ზედიზედ ორი პოზიტიური დღის შემდეგ, ისევ ჩიხში შევიდა მოლაპარაკებათა პროცესი ჰოკეის ეროვნულ ლიგასა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის
ზედიზედ ორი პოზიტიური დღის შემდეგ, ისევ ჩიხში შევიდა მოლაპარაკებათა პროცესი ჰოკეის ეროვნულ ლიგასა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის.

ბოლო შეხვედრა მხოლოდ ერთი საათი გაგრძელდა და მოულოდნელად შეწყდა. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, NHL-ის კომისრის ასისტენტმა ბილ დეილიმ და ლიგის ადვოკატმა ბობ ბეტერმანმა დატოვეს ნიუ იორკის სასტუმრო Midtown და მოლაპარაკებები აღარ განახლებულა.

მოგვიანებით, ჟურნალისტების წინაშე გამოვიდა პროფკავშირების თავმჯდომარე დონალდ ფერი. მან განაცხადა, რომ NHL-ის წარმომადგენლებმა უარყვეს მოთამაშეთა ბოლო წინადადება ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ და მას მიუღებელი უწოდეს.

"ახლახანს შეგვატყობინეს, რომ მათთვის მოთამაშეთა შეთავაზება მიუღებელია. ამიტომაც აზრი არ აქვს დღეს ან ხვალ მოლაპარაკებების განახლებას, თუმცა ისინი კავშირზე იქნებიან, - განაცხადა ფერმა. - როგორც ჩანს, საკითხი უახლოეს მომავალში არ გადაწყდება.

იმედია, ვცდები, მაგრამ ეს ის არის, რაც ამ მომენტში გაგვაჩნია. კლუბების მფლობელებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაც იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს საკამათო საკითხი საბოლოოდ მალე გადაწყდება".

პროფკავშირების თავმჯდომარე თავის განცხადებაში ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ მომდევნო საათებში ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.

ერთმა ჰოკეისტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა მოისურვა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ფერმა მოთამაშეებს მოუწოდა - მათ უარი თქვან ლიგის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების ბოლო ვარიანტზე.

მისი თქმით, ჰოკეისტების უმრავლესობა დათანხმდა ლიგის პირობებს, მაგრამ ფერმა მათ თხოვა, რომ არ მიიღონ ეს ვარიანტი, რადგან ეს NHL-ს საშუალებას მისცემს თავისთვის კიდევ უფრო სარფიანი პირობები გაიტანოს. იტყობინებიან, რომ ფერს მხარი მხოლოდ მრავალმილიონიანი კონტრაქტის მქონე მოთამაშეებმა აუბეს.

ამასობაში, "დეტროიტის" თავდამსხმელმა დენ ქლირიმ, რომელიც მოთამაშეთა პროფკავშირების წევრია, ღრმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ძალიან მაღალია სეზონის გაუქმების ალბათობა. მისი სიტყვებით, უახლოეს დღეებში განიხილავენ პროფკავშირების დაშლის საკითხს.

"მეშინია სეზონის გაუქმების, - ამბობს Detroit Free Press-თან კომენტარში ქლირი. - ეს რბილად არის ნათქვამი. რთულია მონახო სიტყვები იმ იმედგაცრუების გამოსახატავად, რაც მოთამაშეებში სუფევს. ჩვენ ისედაც დიდ დათმობებზე წავედით, საპასუხოდ კი NHL-მ არაფერი მოგვცა. უახლოეს პერიოდში განიხილავენ მოთამაშეთა პროფკავშირების დაშლის საკითხს. არ ვამტკიცებ იმას, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდება, მაგრამ ჩვენ ამას განვიხილავთ. მოთამაშეები მთლიანად უჭერენ მხარს ფერს. ტყუილია თითქოს, ის ჩვენს გაცურებას ცდილობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა