ქართველმა კალათბურთელმა "დნიპროსთან" გასვლით მატჩში 14 ქულა ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვებაში (71:66) დაეხმარა
გიორგი ცინცაძემ უკრაინულ სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

"დნიპროსთან" გასვლით მატჩში ქართველმა გამთამაშებელმა 14 ქულა ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვებაში (71:66) დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში ცინცაძის საუკეთესო შედეგი 22 ქულაა, რომელიც მან 2 ნოემბერს, "აზოვმაშთან" მოაგროვა.

ამ ტურში დაგროვილი 14 ქულა კი მისთვის მეორე საუკეთესო შედეგია. დნეპროპეტროვსკელებთან მატჩში ცინცაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საკმაო ხნით, 29 წუთით იმყოფებოდა.

ამ ხნის განმავლობაში მან 7-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად, ქართველ უკანახაზელს 4 მოხსნა, 1 პასი და მატჩში უმეტესი, 4 ჩაჭრა ჰქონდა.

კიევური გუნდის ბომბარდირი მალკოლმ დილეინი გახდა, რომელმაც 17 ქულა მოაგროვა. მეორე ამერიკელმა, ლეო ლაიონსმა პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა.

"ბუდიველნიკს" 19 მატჩში 14 გამარჯვება აქვს და რაკი უკრაინაში ცხრილი დაკარგული ქულების მიხედვით დგება, ამიტომ ცინცაძის გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება.

კიეველთა წინ 4-4 წაგების მქონე "აზოვმაში" და "ფეროა". მომდევნო შეხვედრა კიეველები 14 დეკემბერს, ჩერკასკის "მავპისთან" ჩაატარებენ.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია