საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის რიგებში ინდოეთის წევრობა შეაჩერა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეაჩერა თავის რიგებში ინდოეთის წევრობა, - ამ ინფორმაციას სააგენტო AP ავრცელებს.

ინდოელი სპორტსმენები ვერ გამოვლენ ტურნირებზე თავიანთი ქვეყნის დროშის ქვეშ, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებზეც.

გარდა ამისა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აღარ მიიღებს სოკ-ისგან ფინანსურ დახმარებას, ინდოელი ჩინოვნიკები კი ვერ დაესწრებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გამართულ ღონისძიებებს.

ინდოეთი დაისაჯა იმის გამო, რომ სახელმწიფო ჩაერია ამ ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში. კერძოდ, სახელმწიფო სტრუქტურები ცდილობენ გავლენა იქონიონ კომიტეტის არჩევნებზე, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება.

თავდაპირველად, არჩევნები 25 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პროტესტის ნიშნად დატოვა პოსტი - ამით ის შეეწინააღმდეგა სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხშირად აკრიტიკებდა ინდოეთის მთავრობას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრის, სურშა კალმადის დაპატიმრების გამო, რომელიც პასუხისმგებელი იყო 2010 წელს, დელიში თანამეგობრობის თამაშების ორგანიზებაზე.

2011 წელს კალმადი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ 2012 წლის იანვარში გაანთავისუფლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა