მექსიკელმა მარჯვნიდან დარტყმა შეაგება მენის, რომელიც მოცელილივით დაეცა რინგზე
9 დეკემბერს ლას ვეგასში გაიმართა დიდი საკრივო საღამო, რომლის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ფილიპინელი მენი პაკიაო (54-4-2, 38KO) და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი (54-6-1, 39KO).

ეს იყო ბოლო რვა წლის განმავლობაში ამ მოკრივეთა რიგით მეოთხე შეხვედრა და მასში თამაშდებოდა 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს სპეციალური ქამარი - "ათწლეულის საუკეთესო მოკრივე".

ამით აღნიშნულ საკრივო ორგანიზაციას პაკიაოს წახალისება სურდა, რომელსაც მსაჯებმა, ფაქტობრივად, წაართვეს გამარჯვება ივნისში ტიმოტი ბრედლისთან შეხვედრაში.

გარანტირებულმა საპრიზო ფონდმა 11.6 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც ფილიპინელს 8.595 მილიონი ეკუთვნოდა.

მენი პაკიაო, ბევრი ექსპერტის მიერ ყველა წონის გათვალისწინებით, თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივედ არის მიჩნეული, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი ბრძოლის ორგანიზება ნახევრად საშუალო წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან, დაუმარცხებელ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან.

როგორც უკვე ვთქვით, მეტოქეები მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. პაკიაოსა და მარკესის პირველი ბრძოლა 2004 წელს გაიმართა და მაშინ თამაშდებოდა WBA-ს (მას ფლობდა მარკესი) და IBF-ის (პაკიაო) ტიტულები 57.1-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

პირველ რაუნდში მარკესი ორჯერ მოხვდა ნოკდაუნში, მაგრამ შეძლო სიტუაციის გათანაბრება და ბრძოლის ბოლომდე მიყვანა. მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს, მაგრამ მაშინ ბევრი ამბობდა, რომ მარკესმა მხოლოდ იმიტომ არ წააგო, რომ პაკიაოზე მეტი ავტორიტეტი ჰქონდა.

მეორე ბრძოლა 2008 წელს გაიმართა და მენიმ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ბრძოლა 59-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართა და თამაშდებოდა მარკესის კუთვნილი WBC-ის ტიტული. მექსიკელი ისევ აღმოჩნდა ნოკდაუნში, მაგრამ ფილიპინელს მაინც ბევრი უსიამოვნება მოუტანა. ამიტომაც ვერავინ უწოდა პაკმენის გამარჯვებას ღირსეული.

დაბოლოს, 2011 წლის ნოემბერში ძველი მეტოქეები ისევ ლას ვეგასის რინგზე შეხვდნენ ერთმანეთს და გაითამაშეს 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს ტიტული, რომელსაც პაკიაო ფლობდა.

გამარჯვება ისევ პაკიაომ მოიპოვა, თუმცა სამიდან ერთმა მსაჯმა ფრე დააფიქსირა. ბრძოლას "წლის ქურდობა" უწოდეს, რადგან ქულებით მოგება მარკესს ეკუთვნოდა.

ამ ბრძოლის შემდეგ პაკიაოს რეპუტაცია სერიოზულად შეირყა, მით უმეტეს, რომ ფილიპინელმა შემდეგი ბრძოლაც წააგო, თუმცა აქ უკვე მენის წაართვეს მსაჯებმა დამსახურებული გამარჯვება.

ბრძოლა

რიგით მეოთხე ბრძოლა საშუალო ტემპში დაიწყო. მოკრივეებმა უარი თქვეს სიტუაციის ფორსირებაზე.

მოკრივეები ერთმანეთს კარგად იცნობენ და უბრალოდ, ზედმეტ რისკს ერიდებოდნენ. მაგრამ მესამე რაუნდმა სურათი შეცვალა.

მარკესმა გონგამდე წუთით ადრე ტემპი გაზარდა და ყბაში ძლიერი დარტყმით ნოკდაუნში გაგზავნა ფილიპინელი. მენი მძიმედ წამოდგა, მაგრამ სახეზე ჩვეული ღიმილი მაინც დასთამაშებდა.

ამ ნოკდაუნმა ნამდვილ "ჩეხვას" დაუდო სათავე. გონგის წინ მენიმ პასუხის გაცემა სცადა, მაგრამ მექსიკელმა გაუძლო მეტოქის შემოტევებს, შემდეგ რაუნდში კი არაფრის საშუალება არ მისცა აზიელს. ისე ჩანდა, რომ ხუან მანუელმა წინასწარ იცოდა მოწინააღმდეგის ყველა სვლა.

მაგრამ მეხუთე რაუნდში პაკიაომ მაინც მოარტყა მარკესს - მარჯვნიდან დარტყმით ნოკდაუნში ჩააგდო მეტოქე. გონგამდე მოწინააღმდეგეებმა ძლიერი დარტყმები გაცვალეს.

ამის შემდეგ პაკიაომ ინიციატივა მოიპოვა. თუმცა შეტევებით ზედმეტად გართობა დაუშვებელი იყო, რადგან ბაგირებთან მიმწყვდეული მარკესი მაინც ახერხებდა პასუხის გაცემას.

ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევის დროს მექსიკელმა მარჯვნიდან დარტყმა შეაგება მენის, რომელიც მოცელილივით დაეცა რინგზე (იხილეთ ვიდეო).

თავდაპირველად მექსიკელმა ვერ აღიქვა მომხდარი. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გამარჯვების ნიშნად ხელები აღმართა. ამ დროს პაკიაო გონს მოსვლას ვერ ახერხებდა.

ის უგრძნობლად იწვა რინგზე და გარს მისი გუნდის წევრები შემოეხვივნენ. ისტერიკაში ჩავარდნილ მოკრივის მეუღლეს პაკიაოს მწვრთნელი ფრედი როუჩი აწყნარებდა. მენიმ მხოლოდ ორი წუთის შემდეგ გაახილა თვალები და მისმა გუნდმაც შვებით ამოისუნთქა.

ცოტა ხანში კი პაკიაომ თავის მეტოქეს გამარჯვება მიულოცა. როგორც ჩანს, მენის კარიერა დასასრულს უახლოვდება. მენიმ ზედიზედ მეორე ბრძოლა წააგო, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ პაკმენი ისევ შეგვახსენებს თავს.

ბრძოლის შემდეგ

"მე ლოდინის ტაქტიკა ავირჩიე. ვიცოდი, რომ თუ პირველი ნოკდაუნის შემდეგ შეტევაში წავიდოდი, შესაძლოა, მენის ერთი დარტყმით ნოკაუტში ჩავვარდნილიყავი, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ მარკესმა. - მან კარგად მომარტყა, როცა ნოკდაუნში აღმოვჩნდი. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, რომ მაინც მქონდა მოგების კარგი შანსი".

"ძალიან მაგრად მომარტყა, შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა, - განაცხადა პაკიაომ. - საშიში არაფერია. ეს არის კრივი, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

"პაკიაომ სიფრთხილე დაკარგა და ამის გამო დაისაჯა. ის ძალიან სწორხაზოვნად მოქმედებდა, - ეს პაკიაოს მწვრთნელის, ფრედი როუჩის სიტყვებია. - შესაძლოა, მან დაასრულოს კარიერა, შესაძლოა, რევანში შედგეს. ჯერ არ ვიცი, რა გზას აირჩევს ჩემი შეგირდი.

ყველაფერი მის მდგომარეობასა და სურვილზე იქნება დამოკიდებული. დავბრუნდებით სატრენაჟორო დარბაზში და თუ მისი საერთო მდგომარეობა არ მომეწონება, კარიერის დასრულებას ვურჩევ".

რევანშის თემას პაკიაოს პრომოუტერი ბობ არუმი შეეხო: "ხალხს მოეწონა ეს შოუ. მათ უყვართ ასეთი ბრძოლები. თუ კიდევ ერთ შანსს მოგვცემენ, მზად ვარ, ორგანიზება გავუწიო მარკესსა და პაკიაოს შორის მეხუთე ბრძოლას".

"რატომაც არა. თუ იქნება ასეთი შანსი, მე მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე", - განაცხადა პაკმენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა