უეფას შტაბბინაში ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდისა და მომავალი ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფების შემადგენლობა გაირკვა
5 დეკემბერს უეფას შტაბბინაში წილისყრების მთელი წყება გაიმართა. გაირკვა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატის როგორც ელიტრაუნდის, ასევე მომავალი ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფების შემადგენლობა.

მივყვეთ თანმიმდევრობით და უპირველესად, ელიტრაუნდს შევეხოთ, შემდეგ კი მომავალ ციკლზეც ვისაუბროთ, სადაც ორივე ასაკში მასპინძელი თბილისი იქნება.

მთავარ კონკურენტად სერბეთი მოჩანს

როცა 17-წლამდელთა წილისყრის წინ კალათების შემადგენლობას გადავხედეთ, დავინახეთ, რომ გუნდები არცთუ თანაბარძალოვნად იყვნენ დაჯგუფებულნი, რაც ერთნაირად ქმნიდა იმის ალბათობას, რომ საქართველოს ნაკრები მოხვედრილიყო როგორც "სიკვდილის", ასევე შედარებით ზომიერად დაკომპლექტებულ ჯგუფში.

გადავხედოთ ელიტრაუნდის შვიდივე ჯგუფის შემადგენლობას და დავრწმუნდებით, რომ წილისყრაში გაგვიმართლა.

რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი ქუდში გვაქვს - ელიტრაუნდში შემთხვევითი გუნდები ვერ ხვდებიან და თითოეულ მეტოქესთან დიდი ბრძოლები გველის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, მეტოქედ რომელიმე წამყვანი ევროპული ქვეყანა რომ არ გვერგო.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ ასაკში ფავორიტის ცნება ძალიან პირობითია და სიურპრიზი ელიტრაუნდში გასულმა ნებისმიერმა ნაკრებმა შეიძლება შემოგვთავაზოს.

ერთი შეხედვით, გიორგი დევდარიანის გუნდს უმთავრესი ბრძოლა სერბეთთან ელის. სერბებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 9 ქულითა და ნული გაშვებული ბურთით გადალახეს, თანაც, სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგეს - სომხეთი, მოლდოვა და ბელორუსი შესაბამისად, 5:0, 4:0 და 7:0 გაანადგურეს.

ელიტრაუნდში პირველი ადგილიდან გავიდნენ ირლანდიელებიც, რომლებიც ჯერ ავსტრიას 1:1 დაუზავდნენ, შემდეგ რუმინეთს 2:1 სძლიეს, ბოლოს კი მაკედონია 4:0 გაანადგურეს.

ავსტრიელებმა ჩვენს მსგავსად პირველი ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, თუმცა არც ისინი დამარცხებულან - კვიპროსთან 0:0 ითამაშეს, ფარერებს 6:0 გადაურბინეს, შვეიცარიას კი 1:1-ზე გაეყარნენ.

შეგახსენებთ, ელიტრაუნდის ყოველი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ერთი საუკეთესო გადის. ფინალურ რაუნდს მომავალი წლის 5-17 მაისს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

I ჯგუფი: ხორვატია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი

II ჯგუფი: სერბეთი, ირლანდია, საქართველო, ავსტრია

III ჯგუფი: უნგრეთი, შვედეთი, ფინეთი, ბელორუსი

IV ჯგუფი: გერმანია, უკრაინა, ბულგარეთი, ესტონეთი

V ჯგუფი: ჩეხეთი, შვეიცარია, ისრაელი, პოლონეთი

VI ჯგუფი: ინგლისი, სლოვენია, პორტუგალია, რუსეთი

VII ჯგუფი: ნორვეგია, ჰოლანდია, იტალია, ჩრდილოეთ ირლანდია

ბრიტანელთა გარემოცვაში

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები წილისყრისას მესამე კალათაში იყო, 19-წლამდელები კი - მეოთხეში. ამის ფონზე წილისყრის შედეგებით უკმაყოფილო არც ამ ასაკში უნდა ვიყოთ.

მართალია, ინგლისთან ერთ ჯგუფში მოხვედრა არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ არანაკლებ ძლიერი გუნდები სხვა ჯგუფებშიც მრავლად არიან. სხვა რომ არაფერი, მე-5 ჯგუფს ბეწვზე ავცდით, სადაც ერთდროულად ჰოლანდიელებთან და გერმანელებთან მოგვიწევდა ურთიერთობის გარკვევა.

გადავხედოთ კახა კაჭარავას გუნდის მოწინააღმდეგეთა გზას ელიტრაუნდისკენ:

შოტლანდიამ სამივე მატჩი მოიგო - სომხეთი 4:0 გაანადგურა, რუმინეთსა და შვეიცარიას კი შესაბამისად, 1:0 და 4:3 სძლია.

7 ქულა დააგროვა ინგლისმა - ესტონეთი და ფარერები შესაბამისად, 3:0 და 6:0 გაანადგურა, უკრაინასთან კი ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეგახსენებთ, ქართველთა და ინგლისელთა ეს თაობა ერთხელ უკვე შეხვდა ერთმანეთს - ორი წლის წინ თბილისში გამართული პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა და ელიტრაუნდში ორივე გუნდმა გააღწია.

მაშინ ჩვენს გუნდს კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნიდა, ინგლისელთა კარი კი ბაჩანა არაბულმა დალაშქრა, რომელიც ახლა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

ბელგიაც პირველადგილოსანია და პირველ ეტაპზე საკმაოდ უცნაური შედეგები აჩვენა - იტალიასა (2:1) და ბელორუსს (1:0) მოუგო, ალბანეთთან კი 1:3 წააგო.

აქაც 17-წლამდელთა ანალოგიური ფორმატია: ფინალურ ეტაპზე, რომელიც მომავალი წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე ლიტვაში გაიმართება, მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები ითამაშებენ.

I ჯგუფი: ავსტრია, საფრანგეთი, ბოსნია, შვედეთი

II ჯგუფი: სერბეთი, ირლანდია, სლოვაკეთი, შვეიცარია

III ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩეხეთი, ბულგარეთი

IV ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, პოლონეთი, საბერძნეთი

V ჯგუფი: ჰოლანდია, გერმანია, ნორვეგია, კვიპროსი

VI ჯგუფი: შოტლანდია, ინგლისი, ბელგია, საქართველო

VII ჯგუფი: თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, იტალია

ჩვენ, ჰოლანდია და ორი ჯუჯა

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდის წილისყრაში გაგვიმართლა.

მართალია, ჩვენი მომავალი 17-წლამდელების მეტოქეა ჰოლანდია, სამაგიეროდ, დანარჩენი ორი მოწინააღმდეგე ისეთია, უკეთესს ვერ ვინატრებდით.

რა თქმა უნდა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გაგვიჭირდება, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ელიტრაუნდში პირველი საფეხურით გახვალ თუ მეორეთი.

ჩვენი ჯგუფის მატჩებს მომავალი წლის 17-22 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს, ევროპის 2014 წლის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი მალტაზე გაიმართება.

I ჯგუფი: ბელაორუსი, რუმინეთი, დანია, ალბანეთი

II ჯგუფი: იტალია, შვედეთი, უკრაინა, ლიტვა

III ჯგუფი: ჩეხეთი, საფრანგეთი, ისრაელი, ლიხტენშტაინი

IV ჯგუფი: შოტლანდია, უნგრეთი, სლოვენია, უელსი

V ჯგუფი: ხორვატია, პორტუგალია, ჩერნოგორია, ბოსნია

VI ჯგუფი: საბერძნეთი, სერბეთი, ესტონეთი, ანდორა

VII ჯგუფი: ირლანდია, ინგლისი, გიბრალტარი, სომხეთი

VIII ჯგუფი: ნორვეგია, ესპანეთი, კვიპროსი, მოლდოვა

IX ჯგუფი: ჩრდილოეთ ირლანდია, თურქეთი, ლატვია, ლუქსემბურგი

X ჯგუფი: რუსეთი, ისლანდია, სლოვაკეთი, აზერბაიჯანი

XI ჯგუფი: საქართველო, ჰოლანდია, სან მარინო, ფარერები

XII ჯგუფი: დანია, შვეიცარია, ყაზახეთი, ავსტრია

XIII ჯგუფი: ბელგია, პოლონეთი, ბულგარეთი, მაკედონია

რევანშის შანსი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მიმდინარე წლის გაზაფხულზე ისტორიული მიღწევის შემოქმედი გახდა - ვასილ მაისურაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონ ჰოლანდიასთან დამარცხდა.

ფორტუნამ ისე ინება, რომ ჰოლანდიის ნაკრებს მომავალი წლის შემოდგომაზე თბილისში მოუწევს ჩამოსვლა და საქართველოს ნაკრებს ძველ მეტოქეზე რევანშის საშუალება უკვე 19-წლამდელთა სტატუსით მიეცემა.

საქართველო ამ ჯგუფის მატჩებს 2013 წლის 13-18 ნოემბერს უმასპინძლებს.

რაც შეეხება ჩვენს სხვა მეტოქეებს, შეიძლებოდა, მოლდოვასა და უელსზე სუსტი მოწინააღმდეგეებიც შეგვხვედროდა, მაგრამ ვფიქრობთ, ამაზე წუწუნი არ ღირს.

პატივისცემას ყველა გუნდი იმსახურებს, მაგრამ მაისურაძის გუნდისთვის, რომლისგანაც კვლავ ბევრს ველით, მსგავსი ოპონენტების დაძლევა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უნგრეთი უმასპინძლებს, სადაც, სხვათა შორის, ახალ ზელანდიაში 2015 წელს გასამართი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურები გათამაშდება.

I ჯგუფი: ხორვატია, ჩეხეთი, გიბრალტარი, კვიპროსი

II ჯგუფი: რუმინეთი, პოლონეთი, სომხეთი, ლიტვა

III ჯგუფი: ირლანდია, ბოსნია, აზერბაიჯანი, შვედეთი

IV ჯგუფი: ბელგია, საფრანგეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ისლანდია

V ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, ბელორუსი, ლატვია

VI ჯგუფი: საბერძნეთი, სლოვაკეთი, ალბანეთი, ბულგარეთი

VII ჯგუფი: სერბეთი, ავსტრია, ყაზახეთი, ფინეთი

VIII ჯგუფი: პორტუგალია, ნორვეგია, ლუქსემბურგი, სან მარინო

IX ჯგუფი: შვეიცარია, ინგლისი, ანდორა, სლოვენია

X ჯგუფი: იტალია, დანია, ისრაელი, ლიხტენშტაინი

XI ჯგუფი: ჰოლანდია, საქართველო, მოლდოვა, უელსი

XII ჯგუფი: თურქეთი, ჩერნოგორია, მაკედონია, ფარერები

XIII ჯგუფი: რუსეთი, უკრაინა, მალტა, ესტონეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] U19. ევროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა
რომელ ვარსკვლავზე გააკეთებს პერესი 150-მილიონიან შეთავაზებას - The Telegraph-მა ეს ფეხბურთელი დაასახელა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს