8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში XIX ტურის შეხვედრები გაიმართა
8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში XIX ტურის შეხვედრები გაიმართა.

სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "დინამო" ბოლნისის "სიონს" მეხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სტუმრის რანგში ეთამაშა და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

ბოლნისელთა გუნდის რბევას სათავე გივი კვარაცხელიამ მე-16 წუთიდან დაუდო. 20-ე წუთზე ჯაბა დვალმა უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ კი დინამოელთა ესპანელი ლეგიონერის ჩისკოს ჯერი დადგა, რომელმაც დავით სვანიძის კარი ჯერ 34-ე (თერთმეტმეტრიანით), შემდეგ კი 50-ე წუთზე დალაშქრა.

ბოლნისელთა ტანჯვას წერტილი ლევან ხმალაძემ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაუსვა, იქამდე კი მეტოქის კარის ძელი ჯაბა დვალის დარტყმამ შეაზანზარა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მარცხი იწვნია "დინამოს" მთავარმა მდევარმა "დილამ", რომელიც ახლა უკვე 6 ქულით ჩამორჩება ცხრილის ლიდერს.

გორელებმა ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლეს და გია გეგუჩაძის გუნდს გასაღები ვერაფრით მოუძებნეს. სამაგიეროდ, სტუმრებს გამარჯვების გოლი ნიკა საბანაძემ 83-ე წუთზე მოუტანა.

მანამდე კი, პირველი ტაიმის ბოლოს, სადავო ეპიზოდში მთავარმა არბიტრმა ოთარ ხეცაძემ სტუმართა კარში პენალტი არ დანიშნა და უკმაყოფილო გულშემატკივრებმა მსაჯი ლანძღვა-გინებით შეამკეს. "დილას" ქომაგთა არაეთიკური საქციელის გამო მსაჯს თამაშის დროებით შეწყვიტაც მოუხდა.

სხვათა შორის, მსაჯებოსთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა ფოთშიც, სადაც "კოლხეთმა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა (იხილეთ ვიდეო).

"ტორპედოს" დარად, ასევე მინიმალური ანგარიშით სტუმრად გაიმარჯვა რუსთავის "მეტალურგმა", რომელმაც მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" 67-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძის მიერ გატანილი გოლით აჯობა.

უხვგოლიანი და დრამატული შეხვედრის მოწმე გახდა განმუხურის სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი, სადაც "ზუგდიდმა" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა.

19-ე წუთზე სტუმრები საბა ლომიამ დააწინაურა, მაგრამ ამას მალევე უპასუხა ირაკლი ქობალიამ (20 წუთი) და ანგარიში გაათანაბრა.

მასპინძელთა წინ გაყვანა მეორე ტაიმში დავით ბოლქვაძემ კი შეძლო (50), თუმცა ლომიას დუბლმა (63) "მერანს", სულ ცოტა, ქულის გადარჩენის იმედი ჩაუსახა.

ზუგდიდელებს მხსნელად ზვიად სიხარულია მოევლინათ, რომელმაც გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა.

სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი გუნდების პაექრობაში გამარჯვებული ბათუმელები გამოვიდნენ.

ფოთის "კოლხეთმა" "ფაზისზე" გამართულ შეხვედრაში, ნიკა დიასამიძის 60-ე წუთზე გატანილი გოლის პასუხად, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ჯემალ გაბუნიას გოლით კი გაათანაბრა, მაგრამ კიდევ ორ წუთში იმავე დიასამიძეს ვეღარაფერი მოუხერხა და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა.

XIX ტურის ბოლო მატჩი, რომელშიც "ჩიხურა" ივანწმინდაში "ზესტაფონს" მიიღებს, 11 დეკემბერს გაიმართება.

ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს