"სპარტაკის" მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინს ლატვია-საქართველოს მატჩის ეპიზოდები უნახავს, ჯანო ანანიძის თამაში მოსწონებია და აპირებს, უახლოეს ორ მატჩში ათამაშოს

19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა ჭაბუკებმა პორტუგალიაში ორი მატჩი ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ გუცაევის გუნდმა საბერძნეთი 1:0 დაამარცხა, მასპინძელ პორტუგალიასთან კი 0:3 წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. 19-წლამდელთა თავკაცმა ჯერ კიდევ პირენეებზე გამგზავრებამდე თქვა, რომ დასკვნითი ტური გადამწყვეტი იქნებოდა და სწორედ აზერბაიჯანთან მატჩისთვის ვარაუდობდა გუნდისთვის ჯანო ანანიძისა და გიორგი ჭანტურიას დამატებას. გუცაევმა ისიც თქვა, რომ ტელეფონით პირადად ესაუბრა "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინს, რომელმაც ანანიძის დათმობაზე თანხმობა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და ანანიძეს შეუთვალა - 13 ოქტომბერს მოსკოვში გელოდებითო.

იყო შანსი, ქართულ მხარეს მოსკოვური კლუბის მესვეურებისთვის კარპინთან შეთანხმება შეეხსენებინა და "სპარტაკს" ჯანო 19-წლამდელებისთვის დაეთმო... თუმცა გუშინ ჩვენს დელეგაციას პორტუგალიაში რომ დავუკავშირდით, აღმოჩნდა, რომ ანანიძე პირენეებზე არ ჩასულა - ლატვიასთან მატჩის შემდეგ ჯანომ რიგიდან მოსკოვს მიაშურა. როგორც გვითხრეს, ანანიძის გამოჩენას სპარტაკელები ოვაციებით შეხვედრიან - დაბადების დღე მიულოცავთ (10 ოქტომბერს ჯანო 18 წლისა გახდა).

ჩვენი ინფორმაციით, კარპინს ლატვია-საქართველოს მატჩის ეპიზოდები უნახავს და ჯანოს თამაში მოსწონებია და აპირებს, უახლოეს ორ მატჩში ათამაშოს. დღეს მოსკოველები რუსული პრემიერლიგის მორიგ ტურში ვლადიკავკაზის "ალანიას" უმასპინძლებენ, სამშაბათს კი (19 ოქტომბერი) ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "ჩელსის" მიიღებენ.

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა