"ზუგდიდის" კონსულტანტის აზრით, რომ არა მსაჯების შეცდომები, გუნდს შვიდი ქულით მეტი ექნებოდა
ნამყოფი გახლავართ განმუხურში "ზუგდიდის" ერთ საშინაო თამაშზე და უნდა გითხრათ, რომ იქიდან ქულების წამოღება ნებისმიერი გუნდისთვის დიდი საქმეა.

"ზუგდიდი" მიმდინარე სეზონში მკვეთრად თავისებური გუნდია, ყველაფერი საკუთარი აქვს, სახე, გულშემატკივარი, ფეხბურთელები და რა თქმა უნდა, კონსულტანტიც - ოთარ გაბელია.

"ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა ჩვენთან, ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებს უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია "ზუგდიდზე", რომელსაც კვლავ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

სხვა საქმეა იმის დადგენა, თუ რამდენ ხანს იქნება ასე. ამ დროისთვის არის პატარა დავალიანება და გვპირდებიან, 15 დეკემბრამდე დარიგდება ხელფასებიო", - გვითხრა გაბელიამ.

"ზუგდიდს" ზუგდიდში მინდორი არ აქვს. რა სტადიონიც ჰქონდა, ის დაანგრიეს. გუნდიც მშობლიურ ქალაქში "ბაიას" ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობს, ან კახათში და რუხში უწევს წასვლა მინდორზე ოფლის მოსადენად.

მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ "ზუგდიდის" რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება კლუბთან, ხელშეკრულების გაგრძელებას კი სტაბილური პირობები სჭირდება.

გაბელიას თქმით, ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი.

"ზუგდიდი" ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა და ჩინებული შანსი აქვს, რომ სეზონის მეორე ეტაპი ზედა ექვსეულში დაიწყოს. ბოლო საგარეო შეხვედრები კი "ზუგდიდმა" წარმატებით ვერ ითამაშა, საჩხერის "ჩიხურასთან" 0:2 დამარცხდა, გორის "დილასთან" - 0:3.

"ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ. "ჩიხურასთან" მსაჯების მხრიდან იყო შეცდომები. წარუმატებლობას მსაჯებს არ ვაბრალებ, მაგრამ მათი შეცდომები უმნიშვნელო არ ყოფილა.

ჩვენს საზიანოდ იყო ისეთი შეცდომებიც, საკამათო რომ ვერ იქნება. რომ არა ასეთი შეცდომები, ახლა შვიდი ქულით მეტი ექნებოდა "ზუგდიდს".

საერთო ჯამში, "ზუგდიდის" შედეგები დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს", - ასე ფიქრობს გაბელია.

"ზუგდიდის" კონსულტანტს იმაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, რომ განმუხურში მეტოქე გუნდს განსაკუთრებულად უჭირს თამაში.

"რომელ გუნდსაც კი განმუხურში მოვუგეთ, ყველას თამაშით ვაჯობეთ. როცა ჩვენ წავაგეთ ზესტაფონში და ქუთაისში, არანაირი პრეტენზია არ გვქონია და არც სხვას უნდა ჰქონდეს რამე საპრეტენზიო ჩვენთან.

თუ გულშემატკივრების მხრიდან უცენზურო შეძახილებს გულისხმობენ, ასეთი რამ ყველა ქვეყნის სტადიონებზე ხდება.

არ არის მართალი, თითქოს ჩვენ ზეწოლას ვახორციელებთ მსაჯებზე. მსგავსი არაფერი ყოფილა და თუ მსაჯს შეცდომაზე მივუთითე, ეს ზეწოლა არ არის. - გვითხრა გაბელიამ და იქვე დაამატა, - მოგვწონს განმუხურში თამაში? სხვა სტადიონი ჩვენს განკარგულებაში არ არის და შესაბამისად, ამ საკითხზე არაფერი მეთქმის.

ცუდია, რომ ზუგდიდს არ აქვს სტადიონი. ამას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. თუ სხვაგან კეთდება სტადიონები, ზუგდიდშიც იგივე რატომ არ უნდა მოხდეს?!"

რომ არა მსაჯების შეცდომები, შვიდი ქულით მეტი გვექნებოდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ლევან აკობია: ფული რომ იყოს, "ზუგდიდი" სამეულში მოხვდებოდა

ელგუჯა ქომეთიანი: საცოდაობა იქნება, "ზუგდიდის" არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს

Zugdidi
მეტალურგი, არ გინდა რა ასეთი ლაპარაკი კაცურად.. თქვენ რომ ზუგდიდელი გულშემატკივარის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ არა 5 და 6 თამაში არამედ თუნდაც 2 მემგონი ჩაღრმავებულ ადგილებს კიარა შენი თქმის არ იყოს თავს წააცლით... კიდე კარგად ვითმენთ და გინებით ვკმაყოფილდებით. მე პირადად შემიძლია გაჩვენო 5-6 ვიდეო სხვადასხვა თამაშებიდან სადაც აშკარად ჩანს მსაჯის შეცდომა ზუგდიდის წინააღმდეგ და ბატონი ოთარის ნათქვამი 7 ქულით ზედმეტი გვექენებოდაო ალბათ მინიმალურ დანაკლისად მოგეჩვენებათ თქვენ...
xxx
არაა სწორი გინება და ლანძღვა,მაგრამ თქვენ რო ყოფილიკავით ზუგდიდის გულშემატკივარი დარწმუნებული ვარ იგივეს იზამდით და იგივე რეაქცია გექნებოდათ,ერთი და ორი თამაშზე არაა აქ საუბარი....რამოდენიმე თამაშია რო ზუგდიდის წინაამდეგ უსჰვებენ შეცდომას,მაინტერესებ,სულ ზუგდიდის წინაამდეგ რატო მოსდით შეცდომა?
მეტალურგი
მსაჯებზე ზეწოლა არ ყოფილაო??? ....არ დაუტოვეს შეუგინებელი და ზეწოლა რაღაა მაშინ? თავს ხო არ მოჭრი მაინცადამაინც? ეეჰ, როგორ უნდა უთხრა ასეთ დაფასებულ კაცს მაგ სიმართლით იარე მეთქი... ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს, ალბათ ამის თქმა მაინც შეიძლება
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა