სუპერლიგა 2012-13. VIII ტური: "რუსთავმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს
სპორტსმენებს ხშირად გამოუყენებიათ ფრაზები - "წითელი ხაზი" და "მწვანე ხაზი"... გასაგებია, რომ წითლის დროს რამდენიმე წარუმატებელი მატჩი ებმება ერთმანეთს, ხოლო მწვანისას - პირიქით.

7 დეკემბერს რუსთავში სწორედ ასეთი მაჩვენებლების მქონე გუნდები შეხვდნენ: რუსთაველებს სუპერლიგის ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდათ მოგებული. განსაკუთრებით ღირებული წინა ტურში ქუთაისში გამარჯვება იყო. ხოლო არმიელებმა ევროჩელენჯზე წაგებებს საქართველოს ჩემპიონატში "შსს აკადემიასთან" მარცხიც გამოურიეს.

მოკლედ, თავდაჯერებულმა "რუსთავმა" 7 დეკემბერს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

მასპინძლებმა მოქმედ ჩემპიონთან პირველი პერიოდი 13:23 დათმეს და დიდ შესვენებაზეც 10-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ, მაგრამ მესამე ათწუთეულიდან მოედანზეც და თამაშშიც შემართებით დაბრუნდნენ, პერიოდი 26:12 მოიგეს და მატჩის ბედის გადაწყვეტა ბოლო წამებს მიანდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სირენამდე 2 წუთით ადრე დაბევებული 7-ქულიანი უპირატესობა რუსთაველებმა "არმიას" გაატანეს, საბოლოოდ გამარჯვება მაინც არ დათმეს - 79:77.

მასპინძლებმა გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს, მაგრამ სამ კალათბურთელს მაინც გამოვარჩევთ: ექსარმიელმა ცენტრმა რეზო ათანელიშვილმა 17 წუთში 13 ქულა მიითვალა, კაელ ნელსონმა - 15 ქულა, ხოლო ნეით ბოუიმ რიჩარდ მათიაშვილის რეკორდი გაიმეორა და 31 ქულას მოუყარა თავი.

საინტერესოა, რომ აქამდე, ზედიზედ ოთხი ტურის განმავლობაში ბოუის სამქულიანი არ ჰქონდა ჩაგდებული, ახლა კი 7-დან 5 შორეული ტყორცნა გამოიყენა და ზედიზედ მეორედ ტურის საუკეთესო კალათბურთელობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

მერვე ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 8 დეკემბერს გაიმართება.

ნამატჩევს

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):

- ძალიან გახარებულები ვართ, არა მარტო იმით, რომ გავიმარჯვეთ, არამედ იმითაც, რომ გუნდმა ზუსტად შეასრულა ის დავალება, რაც მიღებული ჰქონდა. ჩვენმა მუშაობამ და ვარჯიშმა შედეგი გამოიღო, ბიჭებს და მთელ გუნდს დაუფასდა ის შრომა, რაც ბოლო პერიოდში გავწიეთ. ეს იყო პრინციპული გამარჯვება, მაგრამ წინ კიდევ არაერთი პრინციპული მატჩი გველის.

კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):

- "რუსთავმა" დღეს ჩვენზე ბევრად უკეთ იასპარეზა. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ჩვენთვის ცუდად განვითარდა. აშკარაა, რომ გუნდი კრიზისშია და საჭიროა, მომავალ მატჩებში ერთსულოვანი და გუნდური თამაში ვუჩვენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა