მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის ლიდერებმა "აუგსბურგთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა და გუნდის ლიდერებმა "აუგსბურგთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

8 დეკემბერს ბავარიელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:0 სძლიეს. თომას მიულერმა ანგარიში 39-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა, მარიო გომესმა კი 63-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იუპ ჰაინკესი:

"მატჩის წინ საკმაოდ ნათლად ავუხსენი ჩემ გუნდს, რომ იოლი გასეირნება არ გველოდა და მძიმე სამუშაოს ჩატარება დაგვჭირდებოდა.

მატჩის პირველ ნახევარში "აუგსბურგი" საკმაოდ მიზანმიმართულ და დალაგებულ თამაშს აჩვენებდა. მეტოქე კარგად ახორციელებდა პრესინგს და შედეგად ჩვენ შეტევაში პრობლემები გვქონდა.

პირველი გოლის შემდეგ გარკვეული შვება ვიგრძენით, მეორეს შემდეგ კი უკვე თავი ქუდში გვქონდა".

ფილიპ ლამი:

"ვცდილობდით, "აუგსბურგისთვის" ინიციატივა არ დაგვეთმო. თავიდან გვინდოდა, რომ გუნდურად გვემოქმედა, მაგრამ არ გამოგვივიდა. თუმცა, თამაშის პირველ ნახევარში ჩვენ მაინც უკეთესად გამოვიყურებოდით.

პირველი გოლი კანონზომიერი იყო, რადგან გატანის უკეთესი შანსები გვქონდა".

მარიო გომესი:

"აუგსბურგს" 8 ქულა კი აქვს, მაგრამ თავის მოედანზე კარგად თამაშობს - ამაში დღესაც დავრწმუნდით.

ასეთი მატჩები აუცილებლად უნდა მოგო, თუკი ჩემპიონობა გინდა".

თომას მიულერი:

"სანამ გატანას ვახერხებ, გუნდში პირველი პენალტისტი მე ვიქნები. ბოლო თამაშებში ყველაფერი გამომდის".

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტურის წინ: სრული კონცენტრაცია ბუნდესლიგაზე

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"