მოასპარეზეებმა 9 დეკემბერს მე-8 ტური მოილიეს
საქართველოს სხვადასხვა კუთხის 30 წარმომადგენელი მონაწილეობს მოჭადრაკე ქალთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში.

მოასპარეზეებმა 9 დეკემბერს მე-8 ტური მოილიეს. კვლავ წარმატებით ითამაშა დიდოსტატმა სოფიო გვეტაძემ - ალექსანდრა ვახანია დაამარცხა და 7 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება დიდოსტატი მაკა ფურცელაძე, რომელმაც ნინო ხომერიკს აჯობა. 7 ტურის შემდეგ 5-5 ქულა ჰქონდათ ინგა ხურცილავას და ანა შამათავას.

ორივე შავი ფიგურებით თამაშობდა. ინგა მადონა ბოკუჩავას დაუზავდა, ანამ კი ლიკა კობეშავიძესთან წააგო. ანა გავაშელმა სოფიო ტერელაძეს სძლია.

ბოლო ტურის წინ ასეთი მდგომარეობაა: გვეტაძე - 7, ფურცელაძე - 6,5, ხურცილავა, კუჭავა, კობეშავიძე - 5,5-5,5, შამათავა, ბოკუჩავა, გავაშელი - 5-5, 5 მონაწილეს კი 4,5-4,5 ქულა აქვს.

10 დეკემბერს, მე-9 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: კობეშავიძე - გვეტაძე, ფურცელაძე - კუჭავა, ხურცილავა - გავაშელი, ხომერიკი - ბოკუჩავა, ვახანია - შამათავა, მუმლაძე - ჭოლაძე, ტერელაძე - ჩხაიძე. უმაღლესი ეშელონის 5 საგზურის მფლობელი სწორედ ამ შეხვედრებში გამოვლინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა