თბილისის "დინამოს" მფლობელი და პრეზიდენტი პრემიერლიგაზე კლუბის წინააღმდეგობას უარყოფს
საჩხერის "ჩიხურასთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ლელო" თბილისის "დინამოს" მეპატრონესა და პრეზიდენტს, რომან ფიფიას დაელაპარაკა - გუნდის დღევანდელობაზე, პერსპექტივაზე, პრემიერლიგაზე, ამ ორგანიზაციის ფუნქციონერებისთვის აუცილებელ პირობებზე...

- ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. თბილისის "დინამო" პირველ ადგილზეა, თუმცა კონკურენტებთან უპირატესობა არც ისე დიდია.

- სხვათა შორის, ძლიერი კონკურენტები გვყავს და ეს ძალიან მახარებს. მაგალითად, დღეს საჩხერის "ჩიხურა" ძალიან მომეწონა - სიმპათიური, მებრძოლი და საინტერესო გუნდია. ასეთ ბრძოლაში მოპოვებულ ოქროს მედლებს უფრო მეტი ფასი ექნება და იმედია, "დინამო" ჩემპიონობას დაიბრუნებს.

ჩვენ ყველა ამის იმედად ვცხოვრობთ.

სხვათა შორის, აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩისკოს თამაში. იცოდით, რომ დღეს ტრავმირებული ფეხით თამაშობდა და უკვე მეხუთე შეხვედრაა, რაც ასე გრძელდება?! მიუხედავად ამისა, ერთი არ დაუწუწუნია, რადგან გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ თავს ახტება.

ჩისკო ჩვენი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მოთამაშე და ნამდვილი პროფესიონალია, ყველა შეხვედრაში შესაძლებლობის მაქსიმუმს ავლენს.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთი მაღალი დონის მოთამაშე არ აწყენდა.

- ამაზე ლაპარაკი ადრეც იყო, მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელობამ ყურადღება არ გამოიჩინა.

- მეეჭვება, თემურ ქეცბაიამ არ იცოდეს, ჩისკო რა დონის მოთამაშეა და რა კარგ სეზონს ატარებს. არც ის მგონია, რომ მსგავსი დონის მოთამაშის ნაკრებში დამატება არ სურდეს.

ჩისკო არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია; უთამაშია პრიმერადივიზიონის რამდენიმე კლუბში, "ვალენსიაში" უეფას თასის მფლობელი გახდა და საკმაოდ დიდი საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია. დარწმუნებული ვარ, მისი დონის ფეხბურთელს ბევრი ევროპული ნაკრები ისურვებდა.

ამ კაცს კი თავად სურს საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში და თუ ქეცბაია მის მიწვევას გადაწყვეტს, მოთამაშის ნატურალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას შევეცდებით.

- "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის მუშაობის შესახებ რას იტყვით?

- დუშან უჰრინი ძალიან კარგი მწვრთნელი გამოდგა. ჩეხი სპეციალისტის ხელში გუნდი აშკარად გაძლიერდა, წინსვლა დაეტყო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შემტევ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს.

- "დინამოს" გაძლიერებას აპირებთ?

- აუცილებლად! ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს და საამისოდ 3 ძლიერი ფეხბურთელის დამატება გვჭირდება.

- უცხოელებს გულისხმობთ?

- ქართველებსაც და უცხოელებსაც. "დინამო" არა მხოლოდ საქართველოში უნდა იყოს წარმატებული, არამედ ევროთასებზეც. ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, ზოგი ერთ პარტიას ემხრობა, ზოგიც მეორეს თუ მესამეს, მაგრამ არის ღირებულება, რომელშიც ყველა ერთიანია - ჩვენს ხალხს სჭირდება წარმატებული ფეხბურთი და მისგან მინიჭებული დიდი სიხარული. ამას კი თბილისის "დინამოსგან" ელიან. დროც არის, ხალხმა დავიწყებული სიხარულის გემო იგრძნოს. სამწუხაროდ, საამისო რესურსს დღეისათვის საქართველოში ვერ ვხედავთ.

- პრემიერლიგის თაობაზე რა სიახლეა?

- ჯერ მინდა ხაზი იმას გავუსვა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქმიანი ლაპარაკი იგეგმებოდა. სულ სხვა ფორმატში გვსურდა დალაპარაკება და ეს გახდა გაუგებრობის მიზეზი. არადა, დაგვბრალდა, თითქოს მედიასთან ურთიერთობა არ ვისურვეთ. ჟურნალისტებთან პრობლემა ნამდვილად არ გვქონია. უბრალოდ, დალაპარაკება არა ყრილობის დარბაზში, არამედ მრგვალ მაგიდასთან კონკრეტულ საქმესა და პროექტებზე გვსურდა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ ამ ეტაპზე პრემიერლიგის ჩამოყალიბებაზე ხელი არ მოუწერიათ "ტორპედოს", "დილას", "კოლხეთს", "ბათუმს ", "ზუგდიდს", "ზესტაფონს", "სიონს". უცნობია, მოაწერა თუ არა ხელი "ჩიხურამ"...

- ასე ნამდვილად არ არის, არასწორი ინფორმაციაა. დოკუმენტზე ხელი 6-მა კლუბმა მოაწერა. პრემიერლიგა დაფუძნებულია, ნოტარიულად დამოწმებულია და პრემიერლიგის დაფუძნებაზე უარი არც ერთ კლუბს არ უთქვამს.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: თუ მის დაფუძნებას ხელი კლუბების ნაწილმა მოაწერა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვები ჩემპიონატში არ ითამაშებენ. არც სხვა კლუბების ხელმოწერები არის პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, შეხვედრებზე არავის უთქვამს, რომ პრემიერლიგის დაარსება არ სურს.

- ჩემპიონატის უფლებების გადასაცემად, ფედერაციის პრეზიდენტი წინაპირობას აყენებს და ითხოვს მყარ ფინანსურ გარანტიებს, გაზრდილ საპრიზო ფონდს, სატელევიზიო კონტრაქტებსა და მსაჯების მეტ ანაზღაურებას.

- ფედერაციამ არ უნდა მოითხოვოს იმაზე უკეთესი პირობები, რასაც თავად აკეთებდა. რაც უნდა მოხდეს, ჩემპიონატის ორგანიზაციის უფლებას უმაღლესი ლიგის 12 კლუბის ნებართვის გარეშე ვერავის გადასცემენ. ფედერაციამ უნდა მიხედოს ეროვნულ ნაკრებებს, საერთაშორისო ურთიერთობებს, კლუბებმა კი - ეროვნულ პირველობას. ეს ლოგიკურიც იქნება და საქმისთვის უკეთესი. ახლა ჩვენ პრემიერლიგის ფუნქციონერებისთვის აუცილებელ სახსრებს ვეძებთ.

- სპონსორები ჯერ ვერ მოიზიდეთ?

- მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედიანად ვართ. გარდა ამისა, 12-ივე გუნდი საწევროს ხომ იხდის? და კიდევ - სახელმწიფოს მიერ ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემული თანხები სწორედ ჩემპიონატს უნდა მოხმარდეს. ეს სახსრები ხომ არ გაქრება?

- სახელმწიფოს იმედად ხართ? ეს სახსრები ხომ ნაკრებების საჭიროებისთვის არის გამიზნული...

- კარგია, ეს კითხვა რომ დამისვით, რადგან არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ ნაკრების თანხებს არ ვეხებით. მხოლოდ იმ ნაწილის გადმოცემას ვითხოვთ, რაც დასრულებულ სეზონში ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდისთვის დაიხარჯა.

- ანუ ლაპარაკია მილიონ ლარზე?

- დიახ. გააჩნია, სახელმწიფო რა თანხას გაითვალისწინებს. წინ არის ნახევარი წელიწადი, ბევრს ვიმუშავებთ, ჩემპიონატის პოპულარიზაციის ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს.

უმნიშვნელოვანესია ტელეტრანსლაციების საკითხის მოწესრიგებაც, რადგან ქართულ ფეხბურთს სატელევიზიო სივრცის გონივრულად ათვისება ჰაერივით სჭირდება. მჯერა, რომ ამ საკითხებს თავს გავართმევთ, რადგან ახალი სეზონის დაწყებამდე დიდი დრო არის დარჩენილი და ჩემპიონატს მაღალ დონეზე ჩავატარებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩისკო: ესპანეთის ნაკრები ქართველებისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა

ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა

ugulava
რომანა ფეხბურთისგან ძაან შორსაა. არამგონია ჩისკო დვალიშვილზე ან სირაძეზე რაიმეთი უკეთესი იყოს, პირიქით, ბევრად ჩამოუვარდება.
ramnishvnelobaaqvs
შეიძლება მართლა ფასის ასაწევად უნდოდეს მაგრამ ისეა თუ ასე ნაკრებს მაინც გამოადგება :D ... მარა ბებერი არ არის ? პრინციპში ჩვენ ბებრებს კი ჯობია ათი თავით
ku2
ზოგიერთნი რა გულუბრყვილონი არიან ანდა კიდევ ცრუნი და კარგად იციან, რომ რომანს ჩისკოც და საქართველოს ნაკრებიც ფეხებზე ჰკიდია! მას ჩისკოს სარფიანად გაყიდვა უნდა და ამისთვის ნაკრებში მისი თამაშია საჭირო. იქ არა ჰყავს ქეცბა? ჰოდა რაღა უდგია წინ?
m.m.m
მიეცით შანსი ჩისკოს...
soso
ბატონო რომან,თქვენი აქტიურობა თუ გამოიღებს მხოლოდ შედეგს,ჩისკო ნამდვილად იმსახურებს საქართველოს ნაკრებში თამაშს,თანაც მას ამის დიდი სურვილი აქვს...
soso
ნამდვილად წაადგებოდა საქართველოს ნაკრებს...
vashla
მერე რა რომ ჩისკომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში ? პრობლემას ვერ ვხედავ პირიქით უფრო სასარგებლო იქნება ჩვენთვის,ფუტზალში,კალათბურთში,პლიაჟის ხელბურთში,ტანვარჯიში და კიდევ რავიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო,აქ თუ შეიძლება ფეხბურთში არააა ???? რატომ ?? ნიჭიერი და ზარმაცი თაობა მოდის და გზა დაუთმოთ ხოოო ?!
vaskulat
ჩისკო ნახევარ ნაკრებს ჯობია ეხლა არ თქვათ არაოოოოო?
vaskulat
ჩისკო ჯობია ნახევარ ნაკრებს,ეხლა არ თქვატ არაოოოო?
zimbabve
კარგით რაა, რომელი ფრანგები იყვნენ ანელკა, ტურამი,ზიდანი და კიდევ სხვა მრავალი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებში რომ თამაშობდნენ ან თამაშობენ ახლაც?!
GEORGIA
Ra unda xiscos nakrebshi? Jaba dvali sistematiurad atamashos kecbaiam an ro gaidzaxis tavdamsxmeli ar myavso gamoidzaxos: gongadze, mesxia, sabanadze, vatsadze, sxirtladze.
odala
მესი მოვიწვიოთ კიდევ ნაკრებში, არ გინდათ? ნაკრები იმისაა, ქართველები უნდა თამაშობდნენ იქ.
dato
ვეტანხმები გივის, ნამდვილად ასეა, საქარტველოს ჩემპიონატის თამაშების დიდი ნაწილის ყურება უკვე დიდი სიამოვნებით შეიძლება, ასე რომ ცოტა მარკეტინგული და პიარის კუთYხით მეტი სამუშაოა ჩასატარებელი და ხალხი აუცილებლად მოვა... კარგი იქნება თუ ყველა ვისაც შეუძლია მატჩების შესაბამსიად დაანონსება თავს გაანძრევს და რაემ საინტერესოს შემოგვათავაზებს
დუდუ
ჩისკოს დონის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში არ არის. მისი დონის ლებიონერი იქნებ აკინო იყო რუსთავში და ეგეც საეჭვოა. სხვა არ ყოფილა არასოდეს. ჩისკო ერთი თავით ჯობია ყველას.
roket
ჩისკოს დონის ფორვარდი საქართველოს არ ჰყავს! ამიტომ ის ნაკრებში თამაშ იმსახურებს! :)
givi
მიდი რომან, თქვენ თუ მოახერხებთ კლუბების ხემძღვანელები რამეს, თორე ფედერაციაში უქნარი ხალხი მუშაობს. ისე საჩემპიონო თამაშების რეკლამირება თუ მოხდება თამაშის წინა მემგონი ხალხი მივა სტადიონზე და დაესწრებიან თამაშს. ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული რომ ხალხი მივიდეს სტადიონზე ისე ინვესტორებს ვერ დააინტერებთ
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა