ქალი ჩოგბურთელების ეკონომიური მაჩვენებლები, რომელიც WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა
ვაგრძელებთ 2012 წლის სეზონის შეჯამებას. დღევანდელი თემაა 2012 წელს ქალი ჩოგბურთელების ეკონომიური მაჩვენებლები, რომელიც WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

10. სამანტა სტოსური - $1 936 184

ავსტრალიელმა ყველაზე დიდი თანხა როლან გაროსის ნახევარფინალში გასვლისთვის მიიღო - 418 851 დოლარი.

2011 წელს სამანტამ მარტო ამერიკის ღია პირველობის მოგებისთვის მოიპოვა 1 758 210 დოლარი - ეს თითქმის ის თანხაა, რაც სტოსურმა წელს მიიღო. ასე რომ, სამანტამ აშკარად ჩააგდო 2013 წელი.

9. ანჟელიკ კერბერი - $1 972 362

22 წლის კერბერს ყველაზე დიდი შემოსავალი ასევე როლან გაროსზე ჰქონდა - მეოთხედფინალში გასვლამ მას 209 426 დოლარი მოუტანა.

2012 წელს გერმანელმა შესამჩნევი პროგრესი განიცადა ყველა მიმართულებით. მან წელი 32-ე ჩოგანის რანგში დაიწყო, სეზონი კი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

კერბერი ლიდერი გახდა სეზონში ჩატარებული მატჩების რაოდენობაში - 82 მატჩი გამართა. ფინანსურმა წარმატებამაც არ დააყოვნა - გერმანელის ჰონორარი სამჯერ გაიზარდა.

8. ნა ლი - $2 280 646

გასულ წელს ნა ლისთვის ყველაზე წარმატებული იყო ცინცინატის ტურნირი, სადაც მან გამარჯვება მოიპოვა და 385 000 დოლარი გამოიმუშავა.

2011 წელს როლან გაროსზე გამარჯვების შემდეგ ნა ლი დღემდე აზიური სპორტის ერთ-ერთი სიმბოლოა. თუ გავითვალისწინებთ ამ კონტინენტზე სარეკლამო ბაზრის განვითარებას, ლი მთავარ შემოსავალს კორტის მიღმა იღებს.

7. კაროლინ ვოზნიაცკი - $2 408 670

დანიელის მთავარი მიღწევა გასულ სეზონში ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში გასვლა იყო, რის გამოც მან 230 845 დოლარი მიიღო.

ვოზნიაცკიმ სეზონი პირველი ჩოგანის რანგში დაიწყო, ბოლოს კი მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, კარომ მნიშვნელოვანი თანხა გამოიმუშავა.

6. პეტრა კვიტოვა - $2 732 875

პეტრას ყველაზე დიდი შემოსავალი მოუტანა ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში გასვლამ - 461 691 დოლარი.

სეზონის პირველ ნაწილში კვიტოვამ მოინდომა და დაახლოებით 1.85 მილიონი დოლარი მიიღო, უიმბლდონის შემდეგ კი სერიოზული ჩავარდნა დაეწყო.

ტრავმებმა და ცუდმა ფიზიკურმა ფორმამ მაინც თავისი გააკეთა - ჩეხმა გამოტოვა წლის შემაჯამებელი ტურნირი, მაგრამ მან სეზონი კარგ ხასიათზე დაასრულა - ჩეხეთის ნაკრებთან ერთად ფედერაციის თასი მოიგო.

5. სარა ერანი - $3 110 636

სარას ერთ ჯერზე ყველაზე სერიოზული წარმატება როლან გაროსზე ჰქონდა, სადაც მან ფინალში ითამაშა და 844 458 დოლარი მიიღო.

2012 წლის სეზონამდე სარა ერანი პირველი ასეულის შუა ნაწილის მოთამაშე იყო და სერიოზულ წარმატებებს მხოლოდ წყვილებში რობერტა ვინჩისთან ერთად აღწევდა. შარშან იტალიელმა სერიოზულ პროგრესსს მიაღწია და 45-ე ადგილიდან მეექვსე პოზიციამდე ავიდა.

ერანის არც წყვილებში თამაში დავიწყებია და იმავე ვინჩისთან ერთად ამ თანრიგში 926 618 დოლარი გამოიმუშავა. ეს სოლიდური მონაგარია იმის გათვალისწინებით, რომ წყვილებში უფრო ნაკლები ჰონორარია, ვიდრე ერთეულებში.

4. აგნიეშკა რადვანსკა - $4 101 542

წელს, ერთ ტურნირზე ყველაზე დიდი შემოსავალი პოლონელს უიმბლდონზე ჰქონდა - მან იქ ფინალში გასვლისთვის 893 533 დოლარი დაიმსახურა.

აგნიეშკას ჰყავს უმცროსი და, რომელიც ასევე გამოდის პროფესიულ ტურში. გასულ სეზონში ურსულა რადვანსკამ მხოლოდ 364 059 დოლარი გამოიმუშავა. დებს არ ენანებათ ფული და პირველი შესაძლებლობისთანავე მონაწილეობენ საქველმოქმედო აქციებში.

3. მარია შარაპოვა - $6 508 296

ამ წელს ჩატარებული ტურნირებიდან რუსმა ჩოგბურთელმა ყველაზე მეტი როლან გაროსის მოგებისთვის მიიღო - 1 688 916 დოლარი.

ყველაზე მდიდარმა რუსმა ქალმა სპორტსმენმა თავისი საბანკო ანგარიში მნიშვნელოვნად შეავსო, მაგრამ მისთვის მთავარი შემოსავალია სარეკლამო კონტრაქტები.

ჩოგბურთელის პარტნიორები არიან - Nike, Cole Haan, Sony Ericsson, Tiffany, TAG, Heuer, Canon და Land Rover. ამ სარეკლამო კონტრაქტების საერთო ღირებულება 25 მილიონს შეადგენს.

2. სერენა უილიამსი - $7 045 975

სერენასთვის ყველაზე სარფიანი ტურნირი იყო - აშშ-ის ღია პირველობა, რამაც ამერიკელს 1 858 054 დოლარი მოუტანა.

ამერიკის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ სერენა უილიამსი გახდა პირველი ქალი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც კორტზე ჯამში 40 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

1. ვიქტორია აზარენკა - $7 923 920

ერთ კონკრეტულ ტურნირზე ყველაზე მეტი თანხა ბელორუსმა ავსტრალიაში მოიპოვა - იქაური ღია პირველობის მთავარი პრიზის აღებამ მას 1 429 950 მილიონი მოუტანა.

აზარენკას არ უყვარს, როცა მის კუთვნილ ფულს ითვლიან. ბელორუსს ურჩევნია, ხალხმა მის საჩოგბურთო წარმატებებზე გაამახვილოს ყურადღება.

"ბელორუსულ გაზეთებში სპორტული გვერდების კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელში "ფორბსის" მორიგი ნომერი მიჭირავს", - აცხადებს აზარენკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა