მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი თაოსნობით მოწყობილ პაექრობაში, რომლის საპრიზო ფონდი 10 ათასი ლარს შეადგენდა, ერთმანეთს პირველობას 8 გუნდი ეცილებოდა
ხალმხრავლობა იყო გუშინ საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში - ჩვენი ქვეყნის რომელი კუთხის წარმომადგენელს არ ნახავდით აქ: სრულიად საქართველო სვეტიცხოვლობის მე-1000 წლისთავს ზეიმობდა. სახელდახელოდ მოწყობილ სცენებზე თვითმოქმედი ანსამბლები ეშხიანად, ჩვენებურად, ქართულად მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

სპორტულ სარბიელზე კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ფეხბურთელი ბიჭები, ფრენბურთელები, ცხენოსნები, ქართული (ხრიდოლი) და აღმოსავლური ორთაბრძოლების მოყვარულნი. ყველაზე მეტი ქომაგი მაინც ქართულმა ჭიდაობამ მიიზიდა. მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი თაოსნობით მოწყობილ პაექრობაში (საპრიზო ფონდი - 10 ათასი ლარი) 8 გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს პირველობას (საგულისხმოა, რომ მხარის გუბერნატორმა, ქართული ჭიდაობის ქომაგმა ცეზარ ჩოჩელმა ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ სამი ღონისძიება დააფინანსა 10-10 ათასი ლარით).

განსაკუთრებით მასპინძლებმა - მცხეთა-მთიანეთის მხარის ფალავნებმა (ბეთქილ შუკვანი, ამბაკო ავალიანი, ხვიჩა ხუციშვილი, გიორგი ცოციაშვილი, მირიან პავლიაშვილი, ალექსი დავითაშვილი) იყოჩაღეს. მათ ზედიზედ სძლიეს თბილისის (5:0), კასპის (4:1), კახეთის (5:0) წარმომადგენლებს და მთავარი პრიზი მოიპოვეს. მეორე ადგილზე კახელები (მიხეილ ოსაძე, გიორგი მეკოკიშვილი, გიორგი კუდუხაშვილი, ბექა ბიქოშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი) გავიდნენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კასპელებმა (ტრისტან ფეიქრიშვილი, ზვიად ოდოშაშვილი, ბექა ბერუაშვილი, კახა მამულაშვილი, შმაგი შარიფაშვილი, ვალერი ჟორჟოლიანი, ვახტანგ ზოიძე) გორელებს 3:2 აჯობეს.

გამარჯვებულები და პრიზიორები ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა, პეკინის ოლიმპიადის პრიზიორმა ოთარ თუშიშვილმა, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა და შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა შალვა ჩოჩელმა დააჯილდოვეს.

ქართულ ჭიდაობაში მომდევნო დიდი ღონისძიება, როგორც უშანგი ყურაშვილმა გვითხრა, 23 ოქტომბერს ჭიათურაში გაიმართება. იქ ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებისა თუ პირველობების მრავალი მედალოსნის აღმზრდელის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ მოდებაძის სახელობის თასი გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა