ზვიად სიჭინავა: შეუძლებელი არაფერია, უეფას პოლიტიკა გვაიმედებს
ცნობილია, რომ უეფას აღმასკომმა 2013 წლის ფუტსალის უეფას თასის ოთხთა ფინალის ჩატარება თბილისში გადაწყვიტა.

ამ ფაქტზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ოთხთა ფინალი იქნება რეპეტიცია 2015 წლის ევროპის სუპერთასისთვის, რომელსაც ასევე თბილისი უმასპინძლებს.

ახლა მთავარზე: ზაფხულში, უეფას 60 წლისთავთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარების ინიციატივა წამოაყენა.

საგანგებო პრესკონფერენციაზე უეფას გენერალურმა მდივანმა, ჯანი ინფანტინომ გაამხილა, რომ 2020 წლის ჩემპიონატი არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ ერთდროულად 12-ში გაიმართება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას კომენტარი "ლელომ" ჩამოართვა - თავის მხრივ, 2015 წელს თბილისში გასამართავი სუპერთასის მატჩი ევრო 2020-ისთვის გამოცდა ხომ არ არის?

"სავსებით შესაძლებელია, რადგან უეფა ევრო 2020-ის, ან ევრო 2024-ის მასპინძელ ქალაქებს შორის თბილისის კანდიდატურასაც განიხილავს.

უეფას წარმომადგენლები ფუტსალში უეფას ოთხთა ფინალზეც გვესტუმრებიან, თბილისში გასამართი ასაკობრივი ნაკრებების შესარჩევ ტურნირებზეც და შეაფასებენ, გაცილებით მაღალი რანგის შეჯიბრებების სამასპინძლოდ ვართ თუ არა მზად.

საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის აუცილებელია ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფოს ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა, რისი დიდი იმედიც მაქვს.

საერთოდ კი მე ის ფაქტი მაიმედებს, რომ პლატინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, უეფას დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპისა და პატარა ქვეყნების მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ცდილობენ, მაქსიმალურად წაახალისონ და ევროპის საფეხბურთო ცხოვრებაში ჩართონ.

დღეს კი ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. გუშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უეფაში წარდგენილი 5 პროექტიდან 3-ზე დადებით პასუხს მივიღებდით და ორი შესარჩევი ციკლისა და ოთხთა ფინალის მასპინძლობის უფლებას მოვიპოვებდით.

ასევე არ არის წარმოუდგენელი, რომ ევრო 2020-ის, ან ევრო 2024-ის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისი გახდეს", - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი.

სხვათა შორის, სააგენტო AP-სთან ინტერვიუში ზვიად სიჭინავამ გაამხილა, რომ ევროპირველობის რომელიმე ჯგუფის სამასპინძლოდ, შესაძლოა, საქართველო აზერბაიჯანს, თურქეთს, რუსეთს ან ბელარუსს შეუამხანაგდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევრო 2020 მთელ ევროპაში! საქართველოშიც?

დავავიწყდით? პლატინიმ ევრო 2020-ის მასპინძლებში თბილისი არ ახსენა

უეფას მოთხოვნები: რა აქვს შესასრულებელი საქართველოს?

უეფა 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობას ჯერ ბაქოს "ეხვეწებოდა"?!

ზვიად სიჭინავა: უეფას სუპერთასი თბილისში - ეს მხოლოდ დასაწყისია!

რევაზ არველაძე: ხომ შეიძლება ევროპის ჩემპიონატი ერთხელ ჩვენთანაც ჩატარდეს

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა