ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ექვსი მატჩით გაგრძელდა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ექვსი მატჩით გაგრძელდა და მათგან ცენტრალური იყო შეხვედრა ნიუ იორკის გარეუბანში - "ბრუკლინ ნეტსი" "ოკლაჰომას" მასპინძლობდა.

თუმცა მატჩის საბოლოო შედეგის წინასწარმეტყველება რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან "ნეტსს" აკლდა თავისი ერთადერთი ნომინალური ცენტრი ბრუკ ლოპესი.

მაგრამ "ოკლაჰომას" ძალიან გაუჭირდა გამარჯვების მოპოვება. "ბრუკლინის" მაღლებმა ნორმალურად ითამაშეს - 23 ბურთი მოხსნეს, თანაც აქედან 12 მეტოქის ფარზე. დერონ უილიამსმა 33 ქულა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა, უოლასმა ოთხი სამქულიანი მოათავსა კალათში, სათადარიგოთა სკამი კი, რომელიც ფაქტობრივად, ორი მოთამაშით იყო წარმოდგენილი, შესანიშნავად გამოიყურებოდა.

მოკლედ, "ბრუკლინს" არ დასტყობია ლოპესის არყოფნა და ამ სტატისტიკით თამაშის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არარეალური იყო იმის გამო, რომ "ოკლაჰომა" თითქმის არ აცილებდა ბურთს - თამაშიდან სიზუსტე 60 პროცენტი გახლდათ, საჯარიმოს ხაზიდან - 88 პროცენტი.

დურანტისა და უესტბრუკის ჯამური 57 ქულა არავის გაკვირვებია, მაგრამ დაცვაში თამაშის ოსტატების - იბაკასა და სეფოლოშას შედეგიანობა მართლაც დიდი მოულოდნელობა იყო. ამ წყვილმა თამაშიდან 20 სროლიდან 14 მოათავსა კალათში.

ამათ ფონზე ჩრდილში მოექცა კევინ მარტინი, რომელმაც ბოლო ბურთი მეორე მეოთხედის დასაწყისში ჩააგდო.

სხვათა შორის, სწორედ მისი სამქულიანის შემდეგ დაიწყეს სტუმრებმა ინიციატივის ხელში აღება. "ნეტსი მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მონდომება მხოლოდ იმისთვის ეყო, რომ "მინუს 16" ორქულიან სხვაობამდე დაეყვანა.

ბოლოსკენ მასპინძლებს მეტის გაკეთების საშუალება არ მისცეს. გადამწყვეტი გახდა უოლასისა და უილიამსის აცილებები. თანაც უოლასმა ორჯერ ვერ ჩააგდო - სამქულიანიდან და ფარქვეშიდან.

იყო საკამათო სიტუაციაც - დურანტის ტყორცნას ჰემფრიზმა დააფარა, მაგრამ მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ ბურთი უკვე ფარში ეშვებოდა და "ოკლაჰომას" ორი ქულა მიანიჭეს. ეს რომ არა, კიდევ საკითხავი იქნებოდა ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა.

"ოკლაჰომამ" 117 ქულა დააგროვა და 100-ქულიანი მატჩების სერია ზედიზედ ათამდე აიყვანა. ასეთი რამ NBA-ში 1997 წლის დეკემბრის შემდეგ არ მომხდარა.

ბრუკლინი-ოკლაჰომა 111:117

28:31, 20:30, 38:29, 25:27

ბ: უილიამსი (33+7 პასი), ბლეტჩი (19+11 მოხსნა), ჯონსონი (17), უოლასი (14+7 მოხსნა), ჰემფრიზი (12+12 მოხსნა).

ო: დურანტი (32+6 პასი+5 მოხსნა), უესტბრუკი (25+9 პასი), იბაკა (18+6 მოხსნა+3 დაფარება), სეფოლოშა (14+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...