგერი მიმაჩნია ყველაზე ძლიერად.

- და რომელ ფეხბურთელს გინდა რომ ჰგავდე?

- სხვას არავის, მხოლოდ ლუკას ჰუფნაგელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...