გულშემატკივარს ხმის მიცემის საშუალება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე ერთი კვირის განმავლობაში ექნება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ფეისბუქის" გვერდზე წლის შემაჯამებელი გამოკითხვა დაიწყო.

ერთი კვირის განმავლობაში გულშემატკივარს საშუალება ექნება, ხმა მისცეს 2012 წლის საუკეთესო ქართველ ლეგიონერს.

"გამოკითხვა 8 დეკემბერს, საღამოს დაიწყო. 20-კაციანი სია ორ ათეულად გაიყო. ორივე ათეულში ხმის მიცემა მხოლოდ თითო მოთამაშეზეა შესაძლებელი.

ერთი კვირის შემდეგ საუკეთესო ხუთეულები ერთ ათეულად დაჯგუფდება და საბოლოო ეტაპის გამარჯვებულის გამოვლენა დაიწყება.

თვის ბოლოს, გულშემატკივართა რჩეულს წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფეხბურთის ფედერაცია წლის საუკეთესო ლეგიონერის პრიზს გადასცემს", - გვითხრა ფედერაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა ოთარ გიორგაძემ.

პირველი ათეული

გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია)

მურთაზ დაუშვილი ("კარპატი" ლვოვი, უკრაინა)

დავით თარგამაძე ("ილიჩევეცი", უკრაინა)

ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი)

ლევან ყენია ("კარპატი" ლვოვი, უკრაინა)

გიორგი ფოფხაძე ("ბაკი", აზერბაიჯანი)

ალექსანდრე იაშვილი ("ბოხუმი", გერმანია)

დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია)

გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი)

ირაკლი სირბილაძე (ტურკუს "ინტერი", ფინეთი)

მეორე ათეული

ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი)

ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა)

თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა)

ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი)

ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი" ბაქო, აზერბაიჯანი)

ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი)

ლადო დვალიშვილი ("პოლონია", პოლონეთი)

ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა)

მამუკა ღონღაძე ("დაუგავა", ლატვია)

უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშესაც დაასახელებს. თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და ეროვნული ჩემპიონატის გამშუქებელი ჟურნალისტები გამოიკითხებიან.

გიორგაძის თქმით, მათ კანდიდატთა სია უახლოეს დღეებში დაურიგდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
კაშო რა თქმა უნდა
warning!
აა უკაცრავად ფეიხბუქზე ყოფილა, მადლობთ, ვნახე, მე ვებ გვერდზე ეძებდი, ბოდიშით!!!
warning!
gff.ge-ზე ვერ მივაგენი, იქნებ კონკრეტული ლინკი დაგედოთ...
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა