ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ რეგულარული ჩემპიონატის პირველი თვის ლაურეატების გამოვლენა დაიწყო
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ რეგულარული ჩემპიონატის პირველი თვის ლაურეატების გამოვლენა დაიწყო.

თავდაპირველად დასახელდნენ ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელები.

აღმოსავლეთის ლაურეატი გახდა "ბრუკლინ ნეტსის" დამრიგებელი ეივერი ჯონსონი. მისმა გუნდმა გასულ თვეში 11 მატჩი მოიგო და ოთხჯერ დამარცხდა. მოგებების რაოდენობით, "ბრუკლინი" არ ჩამოუვარდება აღმოსავლეთის ფავორიტებს - "მაიამი ჰიტსა" (11-3) და "ნიუ იორკ ნიქსს" (11-4).

15 მატჩში 11 მოგება საუკეთესო სტარტია კლუბის ისტორიაში. გარდა ამისა, "ნეტსმა" არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო შეხვედრა - 107:68 "ორლანდოს" წინააღმდეგ. და კიდევ, "ბრუკლინი" საშუალოდ მატჩში 90.4 ქულას უშვებს, რაც მეორე შედეგია რეგულარულ ჩემპიონატში.

დასავლეთში საუკეთესოდ დაასახელეს "მემფისის" მთავარი მწვრთნელი ლაიონელ ჰოლინზი. მისმა გუნდმა გასულ თვეში საუკეთესო ბალანსი აჩვენა - 12 მოგება და 2 წაგება.

"გრიზლისი" ლიგის ლიდერია დაცვაში თამაშით - მისი მეტოქეები საშუალოდ მატჩში მხოლოდ 90.1 ქულას აგროვებენ. საინტერესოა, რომ 11 და 14 ნოემბერს, "მემფისმა" შარშანდელი სეზონის ფინალისტებს - "მაიამისა" (104:86) და "ოკლაჰომას" (107:97) ორნიშნა სხვაობით მოუგო.

თვის მწვრთნელობაზე პრეტენდენტები იყვნენ: ლარი დრიუ ("ატლანტა"), მაიკ დანლეპი ("შარლოტი"), ერიკ სპოელსტრა ("მაიამი"), მაიკ ვუდსონი ("ნიუ იორკი"), სკოტ ბრუქსი ("ოკლაჰომა") და გრეგ პოპოვიჩი ("სან ანტონიო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად