ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ და დარჩებიან თუ არა, უახლოეს მომავალში გადაწყდება
თბილისის "დინამო 2"-ში სასელექციო მუშაობა უკვე დაიწყეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუნდში ორი პერსპექტიული მოთამაშე, ბაქარ მირცხულავა და ლაშა შინდაგორიძე ვარჯიშობს.

2011 წლის აგვისტოს მიწურულს ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის ვიცე-კაპიტანმა ბაქარ მირცხულავამ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი ოფციონის სისტემით (2+3) გააფორმა. მაგრამ ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა, 20 წლის ცენტრალურმა მცველმა კლუბი წლეულს ზაფხულს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ არის.

19 წლის შინდაგორიძემ "ორჰუსთან" კონტრაქტი 2011 წლის დასაწყისში გააფორმა. შინდაგორიძე დანიურ კლუშბში თანატოლ დავით სხირტლაძესთან და გიორგი დიასამიძესთან ერთად მივიდა, მაგრამ ტრავმის გამო დანიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და 2012 წლის დასაწყისში კლუბი დატოვა.

ლაშა წლეულს ზაფხულს "ზესტაფონში" ჩაირიცხა. თუმცა ნახევარი სეზონიც არ იყო გასული, იქიდანაც წამოვიდა და ახლა "დინამო-2"-ში ვარჯიშობს.

ეს ნიჭიერი თავდამსხმელი თავის დროზე გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების წევრი და "ნორჩი დინამოსა" და "სასკოს" გაზრდილი გახლავთ.

თუმცა, "დინამოსთან" მათ კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ და დარჩებიან თუ არა, უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jaba
სინდაგორიდზე აბა სენ იცი გვასახელე.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა