ირლანდიურმა გამოცემამ ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ ლეგენდას, "მანჩესტერ სიტის" ყოფილ პლეიმეიკერს წერილი მიუძღვნა
ირლანდიურ გამოცემა The National-ში გამოქვეყნებული წერილი ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ ლეგენდას, "მანჩესტერ სიტის" ყოფილ პლეიმეიკერ გიორგი ქინქლაძეს მიეძღვნა.

წერილის ავტორი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი დღეისათვის აგენტობით არის დაკავებული.

ქინქლაძემ მანჩესტერი მანამდე გააოგნა, ვიდრე მესიმ ბარსელონა

"მსოფლიო სირცხვილით უნდა იწვოდეს, გიორგი ქინქლაძე ახლა მართლაც მოსკოვის საფეხბურთო აგენტი თუ არის. მისი სახელი ბოლოს აგვისტოში გაჟღერდა, როდესაც "ზენიტს" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ნანის შეძენა სურდა.

ნუთუ გიორგი საფეხბურთო აგენტია? ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში სამი საუცხოო სეზონი ჩაატარა, თამაში სანახაობად აქცია და კლუბისადმი ერთგულების ნიშნად უარი თქვა "ბარსელონას", "მილანის", "ლივერპულისა" და "სელტიკის" მიწვევებზე; რომელიც გახდა არა მხოლოდ ლეგენდა, არამედ სახალხო გმირი.

და ახლა ის აგენტია? ეს დღევანდელი მსოფლიოს სასტიკი რეალობაა.

ქინქლაძე პრემიერლიგაში იმ პერიოდში გამოჩნდა, როდესაც ევროთასებიდან მოკვეთის შემდეგ ინგლისური კლუბები მთელი ძალებით ცდილობდნენ ევროპელებთან ჩამორჩენის შემცირებას (1985 წლის 29 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულისა" და "იუვენტუსის" შეხვედრისას, ბრიუსელის "ეიზელის" სტადიონზე 39 ადამიანი გარდაიცვალა, უეფამ კი ინგლისური კლუბები ევროტურნირებიდან ხუთი წლით მოკვეთა).

ალბათ, ბევრს უკვე დაავიწყდა, გიორგიმ რა შესანიშნავი სამი სეზონი ჩაატარა "მეინ როუდზე". თუ თქვენ "მანჩესტერ სიტის" მატჩების ცქერის განსაკუთრებული სურვილი არ გქონდათ, ქინქლაძე ამის მიზეზს გაგიჩენდათ.

ამ ცაცია მოთამაშეს შეეძლო, მოწინააღმდეგე იოლად და ეფექტურად ჩამოეცილებინა. უყვარდა ლამაზად თამაში, რამდენიმე მცველის გვერდის ავლა.

შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ქინქლაძის საუკეთესო ეპიზოდების ცქერისას გიჩნდება აზრი, რომ ლიონელ მესი დღეს იმავეს აკეთებს.

"იუთუბზე" არის კიდეც კლიპი "მესი VS ქინქლაძე".

Video

ლიონელ მესი VS გიორგი ქინქლაძე

წამიერად დაივიწყეთ ამ ორი მოთამაშის მოწინააღმდეგეთა შორის სხვაობა და საერთო თვისებებს აღმოაჩენთ: დახრილი თავით მოძრაობა, მიზნისკენ სწორი და არაორდინარული სვლა, საოცარი დრიბლინგი.

მეორე ფეხბურთელი, ვისაც ქინქლაძე ჰგავს, რუმინელი გეორგე ხაჯია, "კარპატელი მარადონა". არ არის გასაკვირი, რომ "გალათასარაის", სადაც ჰაჯი თამაშობდა, ქინქლაძის გადაყვანა სურდა.

როგორ მოხდა, რომ ქინქლაძემ პრემიერლიგაში მხოლოდ რამდენიმე სეზონი ითამაშა, მას ხომ გაცილებით დიდხანს უნდა ებრწყინა? შემდეგ "დერბიში" ითამაშა, მაგრამ იქ უკვე ძველებურად ვეღარ გამოიყურებოდა.

ეს ის პერიოდია, როდესაც ინგლისის პრემიერლიგა ჯერ კიდევ ძალას იკრებდა, მაგრამ უკვე თამაშობდნენ ერიკ კანტონა, ჯან-ფრანკო ძოლა, დენის ბერგკამპი, იურგენ კლინსმანი, დევიდ ჟინოლა, რომლებიც ბურთთან ისეთივე ოსტატები იყვნენ, როგორიც ჯიმი ჰენდრიქსი - გიტარაზე.

გიორგი ქინქლაძე მათ შორისაც ღირსეულად გამოიყურებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თაობები, რომლებიც საქართველომ ვერ დააფასა

გიორგი ქინქლაძე "ზენიტს" ლუიშ ნანის შეძენაში ეხმარება

გიორგი ქინქლაძე: ვხედავ, რაც საქართველოს ნაკრების გარშემო ხდება, მაგრამ...

gio_kinki
agenti სატრანფერო აგენტობა არაა სირცხვილი რადგან საფეხბურთო პროფესიაა მაგრამ რ=ისეთი ფეხბურთელი როგორიც ქინქლაძე იყო და აგენტია ეხლა ისაა სირცხვილი ამის ავტორს მხედველობაში არ ქონია კერძოდ აგენტობა უბრალოდ როცა ასეთი დონის ფეხბურთელი ხარ და მესის გადარებენ(ჩემის აზრით სჯობს მესის) და მერე "ცნობილი არაა ეგაა სირცხვილი და ტრაგედია"
agenti
რა არის სასირცხვილო საფეხბურთო აგენტობაში?? ზოგი ფეხბურთელი მწვრთნელი ხდება, ზოგი მენეჯერი, ზოგი აგენტი..
maradona
აუ რა მაგარი იყო... ვენაცვალე, რამდენი ხანიც იყო და თამაშობდა, მაინც მაგრა მასიამოვნა.
ფერნანდო
იქნებ ბმული დადოთ?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად