"სენტ ეტიენის" და "ლიონის" 105-ე დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა და შეხვედრა ისეთი გამოდგა, როგორიც დერბის ეკადრება
პირველად 1980/81 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც "სენტ ეტიენი" ბოლოს გახდა ჩემპიონი, "დერბი დუ რონის" ორივე მონაწილე მატჩის წინ სატურნირო ცხრილის სამეულში იყო.

"სენტ ეტიენის" და "ლიონის" 105-ე დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა და შეხვედრა ისეთი გამოდგა, როგორიც დერბის ეკადრება.

მატჩის პირველი ნახევარი უკეთ სტუმრებმა ჩაატარეს და ყველაზე რეალური საგოლე მომენტიც რემი გარდის შეგირდებს ჰქონდათ, მაგრამ ანტონი რევეიემ ყოფილი "სენტეტიენელი" ბაფეტიმბი გომისის კარგი გადაცემით ვერ ისარგებლა და გოლი ვერ გაიტანა.

მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ერთმა ყოფილმა "სენტეტიენელმა" მუჰამადუ დაბომ, მაქს-ალენ გრადელთან შეჯახების შემდეგ, ნერვები ვერ მოთოკა და კოტდივუარელს თავი ჩაარტყა, რასაც მისი გაძევება მოჰყვა.

სხვათა შორის, დაბო ამ გუნდების შარშანდელ დაპირისპირებაშიც გააძევეს და მაშინ "სტად ჟერლანზე" გამარჯვება "ლიონს" დარჩა.

ისტორია ამჯერადაც განმეორდა და შეხვედრის ერთადერთი გოლი, დაბოს გაძევებიდან რამოდენიმე წუთში, ლაზარეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა მიშელ ბასტოსმა გაიტანა. ბრაზილიელმა თავის სტილში, სტანდარტულიდან შეძლო სტეფან რუფიეს კარის აღება.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ "ლიონის" დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ.

ყველაფერი კი 85-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ცვლილებაზე გამოსულმა ალეხანდრო ალონსომ, რომელსაც ერთი წუთის წინ სამუელ უმტიტისთან უხეშობის გამო ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, ისევ უმტიტის წინააღმდეგ იუხეშა და საკუთარი გუნდიც კაცნაკლული დატოვა.

საბოლოოდ 0:1 და "სენტ ეტიენმა" საკუთარ მოედანზე მოსისხლე მტრის დამარცხება ზედიზედ მეთოთხმეტედ ვერ შეძლო (ბოლოს 1994 წელს მოუგო).

ამ გამარჯვების წყალობით, რემი გარდის შეგირდებმა ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარეს. ახლა "ლიონი" უახლოეს მდევრებს, "პარი სენ ჟერმენს" და "მარსელს" უკვე 5 ქულით უსწრებს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტური

სენტ ეტიენი-ლიონი 0:1

სენტ ეტიენი (4-3-2-1): რუფიე - კლერი, ბაიალი, პერენი, გულამი - კლემანი, ლემუანი (76. ა. ალონსო), კოადი (79. გილავოგი) - ამუმა, გრადელი (82. ალეკსიჩი) - ობამეიანი

ლიონი (4-3-2-1): ვერკუტრი - რევეიე, ბიშევაცი, უმტიტი, დაბო - მალბრანკი, გონალონი, გურკუფი (61. მ. ბასტოსი) - გრენიე (12. ფოფანა), ლაკაზეტი - გომისი (87. ბენზია).

გოლი: 0:1 მ. ბასტოსი (65).

გაფრთხილება: ბაიალი, ობამეიანი, ა. ალონსო - ბენზია.

გაძევება: ა. ალონსო (85) - დაბო (55).

მაყურებელი: 26 579

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია