პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ კრიტიკა მისი გუნდის მისამართით სავსებით დამსახურებულია
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "პორტუსთან" 4 დეკემბერს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი კრიტიკას კი იმსახურებს, თუმცა ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ რეაბილიტაციის წყურვილითაა შეპყრობილი.

პსჟ "პორტუს" ერთი ქულით ჩამორჩება. იმისათვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, ფრანგულმა გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონს აუცილებლად უნდა მოუგოს.

"შაბათს განცდილი წაგების შემდეგ სულ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ. "პორტუსთან" დაპირისპირება მნიშვნელოვანი ორი მიზეზითაა. პირველი - ჩვენ უნდა ვაჯობოთ მაღალი კლასის, გამოცდილ გუნდს და დავიკავოთ ჯგუფში პირველი ადგილი; მეორეც - "ნიცასთან" წარუმატებლობის გამო რეაბილიტაცია გვჭირდება, რათა თავდაჯერება დავიბრუნოთ", - აქვეყნებს ანჩელოტის ციტატას უეფას ოფიციალური საიტი.

"პსჟ-ის მისამართით დამსახურებული კრიტიკა ისმის. კლუბში ყველა გაწბილებულია, რადგან სეზონის დასაწყისს წარმატებულს ვერ დავარქმევთ. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საფრანგეთის პირველობისთვის ბრძოლას და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც გავედით.

პსჟ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება. ჩვენ განვითარებისთვის ყველა პირობა გვაქვს. უბრალოდ, სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და მე ამაზე გამუდმებით ვმუშაობ.

"პორტუსთან" მატჩის წინ კარგი წინათგრძნობა მაქვს", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. სამშაბათის მატჩების წინ

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე