უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპის დასრულებამდე ოთხიოდე ტურიღა დარჩა, პასუხგაუცემელი კითხვები კი მრავლად გვაქვს
უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპის დასრულებამდე ოთხიოდე ტურიღა დარჩა, პასუხგაუცემელი კითხვები კი მრავლად გვაქვს.

უპირველესად, საინტერესო ის არის, ვინ გახდება "ზამთრის ჩემპიონი" და როგორ დაკომპლექტდება ზედა და ქვედა ექვსეულები.

ამ ორ საკითხს მეტი სიცხადე, შესაძლოა, 8 დეკემბერს გასამართმა XIX ტურმაც შესძინოს, მაგრამ თითოეული სათამაშო დღე ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს თავის მნიშვნელობას.

ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართება, სადაც მეორეადგილოსანი "დილა" დღეისთვის მესამე პოზიციაზე მყოფ "ტორპედოს" უმასპინძლებს.

ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტიც კი არის - ორივე გუნდს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნისკენ მიმავალი გზა გორელებსაც გაურთულდებათ და ქუთაისელებსაც.

"დილას" კარგი შანსი აქვს, "დინამოსთან" სამქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნოს და ლიდერის ფეხის დაცდენას დაელოდოს, "ტორპედო" კი გორში წარუმატებლობის შემთხვევაში კიდევ უფრო დაშორდება საუკეთესო დუეტს.

XIX ტური ნაკლული იქნება - "ჩიხურას" არა დღეს, არამედ მოგვიანებით ესტუმრება "ზესტაფონი", რომელიც მართალია, უშუალო კონკურენტ "მეტალურგს" ხუთი ქულით უსწრებს, მაგრამ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად მაინც დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს.

ამ რბოლაში რუსთაველები სულაც არ არიან უშანსოდ, მით უფრო, იმის ფონზე, თუ როგორ ვითარდება ბოლო დროს მოვლენები საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბანაკში.

"მეტალურგსაც" მძიმე ბრძოლა ელის - ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიამ" უკვე არაერთი ფავორიტი გაამწარა და ბუნებრივია, ქულათა მარაგის შევსებას 8 დეკემბერსაც შეეცდება.

გაცნობეთ, რომ ბოლნისური არენის მოედნის საფარის ცუდი მდგომარეობის გამო "სიონს" თბილისის "დინამოსთვის" რუსთავში უნდა ემასპინძლა, თუმცა ეს გადაწყვეტილება კიდევ შეიცვალა და საბოლოოდ დადგინდა, რომ მატჩი ვაკეში, "მიხეილ მესხზე" ჩატარდება.

დასავლეთში ორი დერბი გაიმართება - მეგრული და ზღვისპირული.

"ზუგდიდს" ზეექვსეულამდე ბევრი აღარაფერი აშორებს და შესაძლოა, საუკეთესოთა შორის ადგილი ამ ტურშივე გაინაღდოს, ფოთში კი ერთმანეთს ორი აუტსაიდერი დაუპირისპირდება.

"კოლხეთს" დღევანდელი გადასახედიდან უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი აღარ უნდა ჰქონდეს, ბათუმის "დინამოს" კი საამისო პერსპექტივის შესანარჩუნებლად სამი ქულა სჭირდება.

რაკი ზეექვსეული ჯერაც არ დაკომპლექტებულა და სხვა პოზიციებისთვისაც შეუპოვარი ბრძოლაა გაჩაღებული, დარჩენილი ტურების კალენდარს სრულად გთავაზობთ და თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ, ვის როგორი შანსი აქვს საკუთარი ამოცანების განსახორციელებლად.

ბოლო სამი ტურის მატჩებიდან ყველაზე დამაინტრიგებელი წყვილი "ზესტაფონი"-"დინამოა", რომელიც პირველი ეტაპის მიწურულს გაიმართება.

ძალიან საინტერესოა, როგორი განწყობითა და სატურნირო მდგომარეობით შეხვდებიან მეტოქეები ზესტაფონურ მატჩს.

მოკლედ, ჩემპიონატი სრული სვლით გრძელდება, ზამთრის პაუზამდე კი მცირე დროღა დაგვრჩა. საბედნიეროდ, წინა სეზონისგან განსხვავებით, ახლა აღარ იმართება ისეთი მატჩები, სადაც ამა თუ იმ გუნდს წაგება მოგებაზე მეტად აძლევს ხელს.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მიმდინარე ჩემპიონატი წინასწარ შეთანხმებული შედეგების გარეშე დასრულდება (მსგავს "სიურპრიზებს" განსაკუთრებით მეორე ეტაპზე უნდა ველოდოთ), მაგრამ გარემო წინა სეზონთან შედარებით, აშკარად უფრო ჯანსაღია, დებულებაში ისიც მკაფიოდ არის დაფიქსირებული, ვინ ხდება ჩემპიონი ქულათა თანაფარდობისას და იმედია, ამჯერად ყველაფერი მოედანზე გადაწყდება და არა ფეხბურთის ფედერაციის ოფისში.

სატურნირო ცხრილი

უმაღლესი ლიგა. XX ტური

15 დეკემბერი

დინამო (ბთ)-დილა

ტორპედო-ვიტ ჯორჯია

მერანი-კოლხეთი

ზესტაფონი-სიონი

მეტალურგი-ჩიხურა

დინამო (თბ)-ზუგდიდი

უმაღლესი ლიგა. XXI ტური

19 დეკემბერი

ჩიხურა-ტორპედო

დილა-კოლხეთი

დინამო (თბ)-მერანი

სიონი-მეტალურგი

ზუგდიდი-ზესტაფონი

ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ)

უმაღლესი ლიგა. XXII ტური

23 დეკემბერი

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია

მერანი-დილა

ზესტაფონი-დინამო (თბ)

დინამო (ბთ)-ჩიხურა

ტორპედო-სიონი

მეტალურგი-ზუგდიდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა