ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შუ­რი თუ სი­ნა­ნუ­ლი - გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მე­ზობ­ლებს შო­რის

შუ­რი თუ სი­ნა­ნუ­ლი - გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მე­ზობ­ლებს შო­რის

მასობრიობა და სპორტული ბაზები - ვფიქრობთ, ესაა ჩვენი მეზობლების წარმატების წინაპირობა
ჩვენს მეზობელ რუსეთსა და აზერბაიჯანში ჭიდაობა რამდენად განვითარდა, არაერთხელ დაგვიწერია და არ დაგიმალავთ - კეთილი შურითაც, რადგან მათი დონე დღეს ჩვენთვის სანატრელია.

თუმცა ეს იქნებ შურზე უფრო მეტად სინანულია, ვინაიდან მათი წარმატებისა კი არ გვშურს, გული იმაზე გვტკივა, რომ ჩვენთან ასეთი პირობები არ არის.

ცხადია, მავანი აუცილებლად მოგვედავება და გაგვახსენებს ფინანსურად გამყარებულ ყოვლისშემძლე რუსულ-აზერბაიჯანულ ლობის, რასაც არ უარვყოფთ, მაგრამ მათ ლობისტობის გარეშეც ძლიერი ფალავნები ჰყავთ.

მასობრიობა და სპორტული ბაზები - ვფიქრობთ, ესაა მათი წარმატების წინაპირობა. ალბათ, იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ დღეს ჭიდაობის ცენტრად კავკასია იქცა, რადგან რუსეთში ტონს ჩრდილოკავკასიელები იძლევიან.

განსაკუთრებით - თავისუფალ ჭიდაობაში. ჩვენში ჩრდილოკავკასიელებზე ხშირად ამბობენ, რომ ჭიდაობის გარდა, მათ სხვა თავისგამოსაჩენი არ აქვთო, თუმცა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განავითარეს ჭიდაობის არატრადიციული სახეობები - ძიუდო და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, აგრეთვე - სპორტის სხვა სახეობები.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, ფეხბურთში რა დონის კლუბებად იქცნენ მახაჩყალის "ანჟი", ვლადიკავკაზის "ალანია", გროზნოს "ტერეკი", ნალჩიკის "სპარტაკი" - როგორც ვხედავთ, თითქმის ყველა იქაურ ავტონომიურ რესპუბლიკას ჰყავს ერთი სოლიდური საფეხბურთო გუნდი. ამასთან, ჩრდილოკავკასიელებს უკვე მოეძევებათ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ძიუდოში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, კრივში, ძალოსნობაში, სერიოზულ წარმატებებს აღწევენ მძლეოსნობაში (მართალია, ელენა ისინბაევა დაღესტნელია, მაგრამ ის მაღალი კლასის სპორტსმენად მოსკოვში ჩამოყალიბდა), ტანვარჯიშში, ფარიკაობაში...

ამას მასობრიობით და თანხის სწორად დაბანდებით მიაღწიეს. კონკრეტულად ჭიდაობაში ეს მასობრიობა იმდენად დიდია, რომ ჩრდილო კავკასიიდან, დედამიწის ამ პატარა რეგიონიდან გამოსული მოჭიდავეებით ლამის მთელი მსოფლიო გაივსო.

თვით აზერბაიჯანსაც ბევრი ჰყავს აქედან გადაყვანილი ათლეტი; უფრო შორეულ ქვეყნებში კი ისინი გამოჩნდნენ კანადაში, შუა აზიის გუნდებში, რომ არაფერი ვთქვათ ევროპაზე.

გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში და სხვაგან უკვე გამოჩნდნენ ბოლო წლების ომების შედეგად ევროპაში გადახვეწილ ემიგრანტთა შვილები.

მაგალითად, ასეთი ემიგრანტი იყო ლაფანყურის ოპერაციისას დაღუპული 21 წლის ჩეჩენი სალამ ზაურბეკოვი, ავსტრიის სამგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. მისი ოჯახი ჩეჩნეთის მეორე ომისას წავიდა ემიგრაციაში და ავსტრიაში დამკვიდრდა.

სალამს წლეულს ევროპის პირველობაზეც უნდა ეასპარეზა, მაგრამ მოსამზადებელი შეკრებიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ ოჯახს აღარ უნახავს, ვიდრე ლაფანყურის ტყეში არ დაიღუპა.

დაღესტნელთა დალხინება

დღეს საშუალება გვაქვს, მასობრიობა და პირობები რუსეთში წამყვანი საჭიდაო რეგიონის - დაღესტნის მაგალითზე ქართულ რეალობას შევადაროთ და ყველაფერი თვალნათელი გახდება.

მოგეხსენებათ, ჩვენთან სპორტსკოლები როგორ შეამცირეს (პრაქტიკულად, გააქრეს), იქაური ჭიდაობის საიტის მიხედვით კი, მხოლოდ მახაჩყალასა და ხასავიურტში რამდენიმე ასეთი სპეციალიზებული სასწავლებელია.

მახაჩყალაში ერთ-ერთი ავტორიტეტული და სტაჟიანია უმაღლესი დაოსტატების სკოლა, სადაც 450 ბავშვი ვარჯიშობს.

აქ მუშაობს ცნობილი მწვრთნელი ამირბეკ იუსუპოვი, რომლის მრავალრიცხოვან აღზრდილს შორის ყველაზე წარმატებულნი არიან დაღესტნის ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი საჯიდ საჯიდოვი; ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ჩემპიონი კურამაგომედ კურამაგომედოვი; ევროპის ოთხგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი მაგომედ აზიზოვი; ჩვენთვის კარგად ნაცნობი იუსუპ აბდუსალამოვი ტაჯიკეთიდან (მას რევაზ მინდორაშვილმა პეკინის ოლიმპიადის ფინალი მოუგო) და სხვები.

მახაჩყალაში ყველაზე დიდია "დინამოს" ოლიმპიური რეზერვების სპეციალიზებული რესპუბლიკური ბავშვთა საჭიდაო სკოლა, სადაც ერთბაშად 1100 მოზარდი ვარჯიშობს. მას ფილიალები აქვს ქალაქის სხვადასხვა უბანში, ქალაქ ბუგლენსა და ყიზილიურტში.

ამ სკოლის აღზრდილები არიან ოლიმპიური ჩემპიონები - საიპულა აბსაიდოვი, მაგომედ აბუშევი, შირვანი მურადოვი, საგიდ მურთაზალიევი, ვერცხლისმედალოსნები - ელმადი ჯაბრაილოვი, ბახტიარ ახმედოვი, ბრინჯაოსმედალოსანი მარიდ მუტალიმოვი, მსოფლიოს ჩემპიონი ნასრულა ნასრულაევი და არაერთი ცნობილი ფალავანი.

აქაური მწვრთნელებიდან უდავოდ გამოსარჩევია იმანმურზა ალიევი, მურთაზალიევის, მურადოვისა და ახმედოვის პირადი აღმზრდელი. 450 ბავშვი ვარჯიშობს გამიდ გამიდოვის სახელობის სკოლაში, რომელიც თავს იწონებს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მაგომედხან არაცილოვის, მსოფლიოს ჩემპიონ რუსლან აშურალიევის თუ სხვათა მიღწევებით.

ჯერჯერობით მთლად ასეთი მყვირალა ვარსკვლავებით ვერ დაიკვეხნის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ალი ალიევის სახელობის მუნიციპალური სკოლა, რადგან ის 1999 წელს გაიხსნა, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში უკვე ბევრს მიაღწიეს.

საგულისხმოა, რომ აქ 600 ბავშვი ვარჯიშობს, ხოლო სკოლას ფილიალები აქვს დაღესტნის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ერთ-ერთ სკოლა-ინტერნატში და სოფელ ბოგატირიოვკაში, ანუ ეს მთელი ქსელია და არა ერთი კონკრეტული წერტილი.

ხასავიურტში ყველაზე დიდია ძმებ ირბაიხანოვების სახელობის ოლიმპიური რეზერვების რესპუბლიკური სპეცსკოლა, სადაც 1400 ბავშვი ეუფლება ჭიდაობის ხელოვნებას. სწორედ აქ გაიზარდა ჩეჩენი ოლიმპიური ჩემპიონი ჯამალ ოთარსულთანოვი, რომელმაც მსაჯთა დიდი დახმარებით ლონდონის ოლიმპიადის ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მოუგო.

საინტერესოა, რომ ამ სკოლას ფილიალები აქვს ხასავიურტის რაიონის სხვადასხვა სოფელში, სადაც მათივე აღზრდილი 20 მწვრთნელი მუშაობს, ანუ ეს საკმაოდ დიდი ორგანიზაციული სტრუქტურაა.

ეს სკოლა 1998 წელს გახსნეს სახელოვანმა ჩეჩენმა ძმებმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონებმა ადამ და ბუვაისა საიტიევებმა. მას თავიანთი პირველი მწვრთნელის, მსოფლიოს ჩემპიონ ისაკ ირბაიხანოვის სახელი უწოდეს, მოგვიანებით კი იქაურობას გამოეყვნენ და საკუთარი სკოლა დააარსეს.

როგორც შარშან თბილისში სტუმრად მყოფმა სამგზის ოლიმპიურმა და ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ბუვაისა საიტიევმა გვითხრა, იქ 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს. ჯერ დიდი წარმატებები არც ამ სკოლას მოუპოვებია, მაგრამ ასაკობრივ ტურნირებში აქვთ მიღწევები.

მაგალითად, ამას წინათ მათ საკმაო რაოდენობის მედლები მოიპოვეს აბდუსალამოვის სახელობის ტურნირში მშობლიური საქართველოს მოსაზღვრე ბოთლიხის რაიონში. 1000 მოზარდია გაერთიანებული 2000 წელს გახსნილ სპეციალიზებულ სკოლაში, რომელსაც 2006 წლიდან ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, მავლეტ ბატიროვის სახელი ეწოდა.

მოსწავლეთა რაოდენობით ბევრად პატარაა 2001 წელს გახსნილი ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელი, თუმცა მისი აღზრდილია სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, ლონდონში დავით მოძმანაშვილთან დამარცხებული ყაბარდოელი ბილიალ მახოვი. აქვე მუშაობს მისი პირადი მწვრთნელი და რუსეთის ნაკრების დღევანდელი თავკაცი მაგომედ ჰუსეინოვიც.

საქართველოს გაჭირვება

აი, ასეთია მდგომარეობა დაღესტანში, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ აქ ჩამოთვლილი არ არის ცალკეულ სოფლებში, უმაღლეს სასწავლებლებში თუ სხვა ორგანიზაციებში არსებული დარბაზები.

აქ ლაპარაკია მხოლოდ სპეციალიზებულ სასწავლებლებსა და გავითვალისწინოთ, რომ ასეთ ცენტრებში სამეცნიერო კვლევაც მიმდინარეობს. ჩამონათვალში არაა არც მსოფლიოს ჩემპიონ იური შახმურადოვის სასწავლებელი.

არადა, მან წლების განმავლობაში მოჭიდავეებზე დაკვირვებით, ექსპერიმენტებით ფიზმომზადების თუ ფუნქციონალური ვარჯიშის მთელი სკოლა შექმნა. საერთოდ, ჩრდილოკავკასიელები ამ მხრივ ძალიან წინ წავიდნენ.

თუმცა თავი დავანებოთ ფიზმომზადებას და მასობრიობა-ბაზების მხრივ ჩვენთან სავალალო მდგომარეობაა.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გვითხრეს, დღეს მთელ ქვეყანაში 4000-მდე ათლეტი ვარჯიშობს - პატარებიდან დაწყებული, უფროსებით დამთავრებული. იქ კი, როგორც ხედავთ, ამდენი 4-იოდე დარბაზშია! თუმცა ეს ციფრი ბოლო წლებში გამოსწორდა, თორემ წინა პერიოდის გაჭირვების ჟამს მოვარჯიშეთა რაოდენობა 1500-მდე დაეცა!

კატასტროფული მდგომარეობაა ბაზების მხრივაც. ასევე, ფედერაციის ცნობით, თბილისში 4 სპეციალიზებული დარბაზია (თუმცა ამათი უმეტესობა სპორტკომპლექსია, ანუ იქ სხვა სახეობების წარმომადგენლებიც ვარჯიშობენ). ამათ თუ იმ სკოლებსაც დავუმატებთ, სადაც ჭიდაობაში ავარჯიშებენ, 10-მდე ავალთ, მაგრამ არც ესაა დიდი ბედენა. რეგიონებში ცოტა გამოსწორდა ვითარება და ერთი დარბაზი მაინცაა, მაგრამ მაინც არასაკმარისია და ყოველი მათგანი გადაჭედილია.

ჩვენ რამდენჯერმე დავწერეთ გორის დარბაზის პრობლემაზე, სადაც ოლიმპიური ნაკრების ნახევარი ვარჯიშობს, მაგრამ აშკარად მცირე ფართობია; დავით მოძმანაშვილის ტრავმაზე, რომელიც ასევე ხალხმრავლობამ განაპირობა...

სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრიც დავწერეთ, ჩვენები ილეთებს ამ გადაჭედილი ატმოსფეროს გამო ვერ აკეთებენო. როცა უმცროს ასაკში ვერ ეჩვევიან ამას, მერე ვერც დიდობაში ასრულებენო... იქნებ ეს საკამათო მოსაზრებაა, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო.

მთავარი უბედურება ისაა, რომ ასეთ პირობებში მასობრიობა ვერ განვითარდება, უამისოდ კი არც ამოსარჩევი გვეყოლება ბევრი. იმავე ჩრდილო კავკასიაში ამ მასობრიობით იმდენი ნიჭიერი ფალავანი ჩნდება, იქაურობა მათ ვერ იტევს და ისინიც ადიდებულ მდინარესავით მიედინებიან მთელ მსოფლიოში.

ჩვენგან განსხვავებით, იქ ლამის ყოველ სოფელშია დარბაზი, სადაც თითქმის ყოველკვირეულად ეწყობა შეჯიბრებები. ჩვენებისგან განსხვავებით, იქაური მოზარდებისთვის ეს დიდი მიღწევაა.

მაგალითად, ბერძნულ-რომაულში ინგუშმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ასლანბეკ ხუშტოვმა მასზე გადაღებულ ფილმში თავისი სოფლის დარბაზში განაცხადა, აქ არასოდეს არაფერი მომიგია, მედალიც კი არ მომიპოვებიაო.

ყურადღება მიაქციეთ იმას, ზემოჩამოთვლილი სკოლებიდან რამდენია ბოლო წლებში გახსნილი! ჩვენთან ამ მხრივაც სრული ყამირია.

აზერბაიჯანული სასწაული

დაღესტნელთა მაგალითი გაგიკვირდებათ და მოვუსმინოთ, რას ამბობს აზერბაიჯანში სამუშაოდ გადასული იქაური მწვრთნელი სირაზუდინ ელდაროვი ამ ქვეყნის მოჭიდავეთა წარმატებაზე:

"გინახავთ სადმე დარბაზი, სადაც 14 საჭიდაო ხალიჩაა გაშლილი? მე, მაგალითად, ისეთი საჭიდაო ცენტრი, როგორიც ბაქოშია, არსად მინახავს. იქ თანამედროვედ აღჭურვილი ტრენაჟორების ცენტრია, მოჭიდავეები ფიზიკურად ემზადებიან სპეციალურად გერმანიიდან მოწვეული ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობით.

ცენტრის ახლოსაა 6-სართულიანი სასტუმრო საგანგებოდ მოჭიდავეებისთვის, სადაც მშვენიერი კვება და წყნარი ნომრებია ტელევიზორითა და ინტერნეტით. შეკრებებზე ფალავნები დადიან გაბალში, კუსარსა და სხვა ქალაქებში, სადაც ასევე ჩინებული პირობებია სავარჯიშოდ, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

პლუს - სუფთა ჰაერი და ლამაზი ბუნება. აზერბაიჯანელ ფალავნებს არ აქვთ შეჯიბრებებსა და ტურნირებზე წასვლის პრობლემა. ამიტომაც აღწევენ წარმატებებს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე. იქაურებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფას-სტიპენდიები აქვთ".

მათ თავიანთი ღმერთმა მოახმაროთ, მაგრამ ჩვენ როდის მივალთ ამ დონეზე?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა