ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: არ არის მელო, არ არის პრობლემა

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: არ არის მელო, არ არის პრობლემა

"ნიუ იორკ ნიქსმა" სტუმრად გაანადგურა "მაიამი ჰიტი" და ხუთ მატჩამდე გაზარდა თავისი მოგებათა სერია
"ნიუ იორკ ნიქსმა" სტუმრად გაანადგურა "მაიამი ჰიტი" და ხუთ მატჩამდე გაზარდა თავისი მოგებათა სერია.

ამ შეხვედრის შედეგი მოულოდნელი იყო, რადგან "ნიქსს" აკლდა თავისი ლიდერი კარმელო ენტონი, რომელსაც მარცხენა ხელის თითზე ხუთი ნაკერი დაადეს, ხოლო "მაიამის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი წესრიგში იყო და მას მხოლოდ ერთი პასი დააკლდა ზედიზედ მეორე სამმაგ დუბლამდე (31 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი).

ეს გუნდები ამ სეზონში უკვე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. 3 ნოემბერს, "ნიუ იორკმა" შინ 20 ქულის სხვაობით გაანადგურა ჩემპიონი (104:84), ასე რომ, ფლორიდელებს რევანშზე ფიქრი მართებდათ და უკეთეს მომენტს ვერც ინატრებდნენ, მაგრამ მელოს არყოფნაში "ნიქსის" რიგებში ლიდერობა თავის თავზე აიღო რეიმონდ ფელტონმა, რომელმაც 27 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

პირველ ტაიმში მოედანზე სრული თანაფარდობა იყო, დიდი შესვენების შემდეგ კი სტუმრებმა გაქცევა მოახერხეს. ყველაფერი ჯეისონ კიდის სამქულიანით დაიწყო და ვეტერანის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა მისი პარტნიორებისთვის.

საერთო ჯამში, რვა წუთის განმავლობაში ნიუიორკელებმა რვა სამქულიანი ჩააგდეს, თანაც ხუთნი იყვნენ ამ ტყორცნების ავტორები, მათ შორის, ბოლო ჯეი არ სმიტი.

შემდეგ კი ტაისონ ჩენდლერმა ორი საჯარიმო გამოიყენა და "ნიქსის" უპირატესობა 18 ქულამდე აიყვანა.

"მაიამის" საპასუხო გაქცევამ (13:3) შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ ცოტა ხნით. ეს "ჰიტის" ბოლო გაბრძოლება იყო მატჩში. უკანასკნელ 12-წუთეულში "ნიქსმა" ტემპი არ დააგდო და საბოლოოდ, 20 ქულით მოიგო - ზუსტად ისე, როგორც 3 ნოემბერს.

მაიამი-ნიუ იორკი 92:112

26:23, 27:30, 27:37, 12:22

მ: ჯეიმსი (31+10 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (13), ბოში (12+6 მოხსნა), ჰასლემი (10+7 მოხსნა).

ნ-მ: ფელტონი (27+7 პასი), ნოვაკი (18), ჩენდლერი (13+9 მოხსნა), სმიტი (13+6 მოხსნა), უოლასი (12+7 მოხსნა), კიდი (11).

"ფინიქსმა" "დალასთან" საშინაო შეხვედრაში 11:1 სტარტის მიუხედავად, ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო რეგულარულში. მარცხის მიზეზი გახდა მესამე მეოთხედის დასაწყისში დალასელთა 19:2 გაქცევა. მასპინძლებს კოშმარული 387 წამი ჰქონდათ, რომელიც 14 (!) გაფუჭებულ შეტევას მოიცავდა.

მასპინძლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დანებდნენ და ხანგრძლივი გაქცევა იმით დაასრულეს, რომ საფინალო სირენამდე 48 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს. მაგრამ, ბოლომდე საქმის მიყვანა "ფინიქსმა" ვერ შეძლო.

საპასუხო შეტევაში მაიომ საშუალო ტყორცნა მოათავსა კალათში, შემდეგ კი ექვსი საჯარიმო უშეცდომოდ ესროლა.

ფინიქსი-დალასი 94:97

23:23, 21:17, 18:29, 32:28

ფ: მორისი (15+17 მოხსნა), დრაგიჩი (15+4 ჩაჭრა), სკოლა (13+9 მოხსნა), ბრაუნი (11+4 ჩაჭრა), დადლი (11).

დ: მაიო (23+5 მოხსნა+5 პასი), რაიტი (16), კოლისონი (16), კამანი (15+7 მოხსნა), მერიონი (10+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა