2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრამ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უმძიმეს ჯგუფში მოახვედრა
2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრამ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უმძიმეს ჯგუფში მოახვედრა: კახა კაჭარავას გაწვრთნილები მე-6 ჯგუფში ინგლისს, შოტლანდიასა და ბელგიას დაუპირისპირდებიან.

ტურნირს ბელგია 2013 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს - თამაშები 24, 26 და 29 მაისს ჩატარდება.

კახა კაჭარავა 19-წლამდელთა მომზადების გეგმებზე გველაპარაკა და მეტოქეები შეაფასა.

- ინგლისი, შოტლანდია, ბელგია - ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და შეიძლება ითქვას, არ გაგვიმართლა.

- რას ვიზამთ, ელიტრაუნდში სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან და ასეთ მეტოქეებს არც ველოდით. ისე, საგანგაშო მდგომარეობაც არ არის: 17-წლამდელთა ნაკრებს გაცილებით ძლიერი მეტოქეები ჰყავდა: ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა, მაგრამ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხეს.

პირიქით, ძლიერი მეტოქეები მახარებს, რადგან ჩვენი მოთამაშეები გამოცდილებას ასეთი დონის საერთაშორისო შეხვედრებში იღებენ, რაც მათ წინსვლასა და პროგრესში დაეხმარებათ. ასაკობრივი ნაკრებების მთავარი ამოცანა კი სწორედ ესაა.

- ალბათ, მეტოქეებზე ინფორმაციას ჯერ არ ფლობთ.

- ინგლისის მატჩების ვიდეოჩანაწერებს ლიტველები მოგვაწვდიან, სადაც შესარჩევ ეტაპს უმასპინძლეს. ინგლისის ამ თაობას კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელები ევროპის შესარჩევზე თბილისში დაუპირისპირდნენ.

ბრიტანელებს "ლივერპულისა" და "ჩელსის" მოთამაშეები ჰყავთ. მაგალითად, ლივერპულელმა რაჰიმ სტერლინგმა პრემიერლიგაში წლეულს 14 შეხვედრა ჩაატარა - მან თბილისში შესარჩევ ტურნირზეც ითამაშა. ახლა ვნახავ, ორი წლის შემდეგ ვინ რა პროგრესი განიცადა.

დანარჩენ მეტოქეებზეც ინფორმაციას ნელ-ნელა შევაგროვებთ.

- კენჭისყრამდე ბრძანეთ, რომ მიწვევები გაქვთ კვიპროსის, პორტუგალიისა და ავსტრიის საერთაშორისო ოთხთა ტურნირებზე. თუ გადაწყვიტეთ, სად ითამაშებთ?

- კენჭისყრის შემდეგ ზვიად სიჭინავა და რეზო არველაძე დამიკავშირდნენ და ვთქვით, რომ 2013 წლის დასაწყისსა და გაზაფხულზე პორტუგალიისა და კვიპროსის საერთაშორისო ტურნირებზე გავემგზავრებით, მაისის ბოლოს კი სერბეთში მოვემზადებით და 19-20 მაისს ამ ქვეყნის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. ბელგიაში სწორედ ბალკანეთიდან ჩავალთ.

ანუ დაახლოებით 8 ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ. ეს ძალიან მახარებს, რადგან ჩვენი ჩემპიონატი მაინც "მატყუარა" ტურნირია. გგონია, რომ ფეხბურთელები იზრდებიან, მაგრამ საერთაშორისო სარბიელზე რომ გავდივართ, სისწრაფე და კიდევ ბევრი რამ არ გვყოფნის, ან მიუჩვევლები არიან.

მაგალითად, ხორვატიაში შესარჩევი ციკლის პირველ ტურში მასპინძლებთან გაგვიჭირდა, მაგრამ ბიჭებმა ტემპს ალღო აუღეს და მერე და მერე თამაში გავაუმჯობესეთ.

იმის თქმა მსურს, რომ ოფიციალურ თამაშებამდე უცხო გარემოსთან ადაპტაცია და მაღალი დონის მეტოქეებთან მაღალ ტემპში ხშირი სპარინგი აუცილებელია. ეს გუნდსაც ზრდის და თითოეულ მოთამაშესაც.

- ასეთი ძლიერი ჯგუფიდან გასვლის შანსზე ლაპარაკი ძალიან რთულია.

- რა თქმა უნდა, ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ უნდა შევძლოთ და ამხანაგურ შეხვედრებსა და საერთაშორისო ტურნირებზე გუნდი უკეთ შევათამაშოთ.

სწორი ფეხბურთის თამაშსა და მაღალ ტემპთან შეჩვევას დრო სჭირდება, უცებ არაფერი გამოვა, მაგრამ უიმედოდ არ ვართ.

კახა კაჭარავა: ბევრი თამაში გვექნება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორტუნამ დაგვინდო, ჯერი ჩვენს ჭაბუკებზეა

კახა კაჭარავა: საქართველოს ნაკრებს სამ ტურნირში იწვევენ

კახა კაჭარავა: ნაკრებში ყველა ჩემი შვილია...

ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა