საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უეფას პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა
შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ელიტრაუნდებისა და ევროშესარჩევის კენჭისყრის დასრულების შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის პირისპირ შეხვდა.

უეფას თავკაცისა და სფფ-ის ხელმძღვანელის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზვიად სიჭინავამ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ დიდი შანსია, პლატინი მალე თბილისში გვეწვიოს.

"თავდაპირველად, კენჭისყრაზე გეტყვით. ოთხი შანსიდან დღეს ჩვენ ორი გამოვიყენეთ და მომავალი წლის ორი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ.

უდიდესი სურვილი გვქონდა, 19-წლამდელთა ელიტრაუნდიც თბილისში წამოგვეღო, თუმცა ინგლისმა და შოტლანდიამ თავიდანვე მოილაპარაკეს, რომ ბელგიაში თამაში აწყობდათ და ამიტომ ჩვენ ვეღარ მოვახერხეთ.

მე შევხვდი ბატონ მიშელ პლატინის. შეხვედრა დახურული იყო, თუმცა გეტყვით იმას, რომ ჩვენ ყველა ერთობლივ პროექტზე ვისაუბრეთ.

უეფას პრეზიდენტმა მოგვილოცა მომავალი წლის ორი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი თქვენდამი დიდი ნდობისო.

მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ბატონი პლატინი უახლოეს მომავალში გეგმავს შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დიდი შანსია, უეფას პრეზიდენტი თბილისში გვეწვიოს და სწორედ იქ შედგეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლოდ ისეთ გრანდიოზულ პროექტზე, როგორიცაა ევრო 2020. ბატონ პრეზიდენტს ძალიან აინტერესებდა ჩვენი ხედვა იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ევროპის საიუბილეო ჩემპიონატის მასპინძლობაში ბევრი ქვეყანა იყოს ჩართული და მათ შორის, საქართველოც მოიაზრება" - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ამის შემდეგ სფფ-ის ხელმძღვანელებმა რამდენიმე მოლაპარაკება გამართეს მეგობარი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებთან. გადაწყვეტილია ელიტრაუნდამდე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ტესტ-მატჩები რამდენიმე საკმაოდ სოლიდური ქვეყნის ნაკრებთან.

თუმცა, ზვიად სიჭინავას თქმით, როცა ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება, ყველა დეტალი მაშინ გახმაურდება. ეს კი, სავარაუდოდ, უახლოეს ორ დღეში მოხდება. სფფ-ის დელეგაცია სამშობლოში 6 დეკემბერს დაბრუნდება.

gff.ge

ასევე იხილეთ:

17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორტუნამ დაგვინდო, ჯერი ჩვენს ჭაბუკებზეა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე