5 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ელიტრაუნდის კენჭისყრა გაიმართება
5 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ელიტრაუნდის კენჭისყრა გაიმართება.

ამ მოვლენას დიდი ინტერესით ელოდება ქართული საფეხბურთო სამყარო და გულშემატკივარი, ვინაიდან, გასული სეზონის მსგავსად, ჩვენი ქვეყანა ამჯერადაც ორივე ასაკობრივი ნაკრებითაა წარმოდგენილი ელიტრაუნდში.

4 დეკემბერს, გამთენიისას, შვეიცარიაში გაემგზავრნენ სფფ-ის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე.

"უეფაში დიდი იმედებით მივემგზავრებით. უპირველესად, უფრო წელგამართულები ჩავალთ, რადგან ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ სერიოზულ პროექტებთან მიმართებაში, ჩვენმა მთავრობამ უეფას მყარი გარანტიები მისცა.

ამასთან, დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენს გულშემატკივარს კარგი საჩუქარი გავუკეთოთ იმით, რომ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისმა 19-წლამდელთა ელიტრაუნდს უმასპინძლოს.

სერიოზული მოლაპარაკებები გვექნება ფუტსალის ოთხთა ფინალის მასპინძლობასთან დაკავშირებითაც.

ყველა აქამდე ჩატარებული ღონისძიების ორგანიზებაში საკმაოდ მაღალი შეფასებები დავიმსახურეთ და იმედია, უეფა ამჯერადაც გამოგვიცხადებს ნდობას. ასე რომ, იმედია თბილისში სასურველი "საჩუქრებით" დავბრუნდებით" - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

gbf.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა