საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც 8-9 დეკემბერს ძიუდოს აკადემიაში უნდა გამართულიყო, ერთი კვირით გადაიდო
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც 8-9 დეკემბერს ძიუდოს აკადემიაში უნდა გამართულიყო, ერთი კვირით გადაიდო და 15-16 დეკემბერს მოეწყობა იმავე არენაზე.

ამის შესახებ 3 დეკემბერს გახდა ცნობილი. საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში კი მიზეზად გვითხრეს, აჯობებს, ტურნირი ახალმა ხელმძღვანელობამ ჩაატაროსო.

პირველობის გადატანა არანაირად არ იმოქმედებს ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე, რომელიც დადგენილ ვადაში - 10 დეკემბერს გაიმართება.

იმედია, ისიც მშვიდად, ქართული ძიუდოსთვის შესაფერის ღირსეულ ატმოსფეროში ჩაივლის და ქვეყნის ჩემპიონატსაც ეღირსება ჩატარება, თორემ ძიუდოში მოვლენები იმდენად წინააღმდეგობრივად ვითარდება, არაფერია გამორიცხული.

დიდხანს ვიფიქრეთ, გამოგვეტანა თუ არა სააშკარაოზე ჩვენს ხელთ არსებული კულუარული ინფორმაცია, რადგან არ გვინდა, ვინმემ ვითარების დაძაბვა დაგვაბრალოს, თუმცა მაინც დაწერა ვამჯობინეთ - თუ მართლაც არაფერი ხდება, ჩვენი ინფორმაცია ჭორია და ჩემპიონატის გადადებაც ამ დაპირისპირების გამოძახილი არაა, მაშინ დაწერით არაფერი დაშავდება და პროცესები თავისი გზით განვითარდება; ხოლო თუ ეს ხმები მართალია, მაშინ დაწერა-არდაწერა სულ ერთია - დაუწერლობით არც შუბი დაიმალება ხალათში და არც ჭირი დამალავს თავს.

კულუარული ხმები კი ამბობენ, რომ ძიუდოს ოჯახი დავით ქევხიშვილის კანდიდატურაზე საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა და არაა გამორიცხული, 7 დეკემბრამდე სხვამაც შეიტანოს განაცხადიო.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურების წარდგენის ვადა 7 დეკემბერს, 18 საათზე იწურება, ქევხიშვილი კი ორად თუ მეტად გაყოფილი ძიუდოს სამყაროს გაერთიანებული კანდიდატი იყო.

ღმერთმა ქნას, ჩვენს მიერ აღნიშნული შიში უსაფუძვლო გამოდგეს, თუმცა ამ შეჯიბრების გადადება კიდევ ერთხელ გვაფიქრებს.

ძალზე ცუდია, რომ ძიუდო ისევ რჩება მხარეთა პინგ-პონგის საგნად. არადა, ის ხმები თუ გამართლდა, შეიძლება ზეწოლად აღიქვან. ამასაც თავი დავანებოთ და ნაკრების მოსამზადებელი ციკლი ფერხდება, გუნდს ექმნება პრობლემები, რაც დაუშვებელია.

მაგრამ ვიმეორებთ, ეს ხმები მხოლოდ კულუარულია და ღიად არავინ საუბრობს. ამიტომ მართებულობაზე თავს ვერ დავდებთ.

ჩემპიონატი რომ არ გადადებულიყო, ხმასაც არ ამოვიღებდით. ახლა კი ისეთი რეალობაა, როცა დუმილი დანაშაულის ტოლფასია. მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ არჩევნებიც მშვიდად ჩაივლის, პირველობაც და ქართულ ძიუდოსაც ეღირსება დაწყნარება, თორემ საზოგადოება მართლა დაიღალა.

ამასობაში კი ქევხიშვილმა ოფიციალურად შეიტანა განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.

კანოს იაპონური წკიპურტები

დიდწილად ზემოხსენებული არეულობების გამო ქართველი ძიუდოისტები ამ უქმეებზე ტოკიოში სეზონის ბოლო "დიდ მუზარადზე" - ძიგორო კანოს მემორიალზე ვერ გამოვიდნენ, რომელიც, არსებითად, უფრო მომავალი სეზონისთვის განკუთვნილი შეჯიბრებაა, ვიდრე - წლევანდელისა.

ამის მიუხედავად, ვფიქრობ, მაყურებლისთვის მაინც საინტერესო იქნება ზოგადი შეფასება, თუნდაც იმ კუთხით, ვის უნდა ველოდოთ ჩვენებურთა სავარაუდო მეტოქეებად მომავალ სეზონში.

როგორც წინა წლებში, კანოს მემორიალმა ამჯერადაც აზიელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა - ვაჟებში 4 მედალი იაპონელებმა მოიპოვეს, 3 - სამხრეთკორეელებმა. როგორც ვხედავთ, ოლიმპიადის შემდეგ (სადაც ისტორიაში პირველად დარჩნენ ოქროს მედლის გარეშე) იაპონელებმა აქაც გააუარესეს შედეგები და შარშანდელ მონაგარს ერთი ოქროთი ჩამორჩნენ.

ამჯერად ორ წონაში - 60 და 73-ში იაპონური ფინალი გაიმართა, ერთში - 90-ში კი იაპონურ-კორეული ფინალი შედგა და იქაც სტუმარმა იმარჯვა - მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა კიუ ვონ ლეემ ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი მასასი ნიშიამა დააიპონა.

იაპონელთაგან ჩემპიონები ნაოჰისა ტაკატო (60), მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჯუნპეი მორიშიტა (66), შოჰეი ონო (73) და დაისუკე კობაიაში (100) გახდნენ, კორეელთაგან - ზემოხსენებული ლეე, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯაე-ბუმ კიმი (81) და სუნ-მინ კიმი (+100).

სხვა ქვეყნების წარმომადგენელთაგან ფინალში გასვლა მხოლოდ ოთხმა შეძლო - ფრანგმა დავიდ ლაროსემ (66), რუსმა ივან ვორობიოვმა (81), ბერძენმა ილიას ილიადისმა (100) და ბრაზილიელმა რაფაელ სილვამ (+100).

იაპონელებს ლონდონში ნაჭიდავები შემადგენლობიდან სამი ფალავანი აკლდათ, მსოფლიოს ჩემპიონები - მასაში ებინუმა (66), ტაკამასა ანაი (100) და ოლიმპიადისა მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანი ჰიროაკი ჰიროაკა (60).

როგორც ვხედავთ, ჩვენმა გაბერძნებულმა თანამემამულე ილიადისმა ამჯერად 100-ში იჭიდავა და არცთუ ცუდად - ფინალამდე საკმაოდ ძლიერი ფრანგი ტიერი ფაბრი და ყაზახი მსოფლიოს ექსჩემპიონი მაქსიმ რაკოვი ჩამოიცილა. ახალ წონაში გამოვიდა კიდევ ერთი ძლიერი ფალავანი - მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი.

ის თავიდან 60-ში ჭიდაობდა და ოლიმპიური ბრინჯაოც იქ მოიპოვა ათენში, მერე 66-ში გადავიდა და 2009 წელს მსოფლიოზე ოქრო მოიგო. ახლა კი 73-ში მოგვევლინა. ვერ გეტყვით, აქ დამკვიდრებას აპირებს თუ ეს დროებითი მოვლენა იყო, თუმცა 73-ში მას ადრეც მოუსინჯავს ძალები.

განსაკუთრებით მოულოდნელი იყო მძიმე წონაში განვითარებული მოვლენები, სადაც მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონი დაიკი კამიკავა მეორე წრეში თანაგუნდელ რუი შიჩინოჰესთან იპონით დამარცხდა.

ადრევე გავარდა გერმანელი მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ანდრეას ტოლცერიც, რომელსაც ფრანგთა მომავალმა მესამე პრიზიორმა ჟან სებასტიან ბონვოისინიმ აჯობა.

ამჯერად არ ჭიდაობდა ფრანგთა მთავარი ვარსკვლავი, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი. მის არყოფნაში კორეელმა მსოფლიოს პრიზიორმა კიმიმ იმარჯვა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელ სილვას სძლია.

ახლა ძიუდოისტებს საერთაშორისო კალენდარში წლევანდელ სეზონში ერთადერთი მნიშვნელოვანი ტურნირი დარჩათ - 6-7 დეკემბერს კორეულ ჯეჯუში მსოფლიოს თასი ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ