თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველები საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში პროზიორთა შორის ვერ მოხვდნენ

გუშინ დაღესტნური ხასავიურტის ჰამიდ ჰამიდოვის სახელობის დარბაზში საკონტინენტთაშორისო თასი გათამაშდა თავისუფალ ჭიდაობაში. ჩვენი ნაკრები ტურნირში ასეთი შემადგენლობით გამოვიდა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), შალვა მუზიაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), დავით მოძმანაშვილი, გიორგი საკანდელიძე (ორივე - 120). გუნდს დავით ხურცია წვრთნიდა. ქართველი თავისუფალის სტილით მოჭიდავეებ

სამწუხაროდ, ტურნირის შესახებ ოფიციალურ საიტებზე ბევრს არაფერს წერენ და ისევ რუსული ფორუმების მიხედვით თუ ვიგებთ ამბებს. ჩვენები ქვეჯგუფში რუსეთის, სპორტკლუბ ცსკ-ს, სამხრეთ კორეის, აშშ-ს და ბელარუსის გუნდებთან ერთად მოხვდნენ. რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის საიტმა მხოლოდ 3 ტურის შედეგები გვაცნობა და ვიცით, რომ ჩვენებმა ჯერ ბელარუსებს მოუგეს 5:2, მერე რუსებთან 3:4 წააგეს, ბოლოს კი ასეთივე ანგარიშით ამერიკელებს აჯობეს.

თუ რა მოხდა ამის შემდეგ, ზუსტად არ ვიცით. რუსული საჭიდაო ფორუმის მიხედვით მხოლოდ ის დავადგინეთ, რომ ჩვენები პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ. იმავე წყაროს ცნობით, სადაც ახალ ამბებს ხასავიურტელები პირდაპირ დარბაზიდან წერდნენ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ცსკ-მ აზერბაიჯანის ნაკრებს მოუგო, ფინალში კი დაღესტნელებმა რუსები დაამარცხეს.

სამწუხაროდ, არც კონკრეტული ფალავნების შეხვედრათა შესახებ ვიცით რაიმე, თუმცა ის კი გავიგეთ, რომ ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ნაკრების დაღესტნელი წევრი ნარიმან ისრაპილოვი დაამარცხა. გამარჯვებული ნაკრები 50 000 ამერიკული დოლარით დაჯილდოვდა, ვიცე-ჩემპიონი - 30 000-ით, მესამე პრიზიორი კი 20 000-ით.

როგორც ხედავთ, ჩვენი გუნდი მეტად ახალგაზრდული და გადახალისებულია, რაც ოლიმპიური ნაკრების ფორმირების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია - გაისად მათი უმეტესობა მყარად დამკვიდრება ნაკრებში, თუმცა რამდენიმე წონაში ლიდერებიც შეინარჩუნებენ ადგილს. მაგრამ ყველაზე მძაფრი კონკურენცია მაინც მძიმე წონაშია, სადაც ორი უშუალო კონკურენტი ახლაც იჭიდავებს, მომავალ უქმეებზე კი მათ უფროსებში მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ლევან ბერიანიძე და გიორგი ნიკურაძეც დაემატებიან და ოთხივე ერთად ერევანში იჭიდავებს.

tbiliseli
პრიზიორობას შრომა უნდა გენაცვალეთ შრომააა,მობილურებით რომ დადიხართ შეკრებებზე და საკუთარი მანქანებით,ეგრე დისციპლინა ირღვევა შემოგევლეთ,თუ დისციპლინა დაირღვა კარგად მეყოლეთ,უშრომელად ცარიელი ნიჭის წყალობით შედეგი ნული იქნება.
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"