ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბაიას დუბლები, კოლხეთს ერთჯერადი...

ბაიას დუბლები, კოლხეთს ერთჯერადი...

ამ ორიოდე დღის წინ ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე უმაღლესი ლიგის კლუბების პრობლემებზე ვწერდით. შეგახსენებთ, რომ ფინანსური კრიზისის გამო ზუგდიდის "ბაიასა" და ფოთის "კოლხეთში" საწვრთნელი პროცესი ჩაიშალა...

ამ ორიოდე დღის წინ ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე უმაღლესი ლიგის კლუბების პრობლემებზე ვწერდით. შეგახსენებთ, რომ ფინანსური კრიზისის გამო ზუგდიდის "ბაიასა" და ფოთის "კოლხეთში" საწვრთნელი პროცესი ჩაიშალა. უფულობის გამო ფეხბურთელებმა სახლებს მიაშურეს. ფოთისა და ზუგდიდის კლუბების მესვეურებს ვითარების გამოსწორების იმედი ჰქონდათ. "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს ტელეფონით ესაუბრა და იმედი ჰქონდა, რომ ოთხშაბათ საღამოს გუნდს სრული შემადგენლობით ავარჯიშებდა. ამასობაში კი 15 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტური იწყება. ამიტომ, "ბაიასა" და "კოლხეთში" არსებული ვითარებით გუშინ კიდევ ერთხელ დავინტერესდით და ჯერ ზუგდიდს დავუკავშირდით, სადაც "ბაიას" მწვრთნელ ქომეთიანს ვესაუბრეთ:

"სამწუხაროდ, ჩვენთან ისევ კატასტროფული ვითარებაა. ფინანსები ისევ არ ჩანს და სამწუხაროდ, საიმედოც არაფერი ისმის. ძირითადი გუნდის ფეხბურთელები კლუბში არ მოსულან და დუბლებს ვავარჯიშებთ. მეკარე და 4 ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც აქამდე ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ. მთავარი გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ და არც ერთი გამოჩენილა. რეგიონალლიგის კლუბიდანაც დავიმატეთ მოთამაშეები. ერთი სიტყვით, ვითარება ისევ საგანგაშოა. თუმცა ტურს ვერ ჩავაგდებთ, სხვა გზა არ გვაქვს - კვირას ბოლნისში დუბლებით მოგვიწევს თამაში. ზუგდიდში ფეხბურთი უყვართ და იმედს არ ვკარგავთ, რომ მხარში დაგვიდგებიან, თორემ ახალბედა ფეხბურთელებით სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ".

ზუგდიდელთაგან განსხვავებით, "კოლხეთში" უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ეგ არის, რომ საპორტო ქალაქის გუნდმა მხოლოდ ერთჯერადი დახმარება მიიღო, შესაბამისად, თავის დამშვიდებაც ნაადრევია.

"ერთი თვის დავალიანების დაფარვას დაგვპირდნენ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის დახმარებით გარკვეული თანხა გამოინახა და დღეს-ხვალ დარიგდება. გუნდი სრული შემადგენლობით შევკრიბეთ და საწვრთნელი პროცესი განვაახლეთ. დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადეს და "სამტრედიასთან" 16 ოქტომბრის გასვლით მატჩში უკვე შეუძლიათ თამაში მცველებს - ოლეგ გველესიანსა და მიხეილ მახვილაძეს. თუმცა ფეხბურთელებს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ უვარჯიშიათ და ჩვენს უახლოეს მატჩებს ეს ალბათ დაღს დაასვამს. გუნდები სანაკრებო პაუზას მაქსიმალურად იყენებენ. ინტენსიურად ვარჯიშობენ და საკონტროლო თამაშებს ატარებენ, ჩვენ კი პირიქით, უქმად ვიყავით. კლუბისთვის სპონსორის მოძიებაზე ისევ მიმდინარეობს მუშაობა. იმედია სპონსორი გამოგვიჩნდება, თორემ ასე სანამდე უნდა ვიყოთ არ ვიცი", - აღნიშნა "ლელოსთან" საუბარში ფოთის "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა