3 დეკემბერს ვალვერდემ "ღამურებთან" 6-თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

გუშინდელი ვარაუდი მართალი გამოდგა - "ვალენსიამ" ოფიციალურად დაამტკიცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 48 წლის მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე.

3 დეკემბერს მან "ღამურებთან" 6-თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ "ღამურებმა" მწვრთნელი მე-14 ტურის მერე დაკარგეს, როცა არგენტინელი მაურისიო პელეგრინოს გუნდმა "მესტალიაზე" უღვთოდ წააგო "რეალ სოსიედადთან" - 2:5.

14 მატჩის შემდეგ გუნდს, რომელიც ბოლო დროს პრიმერადივიზიონში მესამე ადგილი დაბევებული ჰქონდა, მხოლოდ 18 ქულა აქვს.

ვალვერდე ესტრემადურელია. ფეხბურთელობისას ის ფორვარდი იყო და ყველაზე მეტად ბილბაოს "ატლეტიკში" თამაშით დაგვამახსოვრა თავი. თუმცა მანამდე "ალავესში", "სესტაოში", "ესპანიოლსა" და "ბარსელონაში" (8 გოლი 1988-1990 წლებში) უთამაშია.

"ბილბაოს" მაისურით მან 170 მატჩში 44 გოლი გაიტანა. შემდეგ იყო "მალიორკა" და ვალვერდემ კარიერა დაასრულა (1 მატჩი ესპანეთის ნაკრებში).

მწვრთნელობა ვალვერდემ 2001 წელს "ბილბაოში" ასისტენტად, მერე კი სარეზერვო გუნდის მწვრთნელად დაიწყო.

2003-ში ვალვერდე უკვე მთავარი გუნდის თავკაცია და "ბილბაო" უეფას თასზე გაჰყავს. 2006-ში ვალვერდე "ესპანიოლში" გადავიდა. შემდეგ იყო "ოლიმპიაკოსი" (2008-09 წლები), "ვილიარეალი" (2009-10) და ისევ "ოლიმპიაკოსი" (2010-12).

როგორც ფეხბურთელს, ვალვერდეს თასების მფლობელთა თასი და კოპა დელ რეი აქვს მოგებული, როგორც მწვრთნელს - ბერძნული ლიგა სამჯერ და ბერძნული თასი 2-ჯერ. "ესპანიოლი" კი მან უეფას თასის ფინალში გაიყვანა (2007 წელს).

არა ხალხის რჩეული

არადა, იმ კანდიდატებიდან, ვისი სახელიც დასახელდა, გულშემატკივრებს სულ სხვა სურდათ "ვალენსიას" თავკაცად.

"მარკას" გამოკითხვის მიხედვით, 54%-ს (დაახლოებით, 12 ათას ადამიანს) სურდა, მწვრთნელად ლუის არაგონესი ეხილა, ხოლო 17% გერმანელი ბერნდ შუსტერის კანდიდატურას ემხრობოდა. ვალვერდეს მწვრთნელობას გამოკითხულთა მხოლოდ 12% ითხოვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად