საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს უცხოელთა ნატურალიზაციას ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურება ურჩევნია
4 დეკემბერს უეფაში გამართულ კენჭისყრაზე ევრო 2014 წლის წინასწარ ეტაპზე (22-27 იანვარი) საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მალტასთან და მოლდოვასთან მოხვდა, ტურნირს კი მალტა უმასპინძლებს.

"ჯერ მივულოცავ "იბერიას" ოთხთა ფინალის მასპინძლობას. ეს არა მხოლოდ ჩვენი ჩემპიონის, არამედ მთელი საქართველოს წარმატებაა.

რაც შეეხება ნაკრების მომავალ მატჩებს: რატომღაც ყველამ დაიწყო ლაპარაკი ელიტრაუნდზე და რა შანსები გვექნება ჩეხეთთან, ბელარუსთან და ჰოლანდიასთან.. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ნუ ვიჩქარებთ. არ მინდა, რომ ამ ლაპარაკმა ბიჭებზე ცუდი გავლენა მოახდინოს.

გასაგებია, რომ ბრაზილიასა და არგენტინას არ ვხვდებით, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი მეტოქეები მეტ პატივისცემას იმსახურებენ. მაგალითად, თბილისში გამართულ წინა შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე მოლდოვის ნაკრებს 2:2 ვეთამაშეთ და შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით.

იგივე მალტა სერიოზული ძალა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასერიოზულად მივუდგეთ.

მე თავის დაზღვევას კი არ ვცდილობ, პირიქით, მიმაჩნია, რომ ამ ჯგუფიდან საქართველო აუცილებლად უნდა გავიდეს. მოლდოვასთან ისედაც ძველი ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი და უნდა დავუმტკიცოთ, რომ მასზე ძლიერი ნაკრები გვყავს. მაგრამ მეტოქეებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და კარგად მოვემზადოთ. ბაქიბუქი არაფერს გვარგებს", - ამბობს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.

ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში "იბერიას" ბრაზილიელების დამატება არ იგეგმება.

ამ საკითხზე კომენტარი ასათიანსაც ჩამოვართვით:

"ბრაზილიელთა ნატურალიზაციას არ ვაპირებთ. პორტუგალიაში ამ ქვეყნის ნაკრებთან მოგებით დამტკიცდა, რომ ფუტსალის თამაში ქართველებსაც შეგვძლებია და საკმაოდ პერსპექტიული ბიჭები გვყავს.

მაგრამ ისე არ გაიგოთ, თითქოს ბრაზილიელების დანახვა არ მსურს. უბრალოდ, მათზე დაყრდნობა გაუმართლებელი იქნება. დღეს რომ ჩამოდიან, ხვალ მიდიან და უკრაინაში გადასულებს სად ვსდიო?

მაგალითად, რონის სიამოვნებით ავიყვანდი, მაგრამ მე რაც ვიცი, კარიერას უკრაინაში გააგრძელებს. ამიტომ უცხოელთა ერთჯერად გამოყენებას, ქართველ მოთამაშეებზე დაყრდნობა და ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურება მირჩევნია.

სხვათა შორის, შესარჩევ ციკლამდე საერთაშორისო ტურნირზე მალტას, ინგლისსა და საბერძნეთს შევხვდებით და ბევრი ახალგაზრდა მოთამაშის გამოცდას ვაპირებ.

დამიჯერეთ, ჩვენ მართლა კარგი მოთამაშეები გვეზრდებიან".

ავთანდილ ასათიანი: ბრაზილიელების დამატება მინდა, მაგრამ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ნაკრების კანდიდატებს დაასახელებს

საქართველოს ნაკრებში ბრაზილიელების დამატებას არ აპირებენ

ლევან ცქიტიშვილი: მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა