31 წლის ნახევარმცველი კიშინიოვის "ზიმბრუდან" ნოემბრის დასაწყისში წამოვიდა და რუსთავის "მეტალურგში" ჩაირიცხა
ლევან კორღალიძე კიშინიოვის "ზიმბრუდან" ნოემბრის დასაწყისში წამოვიდა და რუსთავის "მეტალურგში" ჩაირიცხა. 31 წლის ნახევარმცველმა 7 ნოემბერს მოლდოვურ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა - გამოცდილმა ფეხბურთელმა "მეტალურგთან" კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა.

ლევან კორღალიძეს ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მოლდოვიდან რატომ წამოხვედი, კონტრაქტს აღარ გიფორმებდნენ თუ ეს შენი სურვილი იყო?

- ჩემი სურვილი იყო, რადგან კონტრაქტი ისედაც 1 თვეში მიმთავრდებოდა, პირველი ეტაპის დასრულებამდე 3 მატჩი იყო დარჩენილი და ტრავმის გამო ვერც ვთამაშობდი. ასეთ პირობებში დარჩენა აღარ ღირდა.

- მოლდოვაში ხომ ცუდი პირობები არ გქონდა?

- არ მქონდა, მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა: "ზიმბრუ" პრეზიდენტმა ასლან შიშხანოვმა მიატოვა. ამავე დროს, ის კიშინიოვის მეორე კლუბის, "დაჩიას" მეპატრონეც იყო. გუნდის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად მცირდებოდა, თითქმის ყველა ლეგიონერი წავიდა და მე რაღა დამრჩენოდა?

მოკლედ, წამოსვლა გადაწყვეტილი მქონდა. ამ დროს "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი დამიკავშირდა და გადასვლა შემომთავაზა.

ქართული კლუბის ყურადღებამ ძალიან გამახარა, სიამოვნებით დავთანხმდი და "ზიმბრუს" კონტრაქტის გაწყვეტა ვთხოვე. ისინი ჩემს თხოვნას გაგებით მოეკიდნენ, შიშხანოვმა კი წამოსვლამდე "დაჩიასა" და "ზიმბრუში" გამოსვლისთვის მადლობა გადამიხადა.

მირჩევნია საქართველოში ნაკლები ანაზღაურება მქონდეს და ოჯახში ვიყო. ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოში მსურდა დაბრუნება. სულ ვფიქრობდი, რაღა სხვისთვის ვითამაშო, რაც ძალა და ენერგია მაქვს, ჩემ ქვეყანაში დავხარჯავ-მეთქი.

"ზიმბრუში" 2011 წლის დეკემბერში რომ გადავედი, მაშინაც იგივეს ვფიქრობდი, გული არ მიმიწევდა, მაგრამ იმ დროს საქართველოში თამაში ვერ მოხერხდა.

ყიფიანმა რომ დამირეკა, ძალიან გამიხარდა. "მეტალურგს" კი ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ორი ქვეყნის, ლატვიისა და მოლდოვის ჩემპიონი ვარ და იქნებ ეს ტიტული საქართველოში გავასამო.

- მაგრამ "მეტალურგს" სულ სხვა ამოცანა აქვს გადასაწყვეტი - ჯერ ზედა ექვსეულში უნდა მოხვდეთ.

- იმედია, ასეც იქნება და მერე ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ.

- რატომ "მეტალურგი" და არა ვთქვათ, იგივე "ჩიხურა", სადაც ასევე გიწვევდნენ - წლეულს ხომ საჩხერელები უკეთ თამაშობენ?

- "ზესტაფონიც" შემეხმიანა, მოლაპარაკება იყო, მაგრამ რუსთავი თბილისთან ახლოს არის. ხომ გითხარით, სახლიდან შორს ყოფნა არ მინდოდა - 1999 წლიდან უცხოეთში ვთამაშობ, სახლი და ოჯახი სულ მენატრება. ასე ცხოვრება ძნელია.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ამ არჩევანზე გავლენა მოახდინა - გიორგი ყიფიანს მინდა გვერდში დავუდგე.

- საქართველოს და მოლდოვას ჩემპიონატებში რა განსხვავებას ხედავ?

- შედარება გამიძნელდება. ერთი მხრივ, ბოლო 2 წელია, რაც მოლდოვის ჩემპიონი "შერიფი" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადის და კიევის "დინამოს" და სხვა ცნობილ კლუბებს უგებს. საქართველოში ასეთი შედეგი არც ერთ კლუბს არ ჰქონია. მეორე მხრივ, იგივე ევროპის ლიგაზე შარშან ორმა ქართულმა კლუბმა დაამარცხა მოლდოვის გუნდები. იყო მიზეზი, "დაჩიამ" "ზესტაფონს" რომ ვერ აჯობა, მაგრამ ეს ფაქტს ვერ დააკნინებს.

ყველაზე დიდი განსხვავება მაინც ისაა, რომ მოლდოვური კლუბები უფრო სწრაფად თამაშობენ. ეს თვალში ძალიან ცუდად მომხვდა.

- "მეტალურგში" როდის ითამაშებ?

- ტრავმა მოვიშუშე, ჯანმრთელად ვარ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, მაგრამ თამაშს მხოლოდ მომავალი წლიდან მოვახერხებ, რადგან სეზონი სხვა გუნდში დავიწყე და ზამთრამდე განაცხადში ვერ შეგიყვანთო. არადა, თამაში ძალიან მინდოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოლდოვურ "დაჩიაში" ქართველებზე აზრი შეიცვალეს

ლევან კორღალიძის ოცნება: ძალიან მინდა, კარიერა სამშობლოში დავასრულო

მოლდოვური მედია: ლევან კორღალიძე, როგორც ლეგენდა

Rustavi92
Kirkitadze gvaklia ashkarad. Imedia tass mainc movigebt,evro turnirebze gamocdilebaa sawiro ro ar shevrcxvet metalugi ukve kai xania agar rcxveba.
dato
მართლა ლეგენდა ხარ
dato
შენ გენაცვალე კორღალ,კაი კაცი ხარ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა