"ალექსანდრიის" ქართველი რიბერი" - ასე მონათლეს "ფრაიბურგიდან" უკრაინის პერშა (პირველი) ლიგის ლიდერ გუნდში გადასული ქართველი ნახევარმცველი დავით თარგამაძე...
"ალექსანდრიის" ქართველი რიბერი" - ასე მონათლეს "ფრაიბურგიდან" უკრაინის პერშა (პირველი) ლიგის ლიდერ გუნდში გადასული ქართველი ნახევარმცველი დავით თარგამაძე. ახალ გუნდში მან დებიუტიც მოასწრო და "ალექსანდრიას" "ლვივთან" სტუმრადაც მოაგებინა (3:0). შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში თარგამაძე 63-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მას მერე სტუმრებმა ორი გოლი შეაგდეს: 71-ე წუთზე ჩვენებურმა თანაგუნდელ ვასილი გრიშუკს გაატანინა. 5 წუთის შემდეგ კი ეფექტური გოლით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ჩინებული დებიუტის შემდეგ დავით თარგამაძე მასმედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. უკრაინულმა "სპორტ ექსპრესმა" ქართველ ნახევარმცველს რამდენიმე კითხვით მიმართა. ეს ინტერვიუ ჩვენი მკითხველისთვისაც არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფეხბურთელი არჩევანის წინაშე იყო - დაეთმო თუ არა ქართული პასპორტი, მაგრამ ამაზე მტკიცე უარი განაცხადა...

- "ფრაიბურგში" იყავით და მოულოდნელად უკრაინის პერშა ლიგაში მოასპარეზე "ალექსანდრიაში" აღმოჩნდით. ეს როგორ ავხსნათ?

- გერმანულ კლუბთან კონტრაქტი გასულ ზაფხულს დამიმთავრდა. გერმანიიდან წასვლის ორი საფუძვლიანი მიზეზი მქონდა. პირველი - მსურდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონოდა, რასაც "ფრაიბურგში" მოკლებული ვიყავი. მეორე - ევროკავშირის პასპორტი არ მაქვს და ამ გაერთიანებაში შემავალ ყველა ქვეყანაში გამიძნელდებოდა სტაბილურად თამაში. საქართველოს მოქალაქის პასპორტის დათმობაზე კი არც მიფიქრია. მით უმეტეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვარ და მომავალში ეროვნულში მოხვედრაც მინდა. ჩემმა მენეჯერმა, ფიფას ლიცენზირებულმა აგენტმა ანდრეი ბილეიჩუკმა მირჩია, ასეთ ვითარებაში "ხმაურიან ტრანსფერს" არ გამოვკიდებოდი და მოკრძალებული კლუბი ამერჩია. მალევე მან "ალექსანდრიაში" გადასვლის ვარიანტი შემომთავაზეს. ისიც მითხრა, რომ აღნიშნული გუნდი უკრაინის უმაღლეს ლიგაში გადასვლის მთავარი კანდიდატია. "ალექსანდრიის" პრეზიდენტთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ ყოველგვარი ეჭვი, მეთამაშა თუ არ ამ გუნდში, გამიქრა. ახლა მომდევნო მატჩებისთვის ვემზადები. თვის ბოლოს მთავარი ლიგის გუნდთანაც მოგვიწევს დაპირისპირება - თასის გათამაშებაში კიევის "არსენალს" ვუმასპინძლებთ.

- გერმანიაში როგორ მოხვდით?

- თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში ვიყავი. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის შედეგად "ფრაიბურგის" სკაუტები ჩემით დაინტერესდნენ და თავისთან მიმიწვიეს.

- გერმანიაში ბოლო მატჩი მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩაატარეთ. ის თამაში რით დაგამახსოვრდათ?

- შინ 1:2 წავაგეთ, მე კი თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვითამაშე. თუნდაც ეს ერთი მატჩი ჩემთვის დიდი სკოლა იყო, რადგან საკმაო გამოცდილება მივიღე. ევროგრანდის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

- "ალექსანდრიაში" ჩინებული დებიუტი გქონდათ და კმაყოფილი უნდა იყოთ. უკრაინის პირველობაზე როგორი შთაბეჭდილება შეგექმნათ?

- რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ წარმატებული დებიუტი მქონდა. გატანილი ბურთი და საგოლე პასი, თან სულ რაღაც ნახევარ საათში, მართლაც კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება ჩემს პირველ შთაბეჭდილებას, გერმანიის ჩემპიონატის დარად, უკრაინაში ასპარეზობის დროსაც მზად უნდა იყო ხისტი თამაშისთვის.

- "ლვივთან" მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ტელეარხის მიმომხილველმა მესისაც კი შეგადარათ. რა თქმა უნდა, ეს თავისებური ავანსია. თქვენი კარიერიდან კიდევ რომელი გოლი დაგამახსოვრდათ?

- "ფრაიბურგში" 4 წელიწადი გავატარე და ამ პერიოდმა საკუთარი თავისადმი კრიტიკული მიდგომა მასწავლა. მიმომხილველის მიერ გაცემული ავანსი კი ჩემთვის სტიმულია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვნად მწვრთნელის შეფასებას მივიჩნევ. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, დღემდე ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი "ვოლფსბურგის" კარში გატანილი გოლია, რომლის წყალობითაც "ფრაიბურგი" 19-წლამდე ჭაბუკთა შორის გერმანიის ჩემპიონი გახდა.

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე