"ყველაზე ტრაგიკული და სამარცხვინო დღე ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში"
მოხალისე თანამსაჯი რიჩარდ ნიუვენჰუიზენი, რომელიც საკუთარი შვილის გუნდის "ბუიტენბოისის" თამაშზე მსაჯობდა, შეხვედრის შემდეგ მეორე გუნდის, ამსტერდამული "ნიუვ სლოტენის" სამი თინეიჯერი ფეხბურთელის აგრესიის მსხვერპლი გახდა. ორი 15 წლის და ერთი 16 წლის ახალგაზრდა 41 წლის ნიუვენჰუიზენს თავს დაესხა და სასტიკად სცემა.

ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ რიჩარდ ნიუვენჰუიზენმა თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში მოხვდა, სადაც გარდაიცვალა კიდევაც.

სამივე ფეხბურთელი დაკავებულია და ისინი ხუთშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ეჭვმიტანილებს არაწინასწარგანზრახულ მკვლელობაში, ძალადობასა და თავდასხმაში ადანაშაულებენ.

"ყველაზე ტრაგიკული და სამარცხვინო დღე ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში", - სწორედ ასე მონათლეს ნიუვენჰუიზენის გარდაცვალების დღე ჰოლანდიურ პრესასა და ტელევიზიებში.

"ამ ყველაფრის დაჯერება შეუძლებელია. ეს 15 და 16 წლის ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, შენ მათ საყურებლად მოდიხარ და ასეთ რამეს ხედავ", - განაცხადა "ბუიტენბოისის" თავმჯდომარე მარსელ ოოსტმა.

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მომხდარ ფაქტს შოკისმომგვრელი უწოდა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

"მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და თანაგრძნობა დაღუპული თანამსაჯის, რიჩარდ ნიუვენჰუიზენის ოჯახის წევრების მიმართ.

გავრცელებული ინფორმაცია ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ფეხბურთი საზოგადოების ანარეკლია და სამწუხაროდ, აქ თავს იჩენენ ის უარყოფითი მოვლენები, რასაც ადგილი ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს. ამ შემთხვევაში ასეთი რამ ძალადობა გახლავთ.

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთს, ისეთი სამაგალითო ადამიანების დახმარებით, როგორც იყო ბატონი ნიუვენჰუიზენი, სიკეთის გავრცელება და ყველასთვის დადებითი მაგალითის მიცემა შეუძლია" - განაცხადა ზეპ ბლატერმა.

ჰოლანდიის სპორტის მინისტრმა ედიტ შიპერსმა განაცხადა: "საშინელებაა, როდესაც ასეთ საზარელ ფაქტებს ადგილი ჰოლანდიურ სპორტში აქვს".

ნიუვენჰუიზენის გარდაცვალების გამო ჰოლანდიაში ყველა სამოყვარულო შეხვედრა გადაიდო, ხოლო პროფესიონალების მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.

Video

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა არბიტრი მოკლეს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"