დღეს როტერდამში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელიც ეროვნული ნაკრების თავკაც სოსო ლიპარტელიანისთვის სადებიუტოა...

დღეს როტერდამში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელიც ეროვნული ნაკრების თავკაც სოსო ლიპარტელიანისთვის სადებიუტოა. ახალდანიშნულ მწვრთნელს გუნდთან სამუშაოდ ბევრი დრო არც ჰქონია, ხოლო, რადგან საგაისო სეზონისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება - საქართველოს ჩემპიონატი ნოემბერში გაიმართება, მანამდე გუნდში ექსპერიმენტებს მოერიდა და საროტერდამოდ ძირითადად ძველ კადრებს დაეყრდნო, თუმცა მათ აქა-იქ ახლებიც შეურია. მისი გადაწყვეტილებით, ჰოლანდიაში დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, უჩა ხუციშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზაზა კედელაშვილი (73), ლევან წიკლაური, იოსებ წელაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ. ამათ ბოლო მომენტში ზვიად გოგოჭურიც (90) დაემატა, რომელიც საკუთარი ხარჯით წავიდა "ტიტების ქვეყანაში". ახალი სახეებიდან ის, ხუციშვილი და, ნაწილობრივ, წელაურიც უნდა დავასახელოთ - მათ არც ისე ხშირად უწევდათ უცხოურ შეჯიბრებებზე გამოსვლა. საინტერესოა ლორიაშვილის ფაქტორიც - ხშირად არც მას უწევდა ქვეყნის ღირსების დაცვა, რაც მუდამ მითქმა-მოთქმის საგნად რჩებოდა.

ლიპარტელიანი ნაკრებში მოსვლის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მთავარი დისციპლინა იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ გუნდთან სულ რამდენიმე დღე იმუშავა, თავისი პრინციპის დაცვა და "ბრჭყალების გამოჩენა" მაინც მოასწრო - ვარჯიშებზე დაგვიანებისთვის შემადგენლობიდან ორი ძველი ლიდერი ამოაგდო - მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გუჯეჯიანი (+100) და ლომერ ჟორჟოლიანი (100). რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პირადი პრობლემების გამო მათ საამისოდ ობიექტური მიზეზები ჰქონდათ, მაგრამ მწვრთნელის პრინციპულობა მისასალმებელია - ტურნირზე უნდა წავიდეს ის, ვინც კონკრეტულ მომენტშია მზად საჭიდაოდ. არც არავის უნდა ჰქონდეს ნაკრებში ადგილი დაჯავშნული და არც მოუმზადებელი ხალხი უნდა მიჰყავდეთ საჭიდაოდ თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ისინი აქ სხვებს მაინც სჯობნიან; ან უცხოეთში ეგებ გაუმართლოთ და მედალს შესწვდნენ. როგორც წესი, გამართლება უმეტესად ძლიერთა ხვედრია, უვარჯიშებელი ფალავანი კი საბოლოოდ ტურისტად რჩება. თანაც, როცა მწვრთნელი ლიდერებს ასე დაუნანებლად ელევა, ეს ახალგაზრდებისთვისაც კარგი მაგალითია, აი, დაუმსახურებელი პრივილეგია კი მათაც ცუდ მაგალითს აძლევს.

ბუნებრივია, მკითხველს მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის (100) ბედიც დააინტერესებს, რატომ არ წავიდა ის როტერდამში. შეჯიბრებიდან გათავისუფლება თვითონ სპორტსმენს უთხოვია, ფორმაში არ ვარო. არცაა გასაკვირი იმ სტრესის შემდეგ, რაც მან ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაიტანა, როცა, მიზეზთა გამო, შეხვედრაზე დროულად ვერ გამოცხადდა და წაგება ჩაეთვალა. თუმცა ეს ტურნირი მხოლოდ სასტარტო დანიშნულებისაა საგაისო სეზონის წინ - მსოფლიოს პირველობის შემდეგ ნაწილობრივ ფედერაციის ხელმძღვანელობაში მომხდარი საკადრო გადაადგილებების, ნაწილობრივ კი ფინანსური პრობლემების გამო ბიჭებს არსად უჭიდავიათ და საქართველოს ჩემპიონატამდე დიდი შუალედი გამოუდიოდათ. სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ემსახურება როტერდამული შეჯიბრება, რომელიც პრესტიჟულია, ძლიერი ტურნირიც იქნება, სალიცენზიო რეიტინგშიც უფრო მეტ ქულას იძლევა და თან არც ისე შორსაა. ახლო-მახლო შეჯიბრებებიდან წლეულს ბაქოს მსოფლიოს თასი ქალებში ჩატარდა (გაისად იქ მასტერსი გაიმართება!), მინსკისა კი იყო ვაჟებში, მაგრამ ის პოპულარობით როტერდამისას ვერც შეედრება. თან, იქ გადაფრენა ჰოლანდიაზე ბევრად იაფი არ ჯდებოდა... ვიმეორებთ - საგაისო სეზონისთვის უმთავრესი ტურნირი საქართველოს ჩემპიონატი იქნება, სადაც, ლიპარტელიანის მოთხოვნით, ყველამ თავის წონაში უნდა იჭიდაოს. ვნახოთ - მწვრთნელი ამ მოთხოვნის გატანაშიც თუ პრინციპული იქნება, ძალიან კარგი.

როტერდამში მსოფლიოს 44 ნაკრებია ჩასული. აქედან ვაჟთა შორის 39 გუნდი გამოდის ჯამში 190 მონაწილით. თუმცა არ არიან კორეა, კუბა, მონღოლეთი, ბრაზილია, იაპონია კი ძალზე გადახალისებული გუნდით ჩავიდა - მსოფლიოს არც ერთი ჩემპიონი არ ჩაუყვანია. ასევე გადახალისებული გუნდითაა საფრანგეთიც. საერთოდ, ტურნირში მსოფლიოს არც ერთი მოქმედი ჩემპიონი არ ჭიდაობს, თუმცა ტიტულოვანნი მაინც ბლომად არიან.

დღეს ვაჟთაგან 60 და 66 კგ წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ, შაბათს - 73-81-ის, კვირას კი ტურნირს 90, 100 და +100-ის მოჭიდავეები დაასრულებენ. როტერდამის შემდეგ - 30-31 ოქტომბერს ჩვენები ანთალიაში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზეც იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა