უეინ რუნი შეიძლება დასაჯონ და "მანჩესტერ იუნაიტედის" მე-8 ტურის შეხვედრაში არ ათამაშონო, წერენ ინგლისური ტაბლოიდები და ამ უცნაური ამბის მიზეზად იცით, რას ასახელებენ?...

უეინ რუნი შეიძლება დასაჯონ და "მანჩესტერ იუნაიტედის" მე-8 ტურის შეხვედრაში არ ათამაშონო, წერენ ინგლისური ტაბლოიდები და ამ უცნაური ამბის მიზეზად იცით, რას ასახელებენ? ფეხბურთელმა მწვრთნელს საჯაროდ ეჭვი რომ შეჰკადრა: ორი თამაში რატომ გამომატოვებინა აზრზე ვერ მოვდივარო.

გეხსომებათ: სერ ალექსმა რუნი ჩემპიონთა ლიგაში "ვალენსიასა" და პრემიერლიგაში "სანდერლენდთან" არ ათამაშა, ამბობდა, კოჭი სტკივა და დასვენება სჭირდებაო. თითქოს, ლოგიკური იყო, რომ ამის მერე რუნის არც ინგლისის ნაკრებისა და ჩერნოგორიის თამაშში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ თავდამსხმელმა განაცხადა, რომ სინამდვილეში არაფერი აწუხებს და მოედანზე ჩვეულებრივ გავიდა.

რუნი რომ ჯანმრთელად არის, ნაკრების ექიმმა გერი ლივინმაც დაადასტურა: "ადრე რა იყო ვერ გეტყვით, იმ შვიდი დღის განმავლობაში კი, როდესაც უეინი ჩვენთან შეკრებაზე იყო, ის ყოველ დღე ვარჯიშობდა და ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ვიცი, მანამდე მან "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ორი თამაში გამოსტოვა. რატომ? ეს კლუბსა და ფეხბურთელს შორის არის გასარკვევი. ვიმეორებ, ჯანმრთელობის პრობლემა რუნის არ ჰქონდა".

დაიწერა კიდეც და ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ფერგიმ რუნის კოჭის ტრავმა იმიტომ მოიგონა, რომ ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად განმუხტულიყო, უბრალოდ დაესვენა – შეგახსენებთ, რომ სექტემბერში რუნის დიდი პირადი სკანდალის გადატანა მოუხდა. ტაბლოიდებმა გამოუჩხრიკეს, რომ ის ცოლს ფეხმძიმობის დროს მეძავთან ღალატობდა და იყო ერთი ამბავი - ფეხბურთელს კინაღამ ოჯახი დაენგრა. მაგრამ, ეს გახლდათ მიზეზი თუ სხვა რამ, რუნის აშკარად თამაში უნდოდა.

ზემოთ, ინგლისისა და ჩერნოგორიის ნაკრებთა თამაში ვახსენეთ. კლუბებისა და ნაკრებების დაპირისპირების ამბავი ყველას კარგად მოგვეხსენება და ისიც კარგად ვიცით, რომ ფერგიუსონი ნიადაგ იმის ცდაშია ეროვნულ გუნდს რამენაირად ფეხბურთელები გადაუმალოს. ალბათ, ამჯერადაც ეს ჰქონდა შოტლანდიელ მწვრთნელს ჩაფიქრებული, მაგრამ რუნიმ ყური არ დაუგდო და თვითნებობა გამოიჩინა.

ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, დადგა 16 ოქტომბერი, როდესაც ფერგიუსონის გეგმით ფორვარდი მოედანზე უნდა დაბრუნებულიყო - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობს. ითამაშებს რუნი ამ შეხვედრაში? ვინ იცის, იქნებ ფერგიუსონმა არც ათამაშოს, მითუფრო, რომ... ცუდ ფორმაშია. ფორვარდს, რომელიც 24 ოქტომბერს 25 წლისა გახდება, მარტის მერე "იუნაიტედის" მაისურით თამაშიდან გოლი არ გაუტანია - პენალტები არ ითვლება. კიდევ, როგორც ადრეც მოგახსენეთ, "იუნაიტედს" მისთვის ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტის შეთავაზება უნდოდა, მაგრამ ფეხბურთელი თავს იკავებს. ამბობენ, მადრიდის "რეალის" ეშხითო.

აქა-იქ, გაზეთებში დაიწერა, რომ "რეალი" "იუნაიტედს" რუნისთან დაკავშირებული წინადადებით ახლა, იანვარშივე მიმართავდა, მაგრამ მადრიდელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე სერიოზულ ვაჭრობას არ აპირებს. მოურინიოს ამ ნათქვამს მოჰყვა ახალი ინფორმაცია, რომ "რეალი" რუნის შეძენას ზაფხულზე შეეცდება და მანჩესტერელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ფუნტს ანუ 85,30 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ტაბლოიდები მავან, საქმეში კარგად ჩახედულ ადამიანს დაუკავშირდნენ, რომელმაც ასე თქვა: "ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველაფერი ზუსტად ასე იქნება და ზაფხულზე რუნი "რეალში" გადავა. ის, რომ მან "მანჩესტერ იუნაიტედთან" ხუთწლიან კონტრაქტს ხელი არ მოაწერა, შემთხვევითი ამბავი არ არის".

კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია