მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი (8 ქულა 7 ტურის შემდეგ) აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერს კრიზისული პერიოდი უდგას. და სწორედ ასეთი გასაჭირის დროს, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები იმ ფეხბურთელის იმედად უნდა იყვნენ, რომელსაც სათვალავში აღარც კი აგდებდნენ - მარიო გომესს ვგულისხმობთ.

მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი (8 ქულა 7 ტურის შემდეგ) აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერს კრიზისული პერიოდი უდგას. და სწორედ ასეთი გასაჭირის დროს, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები იმ ფეხბურთელის იმედად უნდა იყვნენ, რომელსაც სათვალავში აღარც კი აგდებდნენ - მარიო გომესს ვგულისხმობთ.

ამ უქმეებზე "ბაიერნი" "ჰანოვერს" ხვდება, საქმე კი იმაშია, რომ რეკორდმაისტერს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული. არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის ტრავმების შესახებ მკითხველმა ყველაფერი დეტალურად იცის. მათთან ერთად, ლაზარეთშია გუნდის კაპიტანი მარკ ვან ბომელიც. უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა ბასტიან შვაინშტაიგერისა და დანიელ ვან ბუიტენის ასპარეზობაც. ყველაზე პრობლემატური კი შეტევის ხაზია - ვან გაალი მიროსლავ კლოზეს ვერ გამოიყენებს. მირომ ტრავმა გერმანიის ნაკრებში მიიღო და ათდღიანი იძულებითი პაუზა გამოიწერა. არადა, კლოზე ზუსტად იმ დროს დაშავდა, როცა ფორმაში შევიდა - გერმანიის ნაკრებში მან სამი გოლი გაიტანა.

ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ ტრავმა ივიცა ოლიჩმაც მიიღო - ხორვატი თავდამსხმელს ისრაელთან მატჩში ცხვირი გაუტეხეს. "ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ სუნთქვაც კი მიჭირს და უკვე ვიცი, რომ "ჰანოვერთან" ვერ ვითამაშებ. მოკლედ, საქმეები ისედაც ცუდად მიგვდის და ახლა ტრავმებიც მოგვეძალა," - წუხს ოლიჩი. ასე და ამგვარად, "ჰანოვერთან" მატჩისთვის ვან გაალის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ხეირიანი ცენტრფორვარდი, მარიო გომესია. ეს უკანასკნელი კი ბოლო დროს საყოველთაო კრიტიკის ობიექტია, თუმცა ყაზახეთთან მატჩში გოლის გატანა მანაც მოახერხა და იქნებ ამ გოლმა თავდაჯერება დაუბრუნოს. ისე კი, გომესი ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ იყო გამწესებული - დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩში, რომელიც "ბაიერნმა" 0:2 წააგო.

რობენი, რიბერი, კლოზე, ოლიჩი, შვაინშტაიგერი, ვან ბომელი, ვან ბუიტენი, ალაბა, კონტენტო, ბრენო - დაგვეთანხმებით, რომ მიუნხენურ გრანდს მართლაც ძალიან ბევრი მოთამაშე ჰყავს ლაზარეთში, რაც ვან გაალისთვის, უკვე თამამად უნდა ითქვას, სერიოზული პრობლემაა. ამ სიიდან, სამი წამყვანი ფეხბურთელი (ოლიჩი, კლოზე და ვან ბომელი) სანაკრებო პაუზის დროს დაშავდნენ. რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გუშინ ამიტომაც თქვა, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოგვივიდაო და ამით, პირველ რიგში, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციისკენ გაისროლა (დაპირისპირების დეტალებზე გუშინდელ ნომერში ვწერდით). ჰიონესმა ისიც თქვა, რომ დროა, "ბაიერნმა" ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას სასამართლოში უჩივლოს.

მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, ბავარიელთა ცენტრალური მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი მაინც დარწმუნებულია, რომ "ბაიერნი" შედეგებს გამოასწორებს და გერმანიის ჩემპიონი გახეება.

წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობის ჟამს, უდიდესი მისია ეკისრება ახალგაზრდა ნახევარმცველ ტონი კროსს, რომელსაც ვან გაალი აქამდე უმეტესად ფლანგზე ათამაშებდა, ახლა იძულებული გახდება, ცენტრში გაამწესოს. კროოსისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს - გერმანიის ნაკრებში მან თურქეთთან (3:0) და ყაზახეთთან (3:0) შეხვედრებში შვაინშტაიგერი სწორედ ნახევარდაცვის ცენტრში შეცვალა და თანაც, ძალიან კარგად. თუმცა ვან გაალის სიჯიუტის ამბავი საქვეყნოდაა ცნობილი და ნაღდად არ გაგვიკვირდება, რომ მიუხედავად შვაინშტაიგერისა და ვან ბომელის არყოფნისა, კროოსი მაინც ფლანგზე ათამაშოს, ცენტრში კი ანატოლი ტიმოშჩუკი და დანიელ პრანიჩი ათამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა