აფხაზი მთამსვლელები არაღიარებული რესპუბლიკის დროშის აღმართვას გიორგი თორთლაძის მიერ დაპყრობილ მწვერვალზე აპირებენ

არგენტინაში, აკონკაგუა (6962 მ) უკვე მესამე მწვერვალია ქართველებისა და აფხაზების ალპურ ომში.

20 დეკემბერს 4 აფხაზი მთამსვლელი ცნობილ შვედ მოგზაურთან, იოჰან ერნსტ ნილსონთან ერთად ამ მწვერვალის დასაპყრობად ექსპედიციას მოაწყობს. ექსპედიციის მიზანი მთის მწვერვალზე აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დროშის აღმართვაა.

აფხაზმა ალპინისტებმა უკვე აღმართეს აფხაზეთის დროშები ელბრუსსა და კილიმანჯაროზე.

პროექტს მხარი აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაუჭირა.

იანვარში აკონკაგუა ცნობილმა ქართველმა მთამსვლელმა, გიორგი თორთლაძემ დაიპყრო. ამ მწვერვალზე მან არა მხოლოდ საქართველოს დროშა აღმართა, არამედ დააყენა აბრები წარწერით - "საქართველო ოკუპაციის გარეშე". აპრილში ის ევერესტზე ავიდა და მწვერვალზე აბრა წარწერით - "რუსეთო, დატოვე საქართველო!" დატოვა.

"ამინდის გამო არც დროშა და არც ბანერები მწვერვალებზე დიდხანს არ ჩერდება. მთავარია მათი ფირზე აღბეჭდვა. შემდეგ მას სხვადასხვა ტელეარხზე აჩვენებენ, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვება", - განაცხადა გიორგი თორთლაძემ.

თორთლაძემ აფხაზების ექსპედიციაში მონაწილეობის გამო შვედი ალპინისტიც გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, რომ მას ამ ექსპედიციისთვის დიდძალ თანხას გადაუხდიან. და თუ ის მართლაც მიიღებს სეპარატიზმის პროპაგანდაში მონაწილეობას, ამის შესახებ მოგზაურთა მთელ სამყაროს შევატყობინებ. ნილსონი ინანებს", - ამბობს თორთლაძე.

თავად 52 წლის თორთლაძე საქართველოს დროშითა და ანტირუსული ბანერით იანვარში ჰიმალაიზე, რიგით მეხუთე მწვერვალის, მაკალუს (8485 მ) დასაპყრობად მიემგზავრება. ეს 10 ალპინისტით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი იქნება, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები გაუძღვებიან.

ეს სულაც არაა საქართველოს პირველი გამოწვევა აფხაზეთის სპორტული საზოგადოებისგან. 2012 წლის დასაწყისში ფიფამ კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებს ოფიციალური ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება მისცა.

მალევე ამ ახალი ამბით წახალისებულმა აფხაზებმა მეგობრული თამაში ჩაატარეს კრასნოდარის "ყუბანთან". აფხაზებმა 2:1 გაიმარჯვეს და შეხვედრის პირველ საერთაშორისო მატჩად აღიარება მოისურვეს, რაზეც ფიფამ კატეგორიული უარი განაცხადა.

ambebi.ge

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა