ალოფსმა, სანამ ცუდად თამაშობთ, ჯამაგირს ვერ მიიღებთო...

ბრემენის "ვერდერი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილზეა, რაც ამ გუნდის ამბიციებს არ შეეფერება და როგორც ჩანს, გუნდის შეფ კლაუს ალოფსს წარუმატებლობები ყელში იმდენად ამოუვიდა, რომ გადაწყვიტა, უმკაცრესი ზომები მიიღოს. "კიკერმა" გაარკვია, რომ "ვერდერის" ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრდებათ და თანაც, ანგარიშები გაეყინებათ!

ალოფსს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ არც ის უთქვამს, რომ ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. მან უბრალოდ კომენტარი არ გააკეთა. ამასობაში კი უკვე მთელი გერმანული მედია იტყობინება, რომ "კიკერის" ინფორმაცია სიმართლეა. ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ ალოფსმა ფეხბურთელებს მოსალოდნელი სანქციების შესახებ "ჰანოვერთან" წაგების (1:4) შემდეგ აცნობა. ახლა კი გაირკვა, რომ ბრემენელმა მოთამაშეებმა სექტემბრის ხელფასის მხოლოდ ნახევარი მიიღეს, დანარჩენი კი გაეყინათ.

გერმანიის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლუბს არ აქვს იმის უფლება, რომ მოთამაშეებს ხელფასები გაუყინოს ან არ გადაუხადოს იმ მიზეზით, რომ ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე არ იხარჯებიან. ასე რომ, თუ "ვერდერი" მოთამაშეებს ჯამაგირს არ გადაუხდის, ფეხბურთელებს კონტრაქტების გაწყვეტა და გუნდის უფასოდ დატოვება შეუძლიათ, მაგრამ "ვერდერში" ამას ჯერჯერობით არავინ აპირებს - ბრემენული კლუბის ფეხბურთელები დუმან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა